ქვეყნები, რომლებიც ყველაზე სწრაფად ცარიელდება

access_time2018-02-10 12:00:00

 კვლევები ცხადყოფს, რომ ყველაზე სწრაფად და დრამატულად მსოფლიოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობა მცირდება. ეს დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან - მათ შორის არის მიგრაცია უფრო მდიდარ ქვეყნებში, შობადობის შემცირება და სიკვდილიანობის ზრდა.

 

ამ კუთხით მსოფლიო ლიდერების ათეულში ყველა ქვეყანა სწორედ აღმოსავლეთ ევროპულია.

 

1.ბულგარეთი - 2017 წელს მოსახლეობის რაოდენობა - 7 მლნ, პროგნოზი 2050 წლისთვის - 5,4 მლნ., დინამიკა - 23%; ყოველწლიურად ბულგარეთის მოსახლეობა მცირდება 0,7%-ით. ქვეყნის მოქალაქეთა 19,6%-ს გააჩნია უმაღლესი განათლება, 43,4%- საშუალო, 23,1%-ს საბაზო, 7,8% -ს დაწყებითი, 4,8% - დაუმთავრებელი საწყისი, 1,2%-ს არასდროს არ უვლია სკოლაში. ქალაქებში ოჯახების 54,1%-ში და სოფლების 18,1%-ში ადამიანებს აქვთ კომპიუტერი, ხოლო ინტერნეტი მოიცავს ქალაქების მოსახლეობის 51,4%-ს, სოფლის - 16,4%.




2. ლატვია - 2017 წელს მოსახლეობის რაოდენობა - 1,9 მლნ., პროგნოზი 2050 წლისთვის - 1,5 მლნ., დინამიკა - 22%; მოსახლეობის ბუნებრივი შემცირების, მაღალი სიკვდილიანობის და დაბალი შობადობის გამო, 2017 წელს ლატვიის მოსახლეობა შემცირდა 7 100 ადამიანით, მიგრაციის შედეგად - 2500-ით. შობადობის გარკვეული ზრდის მიუხედავათ, მოსახლეობა მაინც მცირდება მიგრაციის მაღალი დონის გამო. ლატვიელ მიგრანტთა ყველაზე დიდი რაოდენობა მიდის ბრიტანეთში და ირლანდიაში.


 


3. მოლდოვა - 2017 წელს მოსახლეობის რაოდენობა - 4 მლნ., პროგნოზი 2050 წლისთვის - 3,2 მლნ., დინამიკა - 19%; პოსტსაბჭოთა პერიოდში მოდლოვაში დემოგრაფიული ვითარება ყოველწლიურად უარესდება - ამის ძირითადი მიზეზია მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ბოლო წლების მანძილზე შემცირდა მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა, მკვეთრად გაიზარდა მიგრაცია - უცხოეთში მიდიან ყველაზე შრომისუნარიანი და კვალიფიცირებული ადამიანები. ასევე გაზრდილია სიკვდილიანობა.


 



4.უკრაინა  2017 წელს მოსახლეობის რაოდენობა - 44,2 მლნ., პროგნოზი 2050 წლისთვის - 36,3 მლნ., დინამიკა - 18%; შობადობა უკრაინაში არის ყველაზე დაბალი ევროპაში, ხოლო თვით უკრაინაში ეს მაჩნენებელი ყველაზე დაბალია ურბანიზებულ რეგიონებში - ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, დნეპრის ოლქებში, და ქალაქ კიევში. 2017 წელს მოსახლეობის კლებამ შეადგინა 183 000 ადამიანი.


 


5. ხორვატია - 2017 წელს მოსახლეობის რაოდენობა - 4,1 მლნ., პროგნოზი 2050 წლისთვის - 3,4 მლნ., დინამიკა - 17%; ქვეყნის მოსახლეობის 90%- ხორვატია, ასევე არიან სერბები, ბოსნიელები, უნგრელები, ალბანელები, სლოვენიელები, და ა.შ., ყველაზე დიდი ეროვნული უმცირესობაა - სერბები (188 633 ადამიანი). მოსახლეობის შემცირების ძირითადი მიზეზია შობადობის კლება, მიგრაცია ხორვატიიდან შედარებით უმნიშვნერლო ფაქტორია.



6. ლიტვა - 2017 წელს მოსახლეობის რაოდენობა - 2.8 მლნ., პროგნოზი 2050 წლისთვის - 2.4 მლნ., დინამიკა - 17%; წლიურად ლიტვა საშუალოდ კარგავს მოსახლეობის 1%-ს - 28 366 ადამიანს. ამის მთავარი მიზეზია დიდი მიგრაცია, გაზრდილი სიკვდილიანობა, და შემცირერბული შობადობა. 2004 წელს ევროკავშირში შესვლის შემდეგ ლიტვა დატოვა დაახლოვერბით 1 მლნ. ადამიანმა. მათი ძირითადი ნაწილი გაემგზავრა სამუშაოდ დასავლეთ ევროპაში.


 

7. რუმინეთი - 2017 წელს მოსახლეობის რაოდენობა - 19,8 მლნ., პროგნოზი 2050 წლისთვის - 16,4 მლნ., დინამიკა - 17%; რუმინეთში, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, მიმდინარეობს მოსახლეობის მკვეთრი შემცირება - ამის მთავაროი ფაქტორებია შობადობის შემცირება და სიკვდილიანიბის ზრდა. რუმინეთში იბადება 10,5 ბავშვი 1000 ადამიანზე, ხოლოს სიკვდილიანობა შეადგენს 12-ს 1000-ზე.

 


8. სერბეთი - 2017 წელს მოსახლეობის რაოდენობა - 8.7 მლნ., პროგნოზი 2050 წლისთვის - 7,5 მლნ., დინამიკა - 15%; სერბიას გააჩნია მოსახლეობის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი მსოფლიოში. შობადობის კოეფიციენტია 1,4 შვილი 1 დედაზე, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მსოფლიოში.


 


9. პოლონეთი - 2017 წელს მოსახლეობის რაოდენობა - 38,1 მლნ., პროგნოზი 2050 წლისთვის - 32,3 მლნ., დინამიკა - 15%; პოლონეთის მოსახლეობა მცირდება ემიგრაციის ზრდის და შობადობის შემცირების გამო. პროცესი გასაკუთრებით დაჩქარდა პოლონეთის ევროკავშირში შესვლის შედმეგ, როდესაც ასობით ათასი პოლონელი გადაბარგდა სამუშაოდ დასავლეთ ევროპაში. პოლონური დიასპორები ფართოდაა ასევე წარმოდგენილი უკრაინაში, ბელორუსიაში, ლიტვაში, ლატვიაში, დ ა.შ.


 


10. უნგრეთი - 2017 წელს მოსახლეობის რაოდენობა - 9,7 მლნ., პროგნოზი 2050 წლისთვის - 8,2 მლნ., დინამიკა - 15%; მოსახლეონის 92% - უნგრელები არიან. შობადონბის შემცირება თამაშობს მნიშვნელოვან როლს თანამედროვე უნგრელების ცხოვრების წესში, კერძოდ, თანაცხოვრების ფორმებზე, განათლების მიღების ხანძლივობაზე და შრომით სტაჟზე. 20 წლის უნგრელებში მკვეთრად შემცირდა ბავშვების ყოლის სურვილი.





„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები