ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

access_time2018-02-02 15:47:32

საქართველოს რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ინტერნეტის ნეიტრალური ურთიერთგაცვლის ცენტრის ფორმირების (IXP) საკითხები განიხილესტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა. როგორც "კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო კომპანიების, ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ინტერნეტსაზოგადოების (ISOC), „ოუფენნეტის,"ფეისბუქის (Facebook), ევროპის IP ქსელების საკოორდინაციო ცენტრის (RIPE NCC) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 


როგორც გიორგი ჩერქეზიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების და ხედვების გაზიარება საქართველოში ჯერ კიდევ არსებული ციფრული უთანასწორობის დაძლევის და სატელეკომუნიკაციო სფეროს შემდგომი განვითარებისთვის. „დღევანდელი ღონისძიება ეხება საქართველოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პროგრამის განვითარებას და ასევე ინტერნეტის ნეიტრალური ურთიერთჩათვლის მექანიზმების ფორმულირების საკითხებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, თუ რა თანამედროვე მიღწევები არსებობს აღნიშნულ სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთდიალოგისასეთი მექანიზმი, რათა მოხდეს ინფორმაციის განახლება, თუ რა ეტაპზეა ესა თუ ის მიმდინარე პროგრამა" - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

 


მინისტრის მოადგილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტები, მათ შორის აღსანიშნავიაევროკავშირის პროექტი „ციფრული ბაზრების ჰარმონიზება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (HDM). ამ პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტელეკომუნიკაციის სფეროში რეგულაციებისა და ციფრული ბაზრების მაქსიმალური დაახლოება ევროპის შესაბამის ბაზრებთან. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ევროკომისია მსოფლიო ბანკის საშუალებით დაეხმარება საქართველოს „ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის" შემუშავებაში, რომელიც საქართველოში ციფრული უთანასწორობის დაძლევის მიზნით ორიენტირებული იქნება ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისი პოლიტიკის და რეგულირების გატარების საკითხებზე.


 


ტექნოპარკში გამართული სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპული ბიუროს, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) და ევროპის IP ქსელების საკოორდინაციო ცენტრის (RIPE NCC) ორგანიზებით ჩატარდა.

 

 



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები