„ციფრები შემაშფოთებელია“ - როგორ აფასებენ ბრიტანული „OXFAM“-ის კვლევის შედეგებს დეპუტატები

access_time2018-02-08 09:50:41

ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“.თუმცა, ამის პარალელურად ქვეყანაში ისევ ბევრი პრობლემაა,მათ შორის სოციალური. ამაზე კი უახლესი მონაცემებიც მეტყველებს. საუბარია,ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „OXFAM“-ის კვლევაზე, რომლის მიხედვით ოჯახების 60 %-ზე მეტის შემოსავალი 100-დან 700 ლარამდე ფარგლებში მერყეობს.


„კომერსანტმა მმართველი გუნდის წარმომადგენელ დეპუტატებს, კითხვით მიმართა - რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმევა საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან იმისთვის, რომ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა მოგვარდეს, გაიზარდოს ქვეყანაში საშუალო ფენა და რამდენად პასუხობს ეს საგანგაშო მაჩვენებელი „ქართული ოცნების მთავარ დაპირებას.


„კვლევის შედეგები ნამდვილად შემაშფოთებელია. ალბათ მთავრობა და პარლამენტი უნდა დაფიქრდეს როგორ გამოასწოროს არსებული მდგომარეობა“,-სწორედ ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „OXFAM“-ის კვლევის შედეგებს. მისივე თქმით, ადგილობრივი ოჯახების 60 %-ზე მეტის საშუალო შემოსავალი რომ 100-დან 700 ლარამდეა და სურათის შესაძენად (სწორედ სურსათზე იხარჯება შემოსავლის უმეტესი ნაწილი) ისინი ფულს სესხულობენ, ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებას ასახავს.


„თუმცა რეგიონში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ყველაზე სტაბილური ვითარებაა, ალბათ ეს არ არის საკმარისი. კარგი იქნება თუ დასავლეთ ევროპას შევედარებით. ზოგადად მიმაჩნია, რომ ოჯახების საშუალო შემოსავალი 700 ლარს უნდა აღემატებოდეს და არა პირიქით. ალბათ კვლევაში ვერ მოხვდნენ ადმიანები, რომელთა შემოსავლები არც კი ირიცხება, თუმცა სიტუაციას ეს მკვეთრად მაინც არ ცვლის“,- აცხადებს ჭიჭინაძე.


რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრ დავით ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ მთავრობამ ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს.


„ეკონომიკური კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია ფინანსები და დღეს ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ფინანსური ხელმისაწვდომობაა. შესაბამისად, რთული ხდება დამოუკიდებელი ბიზნესის წამოყებაც. აქცენტი უფრო მსხვილ ბიზნესზე კეთდება, არადა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საშუალო ფენის განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც საბოლოოდ ეკონომიკურად სტაბილურ ვითარებასთან მიგვიყვანს“,-განმარტავს ჭიჭინაძე.



დავით ჭიჭინაძის შეფასებებს ნაწილობრივ ეთანხმება ასევე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილიც. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, სიღარიბე ობიექტური რეალობაა.


„კვლევის ზუსტი შეფასების გაკეთება მიჭირს, რადგან არ ვიცი მეთოდოლოგია და არეალი, თუმცა თუ ჩვენი მოსახლეობის 60 %-ზე მეტის შემოსავლი 700 ლარამდეა, ეს ცუდი არ არის. გაჭირვებით მაგრამ მაინც, აღნიშნული თანხა საკმარისია სურსათის შესაძენად და კომუნალურების გადასახდელად. აქვე აღვნიშნავ, რომ მშპ-ს (მთლინი შიდა პროდუქტი) ერთ სულზე გადაანგარიშებით ჯერჯერობით ისევ ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს, რაც არასასურველი გარემოა. ამიტომ შეუძლებელია ჯამში ვითარება დადებითად შევაფასო. დღეის მდგომაორებით სიღარიბე ობიექტური რეალობაა“,-აცხადებს ქუცნაშვილი.


მისივე თქმით, მთავრობა ეკონომიკურ ზრდაზე აქტიურად მუშაობს. ამის ერთ-ერთი მაგალითი კი სამომხმარებლო ბაზარია. ქუცნაშვილი აღნიშნავს, რომ ადრე ყველა პროდუქტი საი,პორტო იყო, ახლა ასე აღარ არის. ამის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარების მხარდაჭერაა.


ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „OXFAM“-ის კვლევის მიხედვით ოჯახების 60 %-ზე მეტის შემოსავალი 100-დან 700 ლარამდე ფარგლებში მერყეობს. ამ მაჩვენებლში დაბალშემოსავლიანი ჯგუფი იგულისხმება. ოჯახების მხოლოდ 18 %-ს აქვს 700-დან 1200 ლარამდე შემოსავალი, რომელიც საშუალო ფენად მიიჩნევა. შეძლებულ ჯგუფს კი ოჯახების 4 % განეკუთვნება და მათი საშუალო შემოსავალი 1200 ლარს აღემატება.კვლევაში აღნიშნულია, რომ დაბალშემოსავლიანი ჯგუფის უმეტესობა სურსათის შესაძელნად ფულს სესხულობს და მათი შემოსავლების უმეტესი ნაწილი სწორედ პროდუქტების შეძენაზე იხარჯება.


ავტორი: სალომე ლემონჯავა 




„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები