მაია ბითაძე: „მერიის მიზანია, ქალაქში ისეთი ურბანული განვითარება, რომ მისი ეკონომიკური ღირებულება გაიზარდოს“

access_time2018-02-10 10:00:00

შესაძლოა, მომდევნო ეტაპზე მერიამ გარკვეული ფონდები შექმნას, რითაც მათ შორის, ამხანაგობები წახალისდება, რათა მათ მცირე რეკრეაციულ ზონებს მოუარონ და გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი მათია, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.


მისი თქმით, დეველოპერებს, როლებსაც ცვლილებების მიხედვით მიმდებარე ტერიტორიების გამწვანების ვალდებულება ეკისრებათ, ხეთა სახეობის მიხედვით, შესაბამის ვადებში ნარგავების მოვლა-პატრონობის ვალდებულებაც დაეკისრებათ.


„ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მათ გარკვეული დროის ფარგლებში, ნარგავების მოვლა-პატრონობა, თავისი ანგარიშგებითა და მონიტორინგით მოუწევთ, რადგან ეს სავალდებულო იქნება“, – განაცხადა ბითაძემ.


როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, მერიის მიზანია, ქალაქში ისეთი ურბანული განვითარება იყოს, რომ მისი ეკონომიკური ღირებულება აიწიოს.



„შესაბამისად, როცა ნარგავების მოვლა-პატრონობაზე ვსაუბრობთ, ეს ფასის ზრდას არანაირად არ იწვევს, თუმცა, იზრდება ისეთი კომპანიის ღირებულება, რომელიც მოსახლეობას ასეთი ტიპის ობიექტს ჩააბარებს. ეს გზა მსოფლიომ უკვე გაიარა“, – განაცხადა ბითაძემ.


მაია ბითაძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ, „მონოლითი ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა იჩქიტიძესაც უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ დეველოპერებისთვის ტერიტორიების გამწვანების ვალდებულების დაკისრება მისასალმებელია, მაგრამ შემდეგი სამი წლის განმავლობაში ნარგავების მოვლა-პატრონობის მათთვის დაკისრება სამშენებლო ბიზნესს ფინანსურად დააზარალებს.


კითხვაზე, რა ეშველება უკვე აშენებული კორპუსების მიმდებარე ტერიტორიებს, მათი გამწვანება ვინმეს დაევალება, თუ მერია ამ ვალდებულებას თავად აიღებს, მაია ბითაძემ თქვა, რომ მერიას უკვე არსებული პროექტების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა ექნება.„სამშენებლო კომპანიებს არაფერი არ უძვირდებათ. ეს მოდელი ისეთ ობიექტებზე მუშაობს, რომლებიც მე–5 კლასის შენობა-ნაგებობებია. მათ შორის – ქარხნები, გაზსადენები, მილსადენები. მოდელი ეხება მათ, ვინც გარემოს ეხება და ამას უკვე ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებს“, – განაცხადა ბითაძემ.


„უკვე აშენებულ კორპუსებთან დაკავშირებით ბევრად მეტი პრობლემა გვაქვს. პრობლემებია გამწვანების, ტრანსპორტით გადაადგილების, წვდომის და გეოლოგიურ ქანებთან მიმართებით. შესაბამისად, ყველა უკვე არსებული პროექტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გვექნება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.




აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები