„მერიისა და გამგეობების მიერ დეკემბრიდან ყველა ტენდერი აუქციონის გარეშე ჩატარდა, რითაც სახელმწიფომ 20 მლნ ლარი დაკარგა“

access_time2018-02-09 16:00:33

თბილისის მერიის და გამგეობების მიერ 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან გამოცხადებული ყველა ტენდერი აუქციონის გარეშე ჩატარდა, რის შედეგადაც სახელმწიფომ 20 მლნ ლარი დაკარგა , - ინფორმაციას თბილისის საკრებულოს ფრაქცია ევროპული საქართველო ავრცელებს.


„ევროპული საქართველო“ სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე საუბრობს. მათი ცნობით, თბილისის მერია ტენდერების არასწორი გზით ჩატარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონებს ფლანგავს.


როგორც ფრაქციაში აცხადებენ, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად წლების განმავლობაში ელექტრონული შესყიდვები ითვლებოდა, რომლებიც უზრუნველყოფდა სისტემის გამჭვირვალობას, წარმოქმნიდა ჯანსაღ კონკურენციას და იძლეოდა საშუალებას, რომ სახელმწიფოს ყოველ შესყიდვაზე 5-15%
(ანუ საშუალოდ 10%) ეკონომია გაეკეთებინა.


პარტიის წევრის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, ზარალის ოდენობა პირობითია და სახელმწიფო კონკურსის ჩატარების შემთხვევაში დაახლოებით 20 მლნს დაზოგავდა.


დღეს ტენდერები აუქციონის გარეშე ტარდება. ქ.თბილისის მერიის და გამგეობების მიერ 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან გამოცხადებული ყველა ტენდერი ჩატარდა აუქციონის გარეშე (ანუ დაუბრუნდა 90-იან წლების მავნე პრაქტიკას, როდესაც შემოდიოდა დალუქული კონვერტები, რაც იძლეოდა მანიპულაციის საშუალებას, აუქციონი ტარდებოდა დახურულად.)



ორი თვის განმავლობაში, საერთო ჯამში, თბილისის მერიის სტრუქტურების მიერ გამოცხადდა 380-ზე მეტი უაუქციონო ტენდერი დაახლობით 200 მილიონი ლარის ოდენობით. აქედან სახელმწიფომ იზარალა თითქმის 20 მლნ ლარი, - ნათქვამია ევროპული საქართველოს ინფორმაციაში.


რაც შეეხება ცალკეულ უბნებს, მათი ინფორმაციით, ჩატარებული ტენდერების მიხედვით მონაცემები ასე გამოიყურება: მთაწმინდაზე - ტენდერების რაოდენობა 19; საწყისი ღირებულება - 2 872 836 ლარი, კრწანისი- ტენდერების რაოდენობა - 24; საწყისი ღირებულება - 2 818 366 ლარი. ისანი- ტენდერების რაოდენობა - 30; საწყისი ღირებულება - 5 741 146 ლარი. სამგორი-ტენდერების რაოდენობა - 32; საწყისი ღირებულება - 9 099 615 ლარი. დიდუბე-ტენდერების რაოდენობა - 25; საწყისი ღირებულება 5 638 573 ლარი. ჩუღურეთი-ტენდერების რაოდენობა - 21; საწყისი ღირებულება 4 020 352 ლარი. ვაკე -ტენდერების რაოდენობა - 17; საწყისი ღირებულება - 5 040 656 ლარი. საბურთალო - ტენდერების რაოდენობა - 21; საწყისი ღირებულება - 9 000 548 ლარი. ნაძალადევი -ტენდერების რაოდენობა - 24; საწყისი ღირებულება - 4 493 892 ლარი. გლდანი -ტენდერების რაოდენობა - 19; საწყისი ღირებულება 6 427 828 ლარი. თბილსერვის ჯგუფი- ტენდერების რაოდენობა - 35; საწყისი ღირებულება 3 683 845 ლარი.


რაც შეეხება პირდაპირ შესყიდვებს, ევროპული საქართველოს ინფორმაციით, 2014 წლიდან მერიას ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმებული აქვს 1042 ხელშეკრულება - თანხა კი შეადგენს 196 461 823 ლარს.


ეს ნიშნავს, რომ მერიამ მისთვის სასურველ კომპანიას გაუფორმა ხელშეკრულება ყოველგვარი კონკურსის, ტენდერის თუ აუქციონის გარეშე, - აღნიშნავენ პარტიაში.


მათი განმარტებით, 2014 წლის შემდეგ მერიამ ჩაატარა 430 ტენდერი, რომლის თანხამ 79 042 001 ლარი შეადგინა, სადაც მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი კომპანია, რაც იძლევა გარიგების საფუძვლიან ეჭვს.


ტენდერები გამოცხადებულია მოკლე პერიოდში, ტენდერის ტექნიკური პირობა მორგებული იყო ერთ კომპანიაზე და სხვას არ ეძლეოდა მონაწილეობის საშუალება, - აცხადებენ პარტიაში.


გოკა გაბაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით მერიისგან პასუხებს ითხოვს.


BPN




აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები