5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Paragraph Resort & Spa Shekvetili გაზაფხულზე გაიხსნება (ფოტო)

access_time2018-02-08 12:05:31

შავი ზღვის სანაპიროზე თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებული 5* -იანი მასშტაბური დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსი Paragraph Resort & Spa Shekvetili  ოფიცილურად გაზაფხულზე გაიხსნება. პროექტის  ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმრო ცნობილი ბრენდის Autograph Collection-ის ბრენდის ქვეშ არის გაერთიანებული.


როგორც სასტუმროში „კომერსანტს“ განუცხადეს, Paragraph Resort & Spa Shekvetili არა მარტო რეგიონში, არამედ  საქართველოში პირველი კომპლექსია, რომელიც მაღალი ხარისხით, საერთაშორისო სტანდარტის მომსახურების დონითა  და მრავალფეროვნებით იქნება გამორჩეული.

 

Paragraph Resort & Spa Shekvetil-ი 2017 წლიდან სატესტო რეჟიმში მუშაობს და მასში ფუნქციონირებს 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი ხედით ზღვაზე, 2 საპრეზიდენტო ნომრის ჩათვლით. სასტუმროში 430 მ³ მოცულობის აკვარიუმი და 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზია, რომელიც ყოველდღიურად გაფილტრული ზღვის წყლით მარაგდება.


სასტუმრო მთელი სეზონის განმავლობაში სრულყოფილად იფუნქციონირებს და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს  წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა შეეძლებათ. 



Paragraph Resort & Spa -ში ასევე ფუნქციონირებს 2 740 კვადრატული მეტრი ღია და დახურული საცურაო აუზები წყლის სასრიალო ატრაქციებით. ზამთრის ბაღი, რომლის ინფრასტრქტურა ახალ გამოცდილებას მისცემს სტუმრებს, ასევე აღსანიშნავია სპა და მაგნიტური ქვიშის პროცედურები, რომლებიც ახალ სიცოცხლეს დაუბრუნებს ამ უძველეს, ბუნებრივ, გამაჯანსაღებელ თერაპიას, ამას გარდა იფუნქციონირებს თემატური რესტორნების ფართო არჩევანი, როგორც ეროვნული, ასევე უცხოური სამზარეულო, სადაც დამსვენებლები უცხოელი შეფ მზარეულის ბრწყინვალე კერძებს დააგემოვნებენ.

 

გარდა დასვენებისა, სასტუმრო მომხმარებელს კონფერენციებისა და ფორუმებისთვის სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზებსა და შეხვედრების ოთახებს სთავაზობს.

 

სასტუმროში განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელთათვისაც როგორც სხვადასხვა კატეგორიის ნომრებში, ასევე სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა.

 

პატარა სტუმრებს, ბუნებრივი ტყის, ზღვისა და მაგნიტური ქვიშის პროცედურების გარდა, ელოდებათ თანამედროვე ბავშვთა გასართობი ცენტრი, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი.

 

შეკვეთილის სასტუმრო, უმაღლესი ხარისხის მომსახურებების და სტანდარტების გარდა, სტუმრებსსხვადასხვა საინტერესო გასართობ ღონისძიებებსა და გასვლით ტურებს შესთავაზებს.

 

Marriot International-ის უმაღლესი კლასის ქსელი - Autograph Collection-ი 2010 წლიდან ფუნქციონირებს და ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 100-ზე მეტ სასტუმროს  აერთიანებს, მისი სავაჭრო ნიშანი განსაკუთრებულ დიზაინთან და მაღალი ხარისხის სერვისთან ასოცირდება. შეკვეთილის სასტუმრო სწორედ Autograph Collection-ის ელიტური ქსელის წევრია.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე



გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიტპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.„ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“- აღნიშნა...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...

McDonald's -ი „ჰეფი მილის“ მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს - განახლდება თუ არა საბავშვო მენიუ საქართველოში?

person access_time2018-02-16 19:25:00
McDonald's-ი  საბავშვო მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს. interfax.ru-ს ინფორმაციით, ამერიკულმა McDonald's Corp-მა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო გადაწყვიტა, რომ საბავშვო მენიუ უფრო ჯანმრთელი და დაბალანსებული იყოს.     ცვლილებები  აშშ-ში უკვე 2018 წლიდან  დაიწყება, 2022 წლის ბოლომდე  კი მენიუს გადახალისება  ყველა იმ ქვეყანაში მოხდება, სადაც McDonald's-ის ქსელის...


მსგავსი სიახლეები