ბარიერები საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე

access_time2018-02-05 15:07:19

არის თუ არა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფაქტორი მთავარი ბარიერი საქართველოსთვის NATO-ში გაწევრიანების გზაზე? შესაძლებელია თუ არა ალიანსის წევრობა ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნისთვის? არსებობს თუ არა მსგავსი პრეცენდენტები და ბოლოს: რა არის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის?


სადაცაა 10 წელი გავა NATO-ს იმ ისტორიული სამიტიდან, რომელიც ბუქარესტში გაიმართა და როცა ითქვა, რომ საქართველო NATO-ს წევრი აუცილებლად გახდება. საქართველოს მოსახლეობისთვის NATO-ს წევრობა დაცულობას ნიშნავს, პირველ რიგში.

 

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის პირობას ითვალისწინებს, რაც იმას გულისხმობს, რომ თავდასხმა NATO-ს წევრ ერთ რომელიმე სახელმწიფოზე ის სიგნალია, რასაც ყველა წევრი ქვეყანა ეხმაურება და რაზეც საპასუხო ქმედებით რეაგირებს. ამასთან NATO-ში გაწევრიანების წინაპირობაა ქვეყნის საზღვრების საკითხი, რაზეც კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს. საქართველოს ამ თვალსაზრისით პრობლემური მდგომარეობა აქვს. ამიტომ, ანტიდასავლური რიტორიკაში ერთ-ერთი „კოზირი" ყოველთვის ასე ფორმულირდება: „მათ ანუ ადამიანებს, ვინც საქართველოს მომავალს NATO-სთან ერთად ხედავს, სურთ ქვეყანა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე.

 

ავტომატურად ნიშნავს თუ არა ტერიტორიების დაკარგვას საქართველოსთვის NATO-ს წევრობა? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი უარყოფითია. ცოტა ხნის წინ "ჰერიტიჯის ფონდის" კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა ლუკ კოფის ნაშრომი, სადაც ავტორისეული წინადადება გულისხმობს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე, მხოლოდ ისე, რომ ეს იყოს დროებითი ზომა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგენამდე, რა თქმა უნდა, ცალსახად მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით. უნდა აღინიშნოს, რომ ლუკ კოფის წინადადება ახალი არაა, მან ანალოგიური ინიციატივა 2011 წელსაც გააჟღერა, უფრო ადრე კი მსგავსი მოსაზრება გერმანელმა მკვლევარებმა გამოთქვეს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტერიტორიული პრობლემებით ქვეყნის გაწევრიანების პრეცედენტები NATO-ს აქვს, მათ შორის ყველაზე უფრო გახმაურებულია გერმანიის საქმე, რომელიც ისე გაწევრიანდა NATO-ში, ტერიტორიის ნახევარი დაკარგული ჰქონდა.

 

NATO-ში გაწევრიანებისთვის ყველაზე მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ტერიტორიული პრობლემა სულაც არაა. ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობს: „გერმანიაც ვერ აკონტროლებდა თავისი ტერიტორიის ნაწილს, მაგრამ NATO-ში გაწევრიანდა 1955 წელს. მთავარი დამაბრკოლებელი ისაა, რომ NATOში გაწევრიანება საქართველოსთვის დაკავშირებულია რუსეთისგან მომდინარე საფრთხესთან და მყისიერ რისკებთან. როგორც კი წინ დაიძვრება გაწევრიანების პროცესი, რუსეთი შეეცდება ომის ან რაიმე კონფლიქტის პროვოცირებას საქართველოსთან, რაშიც, შეიძლება, ჩაითრიოს NATO-ს ქვეყნები პირდაპირ ან ირიბად.


 

NATO-ს ქვეყნებს, რა თქმა უნდა, არ უნდათ რუსეთის პროვოცირება ამ მიმართულებით, რადგან იციან, რომ რუსეთი არის არაპროგნოზირებადი. ამ ვითარებაში დიდი რისკია რუსეთის სასტიკი წინააღმდეგობა საქართველოს NATO-ში მიღებასთან დაკავშირებით. საქართველოს შესვლა NATO-ში, მეხუთე მუხლის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ამოქმედების გარეშე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იდეაა. მაგრამ რუსეთი ამასაც ეწინააღმდეგება. მთავარი წინაღობა ალიანსში გაწევრიანებაზე საქართველოსთვის არის რუსეთის პრაქტიკული მუქარა და არა ტერიტორიების საკითხი“.

 

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს: „ალიანსს არ უნდა რუსეთთან კონფლიქტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის გამო, ვინმეს NATO-ში მიიღებენ ან არ მიიღებენ. ეს არასწორი ხედვაა. ამ ეტაპზე ალიანსში თვლიან, რომ საქართველოს მიღება არ აწყობთ. არა იმიტომ, რომ რუსეთის ფაქტორი არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ფაქტორია ოკუპირებული ტერიტორიები და კონფლიქტები, რაც NATO-სთვის არაა სასურველი, მაგრამ ეს, ამავდროულად, არ არის გადამწყვეტი ფაქტორი არანაირად. ძირითადი მიზეზი საქართველოს ალიანში წევრობის შეფერხებისთვის არის ის, რომ დღეს არ არის NATO მზად ამ რეგიონზე გაფართოვდეს".

 

ის, თუ რატომ არ საუბრობს საქართველოს ხელისუფლება NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე, მეხუთე მუხლის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დროებით ამოქმედების გარეშე, ორი მიზეზით შეიძლება აიხსნას: ერთია ის, რომ ქვეყნის შიგნით მსგავსი განცხადებები არაპოპულარობით სარგებლობს და ის გამოყენებული იქნება არაპატრიოტიზმში დადანაშაულებისთვის და მეორე ის, რომ ამ წინადადების გაჟღერება აზრს კარგავს, რადგან NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი ძირითადი მიზეზი - რუსეთი, საქართველოს წევრობას ალიანსში ისედაც ეწინააღმდეგება, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშეც.

 

რუსული ოფიციოზი ბევრს საუბრობს საქართველო-NATO-ს ურთიერთობაზე და ამ რიტორიკას მუქარის ტონი ნამდვილად არ აკლია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, რომელიც საქართველოსთან მოლაპარაკებების ორივე ფორმატში მონაწილეობს (საერთშორისო მოლაპარაკებებში ჟენევაში და პრემიერის წარმომადგენელთან პრაღაში), ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გულუბრყვილობაა, საქართველომ იფიქროს, რომ რაიმე ტიპის გარიგების პირობებში, შესაძლებელი იქნება რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებების უკან წაღება. მისი ამ განცხადებით, ანტიდასავლელებს საქართველოში ის არგუმენტიც გამოეცალათ ხელიდან, რომელსაც ისინი სენტიმენტებზე ზემოქმედების მიზნით იყენებდნენ ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

 

„ამერიკის ხმა“

 

 



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები