საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა სემეკში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა

access_time2018-02-08 16:57:51

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიორგი კობერიძემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა. 

 

 

როგორც კომერსანტს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე, გიორგი კობერიძემ კომპანიის საქმიანობაზე და მიზნებზე ისაუბრა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქვეყნის მასშტაბით, 55 ქალაქსა და 304 სოფელში ოპერირებს და, ამ ეტაპისთვის, 330 000 - მდე აბონენტს ემსახურება.

 

 

აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგება/წყალარინების ინფრასტრუქტურის კუთხით კომპანიას რთული მემკვიდრეობა ერგო. გასულ საუკუნეში მოწყობილი, წყალმომარაგებისა და წყალარინების უკვე ამორტიზებული ინფრასტრუქტურა ვეღარ აკმაყოფილებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს. ობიექტებს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ათეული წლების განმავლობაში, კომპანიის დაარსებამდე (2010 წლამდე) არ ჩატარებია. სწორედ ამიტომ, კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუტურის მოსაწესრიგებლად. ამ მიმართულებით, კომპანია აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.


 

 

ბოლო 5 წლის მანძილზე, კომპანიამ განახორციელა 49 ინფრასტრუქტურული პროექტი, ჯამური ღირებულებით - 90 268 514 ლარი. შედეგად, 2013 წლიდან დღემდე წყალმომარაგების რეჟიმები გაუუმჯობესდა 200 000-მდე მოსახლეს, მათ შორის 73 000-მდე მომხმარებელი უკვე სარგებლობს 24 საათიანი წყალმომარაგებით. ბოლო 5 წლის მანძილზე ფიქსირდება სამშენებლო და საპროექტო სამუშაოებზე წლიურად გახარჯული თანხების ათვისების მზარდი დინამიკა. თუ 2013 წელს კომპაინამ 23 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოები განახორციელა, დღეს ეს თანხა 6.5-ჯერ არის გაზრდილი და 2018 წლის გეგმა 150 მილიონ ლარს შეადგენს.

 

 

გიორგი კობერიძემ დეტალურად ისაუბრა მიმდინარე წელს დაგეგმილი 10 ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოებზე და ამჟამად მიმდინარე იმ 19 მასშტაბურ პროექტზე (ჯამური ღირებულებით 524 239 014 ლარი), რომელთა დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მეტი აბონენტი ისარგებლეს 24 საათიანი წყალმომარაგებით და მოდერნიზებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, წყალარინების ინფრასტრუქტურით.

 

 

 

 



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები