6 თვიანი დაზღვევა საჩუქრად ,,სადაზღვევო კომპანია ალფასგან“

access_time2018-02-08 12:53:00

,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ საცალო ბიზნეს სექტორის გაფართოებას აგრძელებს. ამჯერად, ის კომპანია ვისოლის ყველა ერთგულ მომხმარებელს 6 თვიანი დაზღვევით ასაჩუქრებს. მთელი თებერვლის თვის განმავლობაში ყველას, ვინც ვისოლის ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზე ჩაასხამს 30 ლარის საწვავს, საჩუქრად მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა გადაეცემა. ნებისმიერი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რაც შესაძლოა მიადგეს დაზღვეულ ავტომობილში მყოფ მძღოლს და მგზავრებს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, დაზღვეული იქნება ალფაში.


,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ მუდმივად ხელს უწყობს უსაფრთხო მგზავრობის პოპულარიზაციას. სტატისტიკის მიხედვით 2017 წელს ქვეყნის მასშტაბით 9 000 ადამიანამდე სერიოზულად დაზარალდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. საფრთხის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებული თანხები კი საკმაოდ მაღალია. სწორედ ამიტომ, ვისოლის ერთგული მომხმარებლების ფინანსური დანაკარგების პრევენციის მიზნით ,,სადაზღვევო კომპანია ალფამ“ დაიწყო სოციალური კამპანია ვისოლ ჯგუფთან ერთად.


აქცია მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ვისოლის ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზე. ავერსი ჰოლდინგის მხარდაჭერა, განვითარებული რეგიონალური ქსელი, სამედიცინო დაწესებულებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ,,სადაზღვევო კომპანია ალფას“ მუდმივად აძლევს კონკურენტულ უპირატესობას და ამჯერადაც აძლევს კომპანიას საშუალებას, თავისი დაზღვეულებისთვის სადაზღვევო მომსახურება გაწიოს მთელი საქართველოს მასშტაბით.


2018 წელი ,,სადაზღვევო კომპანია ალფამ“ დიდი ცვლილებებით და ინოვაციებით დაიწყო. კომპანია მთავარ აქცენტს საცალო სექტორის განვითარებაზე, ხარისხის კონტროლის ზრდასა და სერვისის გაუმჯობესებაზე აკეთებს. ალფა უახლოეს მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო კამპანიას გვპირდება.



„კომერსანტი“ 




აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები