The Guardian - თუშეთი არის ფიჭვით დაფარული მთების სამოთხე, ღრმა ხეობებითა და მისტიური კოშკებით

access_time2018-02-07 19:45:01

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი თუშეთში მოგზაურობის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სათაურით ქართული ბრწყინვალება - ლაშქრობა კავკასიაში.

 


სტატიის ავტორმა ელის ქეარნსმა მაღალმთიანი რეგიონი მეგობრებთან ერთად აგვისტოში მოინახულა და საკუთარი შთაბეჭდილებები ბრიტანელ მკითხველს გააცნო.

 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თუშეთში, საქართველოს ულამაზეს რეგიონში მოგზაურობისას მან სოფლის ცხოვრების წესი და უდიდესი პერსპექტივები ნახა.

 

 

ელის ქეარნსი ყვება, რომ თუშეთამდე მიღწევა რთულია. მგზავრობა კი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო, ხანგრძლივი და სერპანტინებით დატვირთულია. ამასთან, მისასვლელი გზა, იმდენად ციცაბოა, რომ თელავიდან 68 კილომეტრიანი მანძილის მიუხედავად, მგზავრობას ხუთ საათზე მეტი დრო სჭირდება. თუმცა, ელისი აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთსა და დაღესტანთან მოსაზღვრე რეგიონი ამად ღირს.

 

 

ეს არის ფიჭვით დაფარული მთების სამოთხე, ღრმა ხეობებითა და მისტიური კოშკებით. აქ მცირე ხნით ყოფნის პერიოდში, დრო გაჩერდა, - წერს ქეარნსი.

 

სტატიის ავტორი იხსენებს გიდის გაფრთხილებას, რომელმაც ტურისტებს ამცნო, რომ თუშეთის ტერიტორიაზე ფული დანიშნულებას კარგავს. ელისი აღნიშნავს, რომ გიდი არ ტყუოდა, რადგან იქ არ არის მაღაზიები, სასტუმროები, ტაქსები, ბარები, ელექტროობა და მოასფალტებული გზა. მხოლოდ ბილიკით დაკავშირებული რამდენიმე სოფელი და საცხენოსნო გზა.


 

სამდღიანი მოგზაურობისას ბრიტანელმა ტურისტმა და მისმა მეგობრებმა კოლხური ფიჭვების ტყეში საცხენოსნო ტურით, პატარ-პატარა სოფლები მოინახულეს, ციცაბო ფერდობებითა და ფერადი ყვავილების მდელოებით.

 

ელისი ჰყვება, რომ მოგზაურობის პირველ დღეს მათ დიკლო მოინახულეს, სადაც გიდმა ნადირისგან შეშინებული წყვილი შეიფარა. მესაზღვრემ კი მათ წიგნაკში ჩანაწერის გაკეთება სთხოვა. მათგან რამდენიმე მეტრში კი რუსი სამხედროები იდგნენ. თუმცა ელისი აღნიშნავს, რომ თუშეთი მშვიდობიანი ადგილია. სახლში, კი სადაც მათ ღამის გასათევი შესთავაზეს, გამომცხვარი პური, ყველი, ხინკალი, ლუდი და ბალახეულის ჩაი დახვდათ.

 

 

ელისი აღნიშნავს, რომ აგვისტოსთვის ლაშქრობა დამსიცხველი აღმოჩნდა, თუმცა ერთი საათის სავალზე მთის წყარო და მწყემსის ქოხი მოინახულეს. ზემო ომალოდან კი ზღვის დონიდან სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარე, ორეთის ტბაზე, ცხენებით ოთხი საათის განმავლობაში იმოგზაურეს.

 

 

სტატიის ავტორი ყვება, რომ ზამთრის ნაადრევად დადგომის გამო, რომელიც ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება, თუშეთში მისასვლელი ერთადერთი გზა მთელი რვა თვით იკეტება. რის გამოც მთიან რეგიონს მაცხოვრებელთა უმეტესობა ტოვებს.

 

ელისი აღნიშნავს, რომ სიამოვნებით დაბრუნდება იმ სოფლების სანახავად, რომლის მონახულებაც ლაშქრობისას ვერ შეძლო. აქვე მოგზაურობის მსურველებს ავტორი საორიენტაციო ფასებს წარმოუდგენს. ალისის თქმით, სამდღიანი ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 185-270, ექვსდღიანი ტურის ფასი კი 395-535 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

 

1tv.ge

 

 

 

 

 

 



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები