გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები მოლდოველ კოლეგებს ცოფის  ახალი კვლევის დანერგვაში ეხმარებიან

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები მოლდოველ კოლეგებს ცოფის ახალი კვლევის დანერგვაში ეხმარებიან

access_time2018-02-08 10:28:01

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები მოლდოველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

 

გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური სამსახურის (PTB)პროექტის ფარგლებში, ქართული მხარე მოლდოველებს ცოფის კვლევის ახალებური მეთოდის დანერგვაში უწევს დახმარებას.

 

ახალი მეთოდი საშუალებას იძლევა ცოფის კვლევა ჩატარდეს მოლეკულურ (დნმ-რნმ-ის) დონეზე, რაც მნიშვნელოვანია, სამომავლოდ ვირუსის შესწავლის, ანალიზის, პრევენციისა და კონტროლის მძლავრი მექანიზმის შექმნაში.


„აქაური ლაბორატორიის აღჭურვილობა და სპეციალისტების კვალიფიკაცია ახალ მეთოდიკებში გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენს ლაბორატორიაში. ამიტომ, ჩვენ ვითხოვეთ დახმარება, ჩვენს კოლეგებს გაეზიარებინათ გამოცდილება, იმისათვის, რომ მოლდოვაშიც მსგავსი სახის და მეთოდიკის დანერგვა შევძლოთ. ვფიქრობ, ამ სწავლებების შემდეგ, ეს უკვე შესაძლებელი იქნება."- განაცხადა აქსანა გროზამ , მოლდოვას ცენტრალური სადიაგნოსტიკო ცენტრის ვირუსოლოგმა.



ინტენსიური სწავლებების შედეგად მოლდოვას ცენტრალური სადიაგნოსტიკო ცენტრის თანამშრომლებს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა მიეწოდებათ. სწავლების მეთოდი მოიცავს სრულ ციკლს - ნიმუშის მიღებიდან პასუხის გაცემამდე - პროცედურებს.

 

 

 

 


 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები