გიორგი ჩოგოვაძე: „ქვეყანაში ტურიზმის მიმართულებით, 200 ათას ადამიანამდეა დასაქმებული“

access_time2018-02-09 17:48:19

„ტურიზმი არ არის სფერო, რომელიც დამოუკიდებლად ვითარდება საქართველოში ის ბევრ სხვა სფეროსთანაა გადაჯაჭვული მათ შორის დასაქმებასთან“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“  გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

 

 როგორც ჩოგოვაძე აცხადებს, 2017 წლის რეკორდულ წელთან შედარებით 2018 წელს უცხოელი მოგზაურების ვიზიტი საქართველოში 15%-ით გაზრდილი. 

 

„2018 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცხოელი მოგზაურის ვიზიტი ქვეყანაში დაახლოებით 15%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმ ტურისტების რიცხვი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე 24 საათი და მეტი ხანი გაჩერდნენ 23%-ით გაიზარდა. ტურიზმი არის არის  სფერო, რომელიც დამოუკიდებლად ვითარდება საქართველოში, ის ბევრ სხვა სფეროსთანაა გადაჯაჭვული“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

 


„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელმა საუბრის დროს ხაზი იმ სტრატეგიებს გაუსვა, რაც მომდევნო წლებში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. „ჩვენ რამდენიმე წლის წინ ტურიზმის სტრატეგიის ხედვა შევქმენით. ეს სტრატეგია 2015-წლიდან 2025 წლამდე პერიოდს მოიცავს. აღნიშნულ სტრატეგიაში კონკრეტული ინდიკატორებია გაწერილი, რომელსაც ჩვენ ყოველი წლის ჭრილში ვამოწმებთ“, - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

მისი განცხადებით, ეკონომიკური თვალსაზრისით ტურიზმი ექსპორტია, რადგან ის ადგილობრივი პროდუქციის უცხოურ ვალუტაში გაყიდვას გულისხმობს.  „2017 წელი ჩვენ 7.55 ათასი ტურისტით დავხურეთ. ამ ციფრების უკან ბევრი ეკონომიკური ეფექტი დგას, მათ შორის ეკონომიკაში ქვეყნის შემოსავალი, რასაც საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტები ხარჯავენ. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვის ადგილი საქართველოა ტურისტი უცხოური ვალუტით შემოდის და ფულს საქართველოში ხარჯავს. ესეც ექსპორტის ერთ-ერთი პუნქტია. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მაკროეკონომიკური ეფექტი გააჩნია. ქვეყანაში ტურიზმის მიმართულებით,   დაახლოებით 200 ათას ადამიანამდეა დასაქმებული“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

 

„კომერსანტი“

 



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები