Bloomberg - წადით თბილისში და ისრიალეთ გუდაურში

access_time2018-02-08 20:07:39

Bloomberg-ის ახალი ამბების რედაქცია მსოფლიოს თებერვლისა და მარტის მოგზაურობის დაგეგმვაზე რჩევებს აძლევს. სტატიაში, რომელიც Bloomberg-ის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, სათაურით „ეს ხუთი საუკეთესო ევროპული ტური აერთიანებს კულტურასაც და თხილამურით სრიალსაც, საქართველო პირველ ადგილზეა.

 

„თუ გიყვართ თხილამურით სრიალი, მაგრამ არ გინდათ დაგეგმოთ მოგზაურობა, რომელიც მხოლოდ ალპებში მიდის - მოსინჯეთ ასეთი მოულოდნელი კომბინაციები - წერს სტატიის ავტორი. Bloomberg მკითხველებს ურჩევს სცადონ ევროპის იმ ქვეყნებში მოგზაურობა, რომელთა დედაქალაქებიც კულტურულ და ისტორიულ ადგილებად მიიჩნევა და რომლებსაც ასეთ დედაქალაქებთან ახლოს ადრენალინისთვის საჭირო სამთო კურორტებიც აქვთ.

 

„აი ხუთი ასეთი კომბინაცია, რომელზეც შეიძლება არასდროს გიფიქრიათ, წერს სტატიის ავტორი და ასახელებს ხუთ ქვეყანას.

 

Bloomberg-ის ხუთეულში პირველია საქართველო, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: „წადით თბილისში.. და ისრიალეთ გუდაურში.

 

სტატიაში თბილისის ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად საუბარია გასართობ ადგილებზეც. ავტორი მოგზაურებს ურჩევს აუცილებლად ეწვიონ „ფაბრიკას, რომელიც ძველი სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორიაზეა, ამჟამად კი იქ განთავსებულია კაფე-ბარები და ხელოვანთა სტუდიები.


 

„ყოფილი საცურაო აუზის ადგილას განთავსებულ ღამის კლუბი Bassian-ში სტუმრობით, რომელიც დღეს ტექნო ჰაბია, მიხვდებით, რატომ ითვლება თბილისი აღმოსავლეთ ევროპაში გართობის კუთხით ყველაზე მაგარ ადგილად.

 

„თბილისი კომპაქტური ქალაქია, რომლის დასათვალიერებლად რამდენიმე დღე გეყოფათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად შეგიძლიათ წახვიდეთ გუდაურში, რომელიც დედაქალაქიდან ორი საათის გზაზეა. გუდაური, ერთ-ერთია ევროპის საოცარ ახალ სამთო-სათხილამურო კურორტებს შორის, მხოლოდ 30 მილის სასრიალო ტრასით, თუმცა ის არა მხოლოდ ამ მანძილზე გადაჭიმული სიზმარში ნანახი საოცრება, არამედ საქართველოს ყველაზე ცნობილი სამთო კურორტია, ყველა კატეგორიის - მათ შორის ექსტრემალური მოთხილამურეებისთვის. და მისი განვითარება ჯერ კიდევ გრძელდება. ამ წელს ხუთი მილის სიგრძის საბაგირო გზა გუდაურს მეზობელ კობთან დააკავშირებს და შექმნის ერთიან სათხილამური ზონას - წერს Bloomberg-ის სტატიის ავტორი.

 

საქართველოსთან ერთად ხუთეულშია თურქეთის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და სლოვენიის ზამთრის რამდენიმე კურორტი.

 

 

1tv.ge

 

 

 

 

 



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები