რა ეღირება 2018 წელს რიგითი მოქალაქისთვის სახელმწიფოს შენახვა?

access_time2018-02-05 09:00:48

რამდენმა თქვენგანმა წაიკითხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და გამოთვალა თუ სად მიდის მისი გადასახადები? ცხადია, მსგავსი არითმეტიკის მოყვარული მოქალაქეები უმცირესობაში არიან. საინტერესოა, ვის რამდენს ვუხდით საკუთარი კუთვნილი ხელფასიდან ? გთავაზობთ, მიმოხილვას,  სახელმწიფო სერვისების შესანახად,ჩვენი შემოსავლიდან  რა წილი სად მიდის.


 სახელმწიფომ 2017 წელს სუბსიდიებზე 419,969,000 ლარი დახარჯა. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, სუბსიდიებზე 437,897,000 ლარია გამოყოფილი.


2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით,გადასახადებიდან შემოსული თანხა უნდა იყოს 9,470,000,000 ლარი, ხოლო ფიზიკური პირებიდან საშემოსავლო გადასახადით
სახელმწიფო ბიუჯეტი 2,780,000,000 ლარს მიიღებს.


საქართველოში 2017 წლის მონაცემების მიხედვით, დასაქმებულია დაახლოებით 1,800,000 ადამიანი. მათი საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 960 ლარია, გადასახადების შემდეგ კი 768 ლარი. ანუ, რიგითი დასაქმებული ქართველი 2018 წელს სახელმწიფოს საშუალოდ 2304 ლარს გადაუხდის.


საქართველოს სახელმწიფოს 2018 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 10,120,000,000 ლარს შეადგენს.



ყველაზე მეტს 2018 წელს სახელმწიფო სოციალურ დაცვაზე დახარჯავს. სახელმწიფო აპირებს დახარჯოს ბიუჯეტის 25.7% (2,601,311,000 ლარი)., აქედან. ხანდაზმულთა სოციალურ დაცვას 1,730,261,000 ლარი მოხმარდება. რაც შეეხება ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვას , ეს ციფრი 694,060,000 ლარი იქნება. საშუალოდ თითოეული დასაქმებული მოქალაქე 2018 წელს სოციალური დაცვისთვის 592 ლარს გადაიხდის.


სამართალდამცავი ორგანოების, სახელმწიფო დაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოებისთვის 2018 წელს გამოყოფილია 1,118,402,000 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის 11%.-ს შეადგენს. ანუ საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს 2018 წელს პოლიცის სამსახური და სახელმწიფო წესრიგი 253 ლარი დაუჯდება.


თავდაცვისთვის სახელმწიფომ 2018 წელს 631,362,000 ლარი გამოყო , რისთვისაც საშუალო დასაქმებული მოქალაქე 142 ლარს გადაიხდის.


განათლებისთვის საბიუჯეტო სახსრებიდან გამოყოფილია 1,135,539,000 ლარი,რაც სახელმწიფო ბიუჯეტის 11.2%-ს შეადგენს. ეს კი რიგით დასაქმებულს 258 ლარი დაუჯდება.


სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს საპარტრიარქოსთვის 2018 წელს გამოყოფილია 25,000,000 ლარი, რაც მოქალაქისთვის 5.5 ლარი ეღირება.


2018 წლის ბიუჯეტიდან „საზოგადოებივ მაუწყებელს“ სახელმწიფომ გამოუყო 7,618,000 ლარი. დასაქმებული ფიზიკური პირი სახელფასო გადასახადიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს 11.5 ლარს გადაუხდის.


სახელმწიფო სესხების პროცენტის ხარჯი წლევანდელი ბიუჯეტის მიხედვით არის 550,038,000 ლარი. საშუალოდ საქართველოს მოქალაქე სახელფასო გადასახადიდან 125 ლარს სახელმწიფოს ვალის პროცენტის ვალდებულების შესასრულებლად გადაიხდის.


ავტორი: გიორგი ჭკადუა 



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები