ბრიტანელი მოსამართლეები ყაზახეთში ახალ სასამართლოს ჩაუდგებიან სათავეში

access_time2018-02-11 14:00:16

მსოფლიოში ყაზახეთის შესახებ ბევრი რამ არაა ცნობილი, თუმცა, სავარაუდოდ სიტუაცია ძალიან მალე შეიცვლება - ინგლისური მართლმსაჯულების ერთი-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბრიტანეთის ყოფილი მთავარი ლორდი-მოსამართლე ჯონ ვულფი  ყაზახთში ახლახანს შექმნილი კომერციული სასამართლოს მთავარ მოსამართლედ დაინიშნა. მასთამ ერთად ამ ახალ ორგანოში იმუშავებს კიდევ 8 ცნობილი ბრიტანელი მოსამართლე და ავტორიტეტული ადვოკატი. მსგავსი სასამართლოები უკვე შეიქმნა სინგაპურში, ჰონკონგში, დუბაიში, აბუ-დაბიში და ყატარში. ახალი სასამართლო ყაზახეთის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში იხსნება, რომლის მიზანიცაა ქვეყნის გადაქცევა ცენტრალური აზიის მთავარ ფინანსურ ჰაბად.

 

„ეს არის პირველი ასეთი ტიპის სასამართლო ევრაზიაში. ყაზახეთს გააჩნია უზარმაზარი საზღვაზრი რუსეთთან და ჩინეთთან. ჩინეთი კი ქმნის ახალ აბრეშუმის გზას, რომელიც გაივლის ყაზახეთის ტერიტორიაზე. ამიტომაც კომერციულ სასამართლოს აქვს ყველა წინაპირობა წარმატებისთვის“, - განაცხადა ლორდ ვულფმა.

 

ყველა მოსამართლე იქნება ბრიტანეთიდან, სასამართლო იხელმძღვანელებს ფაქტიურად ინგლისური კანონებით.

 

„ამ საკითხში ყაზახებს არ გააჩნიათ არანაირი გამოცდილება. ამიტომაც მოგვიწვიეს ჩვენ და ეს უნდა გახდეს მომავალი სასამართლოს დამოუკიდებლობის წინაპირობა“, - თქვა მან. ლორდ ვულფი აქტიურად მონაწილეობდა დოჰაში ანალოიგიური სასამართლოს შექმნაში. ჩანაფიქრი ყაზახეთშიც იგივეა რაც ყატარში, თუმცა ქვეყნების კულტურები ძალიან განსხვავედება ერთმანეთისგან - ყაზახეთიც ისლამური ქვეყანაა, თუმცა იქ მოქმედებს ისლამის ძალიან ლიბერალური ვარიანტი, თანაც მოახლეობის 25% მართლმადიდებელია.

 


„რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ყაზახეთში არსებობს კაცების და ქალების თანასწორობა, და ქვეყანა ემშვიდობება კაცის პირველობის ტრადიციას“, - ამბობს ბრიტანელი ლორდი.

 

მისი თქმით, ბრიტანელი მოსამართლეების მოპატიჟება აჩვენებს, რომ ამ იდეას მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტი ნუსრულტან ნაზარბაევი, რომელიც დაჟინებით მოითხოვს რეფორმების განხორციელებას 1991 წლიდან, როდესაც ქვეყანამ მიიღო დამოუკიდებლობა.

 

ყაზახური კომერციული სასამართლო  იანვარში გაიხსნა, თუმცა პირველ ეტაპზე ინგლისელი მოსამართლეების ძირითადი ამოცანა იქნება ადგილობრივი მოსამართლეების და ადვოკატების მომზდება. ეს იქნება პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლო, რომლის მუშაობაშიც ლორდი ვულფი პერიოდულად მიიღებს მონაწილებას. ასევე შემოიღებენ პატარა საქმეების განხილის დაჩქარებულ პროვედურას. სასამართლოში ასევე განიხილება სტანდარტული კომერციული და საკონტრაქტო დავები. ასევე შეიქმნება საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი, რომლის პირველი თავჯდომარეც იქნება სამეფო ადვოკატი ბარბარა დოჰმანი. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს ევრაზიული დავებისთვის რომლებიც ამჟამად იხილება ლონდინში? ვულფი აღიარებს, რომ ყაზახეთში განიხილება მათი მხოლოდ მცირე ნაწილი, თუმცა ეს არ ნიშნავს მის მეორეხარისხოვნობას.

 

„პირიქით, ეს ზრდის ჩვენი სასამართლოს მნიშვნელობას, რადგანაც ის მუშაობს მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ამის ტრადიცია არ არსებობს“, - თვლის ლორდი. მისი თქმით, ყაზახეთის პრეზიდენტმა გამოიჩინა შორსმჭრეტველობა, როდესაც გადაწყვიტა ამ სასამართლოს შექმნა თავის ქვეყანაში.

 

„მას სურს, რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს, როგორ მოქმედებს ბრიტანული სამართალი არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელს ქვეყანაში, ის თანდათანოთ გავრცელდება მთელს საზოგადოებაში, და მისცემს ყველას მაგალითს, როგორ უნდა აწარმოონ ბიზნესი და განახორციელონ მართლმსაჯულება“, - განაცხადა ლორდმა.

 

ბრიტანელი მოსამართლეები ყაზახეთში წელიწადში 5-ჯერ  ჩავლენ. პროცესების დროს მათ ეცმევათ მანტიები ყაზახეთის ეროვნული დროშის ფერებში. „სასამართლო შეუწყობს ხელს ინგლისური კომერციული მართლმსაჯულების გავრცელებას და სამართლოს უზენაესობის პრინციპის აღიარებას. ის ხელს  შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას ბრიტანეთსა და ყაზახეთს შორის. საეთაშორისო ფინანსურ ცენტრს ექნება გაცილებით უფრო მეტი შანსი წამრატებისთვის, თუ ინვესტორებს ეცოდინებათ, რომ იქ არის უსაფრთხო გარემო და სასამართლო, რომლიც მთავარი პრინციპიცაა კანონის უზენაესობა“, - განაცხადა ვულფმა.




აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები