ავტომობილები, რომლებიც პირვანდელ ფასს წლების განმავლობაში ინარჩუნებენ

access_time2018-02-04 20:00:00

ზოგიერთი ავტომობილი ექსპლუატაციიდან 3 წლის შემდეგაც ინარჩუნებს პირვანდელ ფასს.

 

Forbes-მა იმ ავტომობილების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ყველაზე ნაკლებად გაიაფდა 2014-დან 2017 წლამდე. ამ ჩამონათვალში ყველა მანქანა იაპონური ან კორეულია.

 

Hyundai ix35


ამ ქალაქური კროსოვერის მაჩვენებელი გამოიყურება დაუჯერებლად - 3 წლის მანძილზე მან შეინარჩუნა საწყისი ფასის  95,5%, ანუ  3 წელიწადში მანქანა მხოლოდ 0,5%-ით გაიაფდა.

თუმცა გასათვალისწინებელია ბოლო პერიოდში ავტომობილებზე ფასების ზრდა გლობალურ ბაზარზე და ისიც რომ ამ მიდელზე საგარანტიო ვადა შეადგენს 5 წელს - რაც ასევე ხელს უწყობს ფასის შენარჩუნებას.

 

Nissan Qashqai


იაპონური კროსოვერი ინარჩუნებს საწყისი ფასის 93%-ს. ეს არის კომპანიის პირველი ავტომობილი, რომელიც მთლიანად  ევროპაში შეიქმნა - როგორც ცნობილია, ამჟამად იაპონური მწარმოებელი შედის კონსორციუმ  Renault-Nissan-ის შემადგენლობაში.

შეიძლება ითქვას, რომ Qashqai ქალაქური კომპაქტური კროსოვერების ფუძემდებელი გახდა.

 

Kia Spotage


ამ კორეული მანქნის მაჩვენებელია - 92,9%. Kia Spotage არის  ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ქალაქური კროსოვერი ევროპაში.

ამჟამად  Spotage-ის მე-4 თაობა გამოდის.


 

Kia Soul


მაღალი გამავლობის უნივერსალი, ანუ, ქალაქური მინი-კროსოვერი გამომწვევი, ახალგაზრდული დიზაინით, რომელიც კარგად იყიდება მეორად ბაზარზე - მანქანა 3-წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ ინარჩუმებს პირვანდელი ფასის 90.7%-ს.

ეს არის ერთ-ერთი იშვიათი შედარებით იაფასიანი ავტომობილი, რომელსაც გააჩნია მძლავრი, 204 ცხენის ძალიანი, 1,6-ლიტრიანი ძრავი.

 

Hyundai Solaris


შესწავლილი და სანდო კონსტრუქცია, იაფი სერვისი, და ხელმისაწვდომი სათადარიგო ნაწილები - აი ამ მოდელის პოპულარობის საიდუმლო და  იმის მიზეზი, რომ 3-წლის შედმეგ მისი ფასი შეადგენს საწყისი ღირებულების 90,4%-ს.

 

Kia Cerato


ამ საშუალო კლასის სედანის ფასის შენარჩუნების მაჩვენებელია 90%.  ამ მოდელის გამოშვება 2003 წელს დაიწყო და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მსოფლიოში. სხვადასხვა ქვეყნაში ის განსხვავებული სახელით არის ცნობილი -  Forte, K3, და  Spetra.

 

Toyota Corolla


აღიარებულია როგორც ყველაზე პოპულარული ავტომობილი მსოფლიოში,  ფიგურირებს ყველა რეიტინგში. მისი ფასი 3 წლის შედეგ შეადგენს პირვანდელი ღირებულების 89,9%-ს.

ამჟამად Corolla-ს  მე-11 თაობა გამოდის, პირველი მოდელი კი ბაზარზე 1966 წელს გაჩნდა.

 

Hyundai SantaFe


ამ კროსოვერის მაჩვენებლია 89,7%-ია.

მოდელის გამოშვება 2011 წელს დაიწყო და გახდა  Hyundai-ს პირველი ქალაქური კროსოვერი. ის თავიდანვე აითვალწუნეს ჟურნალისტებმა, თუმცა ძალიან შეიყვარეს მომხმარებლებდა, თანაც ისე, რომ კომპანია ვერ ახერხება მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ავტომობილი გამოდის ბენზინის და დიზელის ძრავებით.

 

Toyota Hilux


ერთადერთი პიკაპი რეიტინგში, ის ინარჩუნებს პირვანდელი ღირებულების 88,7%-ს. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც ბევრ ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგში მოდელი იმსახურებს საუკეთესო მცირე სატვირთო ავტომობილის წოდებას.

მოდელის წარმატება განპირობებულია მარტივი კონსტრუქციით ავტომრეწველობის ძველი სკოლის სტილში და ჩარჩოს არსებობით.




„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები