რადიო „კომერსანტის“ და „ინოვაციების და განვითარების ფონდის“ ერთობლივი პროექტი - „წარმატების ქართული მოდელი“

access_time2018-02-08 11:00:00

12 თებერვლიდან, რადიო „კომერსანტის“ და „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ერთობლივი პროექტი - „წარმატების ქართული მოდელი“ წარმოგიდგენთ გადაცემებს  ყოველ სამუშაო დღეს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროექტი, მოიცავს სხვადასხვა თემატიკის 8 გადაცემას: 

 

 

ყოველ ორშაბათს, 13 საათსა და 10 წუთზე ეთერშია „მწვანე გადაცემა“ თამთა შამათავასთან ერთად. გადაცემაში საუბარი იქნება გარემოსდაცვით სექტორში არსებულ ვითარებაზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

 

 

ყოველ ორშაბათს, 14 საათსა და 10 წუთზე ეთერშია „ორშაბათის თოქ შოუ“ პაატა მანჯგალაძესთან, ედნარ მგელაძესთან და გიორგი მაჭარაშვილთან ერთად, რომელშიც მნიშვნელოვანი ფაქტების და მოვლენების შეფასება მოხდება.

 

 


ყოველ სამშაბათს, 13 საათსა და 10 წუთზე, ეთერშია გადაცემა „სასამართლო სისტემა“ ანა კობახიძესთან ერთად, რომელიც შეეხება სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობას, საჭირო რეფორმებს და გახმაურებულს საქმეებს.

 


 

ყოველ სამშაბათს, 19 საათსა და 10 წუთზე, ეთერშია გადაცემა „წარმატების ფორმულა“ გიორგი ვაშაძესთან ერთად. გადაცემაში საუბარი იქნება იმის შესახებ რა გამოწვევებს გვთავაზობს თანამედროვე სამყარო და როგორ ვპასუხობთ მათ.

 

 


ყოველ ოთხშაბათს, 13 საათსა და 10 წუთზე, ეთერშია გადაცემა „საქართველო ლიდერთა შორის“ მამუკა გამყრელიძესთან და ნიკოლოზ ვაშაკიძესთან ერთად, რომლის თემები იქნება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები და მოვლენები, ანალიტიკა, რეტროსპექტივა, პროგნოზები, საქართველოს ადგილი გლობალურ სამყაროში.

 

 

ყოველ ხუთშაბათს, 13 საათსა და 10 წუთზე, ეთერშია გადაცემა „ცოდნა და წარმატება“  ნანა ტოხვაძესთან ერთად, რომლის თემებია რამდენად პასუხობს ქართული განათლების სისტემა თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქის გამოწვევებს, პრობლემები, ანალიზი და მათი გადაჭრის გზები.

 

 

ყოველ პარასკევს, 13 საათსა და 10 წუთზე, ეთერშია გადაცემა „სოციალური ჭრილი“ თეონა ჭალიძესთან და სერგო ჩიხლაძესთან ერთად, რომლის ძირითადი თემაა სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ხაზგასმა.

 


ყოველ პარასკევს, 19 საათსა და 10 წუთზე, ეთერშია გადაცემა „თბილისი ლიდერთა შორის“  თამარ ჯინჭარაძემთან, გიორგი ხაბურზანიასა და სერგი გიგანთან ერთად. გადაცემის თემები იქნება დედაქალაქში არსებული პრობლემები და გამოწვევები, წარმატებული ქვეყნების მაგალითები, თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტები და განვითარებული ქალაქების მართვის ახალი თაობის მოდელები.

 

 

 

 



გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიტპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.„ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“- აღნიშნა...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...

McDonald's -ი „ჰეფი მილის“ მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს - განახლდება თუ არა საბავშვო მენიუ საქართველოში?

person access_time2018-02-16 19:25:00
McDonald's-ი  საბავშვო მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს. interfax.ru-ს ინფორმაციით, ამერიკულმა McDonald's Corp-მა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო გადაწყვიტა, რომ საბავშვო მენიუ უფრო ჯანმრთელი და დაბალანსებული იყოს.     ცვლილებები  აშშ-ში უკვე 2018 წლიდან  დაიწყება, 2022 წლის ბოლომდე  კი მენიუს გადახალისება  ყველა იმ ქვეყანაში მოხდება, სადაც McDonald's-ის ქსელის...


მსგავსი სიახლეები