მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე: ხეების დარგვის შემდგომ მათი მოვლა უფრო მნიშვნელოვანია

access_time2018-02-08 17:22:42

შერჩეული და დამტკიცებულია 50 ჯიშის ხე, რომლებითაც თბილისი უნდა გამწვანდეს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული ხეები თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით შეირჩა.

 

„დღეს პირველად ვამტკიცებთ აქტს, რომლითაც განისაზღვრება 50-ზე მეტი ჯიშის ხე და რომლითაც მოხდება თბილისის სამომავლო გამწვანება. ეს ხეები შერჩეულია თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით. მისი შერჩევის პროცესში ჩართული იყო სპეციალისტების ფართო სპექტრი, მათ შორის არასამთავრობო სექტორი", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

„მენაშენეთა ასოციაციის" თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი გამწვანების საკითხზე თბილისის მერის ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა, სპეციალისტს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები და კითხვები აქვს.

 

ირაკლი როსტომაშვილი მთავარ პრობლემას განაშენიანების შემდეგ პროცესში, ხეების მოვლა-პატრონობაში ხედავს.

 

„ნებისმიერ მსგავს აქტივობას მივესალმები, რომელიც გამწვანებასა და ეკოლოგიას ეხება. უბრალოდ, ჩემთვის არსებობს გარკვეული კითხვები, როგორ შეიძლება შემდეგ მათი მოვლა. დავრგეთ, გავაშენეთ, მერე ვინ უვლის? ეს საკითხი არის ძალიან აქტუალური და გაურკვეველი. დენდროლოგების რეკომენდაციებსაც თუ გაითვალისწინებენ, კარგი იქნება. გამწვანება იწყება ხის დარგვის შემდეგ. მორწყვა, მოვლა, შეწამვლა და ა.შ.", - აცხადებს როსტომაშვილი.

 


სპეციალისტის თქმით, ერთ-ერთი სერიოზული საკითხია ხეების მორწყვაც, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ირაკლი როსტომაშვილი დედაქალაქის მერს ამ მიმართულებით მუშაობასაც ურჩევს.

 

„სერიოზული საკითხია, რომელი წყლით უნდა მოირწყოს, ტექნიკური წყალი არ არსებობს თბილისში. კარგია რომ კალაძე ამ მიმართულებით გააქტიურდა, მაგრამ ვურჩევ, რომ ამ საკითხზეც იმუშაოს", - აცხადებს სპეციალისტი.

 

მისივე თქმით, 2002 წლიდან დღემდე თბილისში დაახლოებით 60 ჰექტარი ტერიტორია უნდა გამწვანებულიყო, სათანადოდ რომ მოევლოთ დარგული ხეებისათვის.
„გამწვანებული უნდა გვქონდა დღეს თბილისში დაახლოებით 4 ვაკის პარკის ფართობის ტერიტორია, რომ მოევლოთ და მარტო ჯოხი არ ჩაერჭოთ. მოვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დარგვა", -აცხადებს სპეციალისტი.

 

ირაკლი როსტომაშვილი დედაქალაქის მერიასა და საკრებულოში ამ მიმართულების სპეციალისტების სიმცირეზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავრობაში კვალიფიციური კადრები არ არიან, ვინც თბილისის გამწვანების საქმეზე იმუშავებს.

 

„მოვლა, ტარიფი, რომელი წყლით, ვინ აკეთებს, ეს არის სამსჯელო და ამაში უნდა იყვნენ საკრებულოში პროფესიონალები. ვინცაა დღეს მათ არ იციან. როგორ შეიძლება ვისაუბროთ გამწვანებაზე, ტრანსპორტზე, ურბანულ საკითხებზე, როცა „მენაშენეთა ასოციაციის" თავმჯდომარეს არ მქონოდა შეხვედრა მათთან? - შესაბამისად, მოვლის საკითხი გაურკვეველია. ვიცი, რომ სადარბაზოებში ლიფტის ფულს ვერ აგროვებენ, მორწყვის ფულს გადაიხდის ვინმე? - ეს იქნება ტყუილი სადღეგრძელო თბილისისთვის, თუ ის საკითხები არ გადაწყდა, რაზეც მე ვისაუბრე", -აცხადებს „მენაშენეთა ასოციაციის" თავმჯდომარე.

 

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მშენებლობის ნებართვისთვის სავალდებულო იქნება ტრანსპორტის სამსახურის მიერ გაცემული დასკვნაც.
„რაც შეეხება ტრანსპორტს, ამ მიმართულებითაც გვაქვს ცვლილებები - ადრე თუ მშენებლობის ნებართვა ისე გაიცემოდა, რომ არ იყო გათვალისწინებული ტრანსპორტის ნაკადები, ამ შემთხვევაში ტრანსპორტის სამსახური ადრეულ ეტაპზევე ჩაერთვება განაშენიანების რეგულირების გეგმისა და მშენებლობის ნებართვისთვის სავალდებულო იქნება მის მიერ გაცემული დასკვნა", - აცხადებს კალაძე.

 

ირაკლი როსტომაშვილი დედაქალაქის მერს რეკომენდაციას ტრანსპორტის რეგულირების საკითხშიც აძლევს. მისივე თმით, პიკის საათებში ქალაქში მძიმე ტექნიკის მუშაობა გარკვეულ პრობლემებს ქმნის, რომელიც უნდა მოგვარდეს.

 

„როცა ვიყავი თბილისის მთავარი არქიტექტორი, თბილისის ავტოინსპექციაში უნდა შეთანხმებულიყო ნაკადები და ა.შ. ჩვენ რითაც ვხელმძღვანელობდით და რაზეც დღეს მერი საუბრობს, ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყო ადრეც. უბრალოდ, 2000 წლის შემდეგ ეს საკითხები ამოაგდეს. პირველ რიგში, უნდა შეთანხმდეს მშენებლობის პერიოდში მძიმე ტექნიკის მოძრაობა", - განაცხადა სპეციალისტმა.

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მწვანე და ეკოლოგიურად მდგრადი ურბანული განვითარებისკენ პირველი ნაბიჯები გადაიდგა. მერია ცვლილებათა პაკეტს საკანონმდებლო დონეზე უახლოეს დღეებში წარადგენს.

 

(NS)



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები