„მსოფლიო საფონდო ბაზარზე არსებული კრიზისი საქართველოზე დიდ გავლენას არ მოახდენს“ - ფინანსისტების შეფასებები

access_time2018-02-07 12:28:50

„მართალია ბირჟაზე ვარდნა დაფიქსირდა, მაგრამ კატასტროფული ვითარება მაინც არ არის. რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, ეს უფრო შიდა პრობლემების გავლენაა (მაგალითად, ბიუჯეტის ხარჯვა), ვიდრე გარე ფაქტორების“,- ასე აფასებს საფონდო ბაზარზე არსებულ ვითარებას და ეროვნული ვალუტის მდგომარებას ფინანსისტი დავით წიქარაძე.

 


როგორც დავით წიქარაძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ განაცხადა, მეზობელ ქვეყნებში (რუბლი გაუფასურდა) საფონდო ბირჟებზე არსებული ქაოტური ვითარება პირდაპირ აისახა, თუნცა, მიმდინარე პროცესები ლარის კურსზე დიდი გავლენას არ მოახდენს. მისივე თქმით, ლარის გაუფასურება ნამდვილად მოხდა, მაგრამ ის რამდენიმე კვირა მიმდინარეობდა და არა გრძელვადიანად, ამიტომ მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ამას არ მოჰყოლია.

 


რაც შეეხება ზოგადად, საფონდო ბაზარზე მიდინარე პროცესებს, დავით წიქარაძე განმარტავს, რომ აქციების ვარდნას თავისი მიზეზები აქვს.

 


„აშშ-ში რეფორმები მიმდინარეობს და ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი დოლარის დასუსტებაა . ადგილობრივმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ იაფი დოლარი უფრო სჭირდება ამ ეტაპზე, რასაც მოჰყვა იგივე ნავთობის ფასის გაძვირება-გაუფასურება და ა.შ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი სერიოზულ ძვრებს არ უკავშირდება და სიტუაცია მაინც დასტაბილურდება“,-აცხადებს წიქარაძე.

 


მისივე თქმით, სხვა საკითხია ვირტუალური კრიპტოვალუტები, რომელიც ბოლო პერიოდში კატასტროფულად დაეცა და სავარაუდოდ პროცესები გაგრძელდება.

 


„მაგალითად, ბიტკოინი 20 000 დოლარიდან 6 000 დოლარამდე ჩამოვიდა და სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაეცემა. ფაქტია, სამმა წამყვანმა ამერიკულმა ბანკმა პლასტიკური ბარათებით კრიპტოვალუტების შეძენა აკრძალა. ფეისბუქმა კი ამ მიმართულების რეკლამირება შეწყვიტა. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ კრიპტოვალუტები სარისკო პროდუქციაა და ამ საქმეში ფულის ჩადება არ იქნება სწორი“,- განმარტავს წიქარაძე.

 



საფონდო ბაზარზე არსებულ კრიზისულ ვითარებას გარკვეულ მიზეზებს უკავშირებს „ეფიქს ჯგუფის“ ანალიტიკოსი ნიკოლოზ შენეგელიაც.

 


„მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ პარასკევს საღამოს, სახელმწიფო ობლიგაციებზე აშშ-ში მოხდა შემოსავლიანობის საპროცენტო განაკვეთის ზრდა, რაც ინვესტორებისთვის იყო სიგნალი გამოსულიყვნენ რისკიანი ფასიანი ქაღალდებისგან, რომელიც გახლავთ სწორედ ეს აქციები. შედეგად, მოხდა ცნობილი 500 ინდექსის დაცემა, მას კი მიჰყვა ცნობილი სამრეწველო ინდექსის, დოუჯონსის ინდექსის 4.6%-ით ვარდნაც. ამის შემდეგ, ინვესტორებმა გადაინაცველეს ოქროში და ოქროს ფასიც ავტომატურად გაიზარდა“,-აცხადებს შენგელია.

 


მისივე თქმით, უახლეს მომავალში სავარაუდოდ დოუჯონსის ინდექსი 1500-1600 ნიშნულამდე დაეცემა და ეს იქნება მაქსიმიუმ 50%-იანი კორექცია. ნიკოლოზ შენგელიას მოსაზრებით, საბოლოო ჯამში, საფინანსო ბაზარზე არარეალურად გაზრდილი ინდექსის მაჩვენებლები ნორმირდება.

 


მსოფლიოს საფონდო ბაზარზე არსებული კრიზისის გამო, ნიუ-იორკის შემდეგ აქციების საფონდო ფასი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა. ევროპისა და აზიის ბირჟებზეც დოუჯონსის საფონდო ინდექსმა 2011 წლის შემდეგ პირველად 4,6 %-ით დაიწია, რასაც რეაქცია მოჰყვა უკვე შემდგომ აზიის და ევროპის საფონდო მაჩვენებლებზეც. გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსებული ვითარების გამო მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ზარალი განიცადეს და ეს პროცესი მათ ქონებაზეც აისახა. ჯამში, მილიარდელებმა აქციების ფასის ვარდნის გამო 114 მილიარდი დოლარი იზარალეს.

 


საბირჟო ინდექსების ასეთ ვარდნას ექპსერტები აშშ-ში საგადასახადო რეფორმასთან დაკავშირებულ ოპტიმისტური მოლოდინების შემცირებასა და ინფლაციასთან დაკავშირებულ ნეგატიური მოლოდინების ზრდას უკავშირებენ.

 

 

„კომერსანტი“ 

 

 

 

 

 

 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები