#იცოდი? Galaxy A8|A8+ უკვე გაყიდვაშია

access_time2018-02-02 13:37:48

2018 წელს სამსუნგმა გადაწყვიტა ყველასთვის კარგად ნაცნობი A სერიების სარტფონებისათვის მნიშვნელოვანი ცვლილებები გაეკეთებინა და ისინი ბაზარზე ახალი სახელწოდებით - Galaxy A8 და A8+ სახელით გამოჩნდა.  სახელწოდების, მახასიათებლების, დიზაინისა და ფუნქციების  მიხედვით  საშუალო სეგმენტის სმარტფონები ნამდვილად მიუახლოვდა სამსუნგის ფლაგმანებს და საკმაოდ საინტერესო და პოზიტიური სიახლეები შესთავაზა მომხმარებლებს. 

 

#იცოდი? Galaxy A8|A8+ აქვს ორმაგი სელფის კამერა, LIVE FOCUS ფუნქციით

 

დღითიდღე უფრო პოპულალური ხდება სმარტფონების ფრონტალური კამერა. რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ და ჩვენს ყოველდღიურობას გადავხედოთ დავინახავთ, რომ ფრონტალური კამერა უფრო დიდ როლს თამაშობს მოგონებების დასამახსოვრებლად, ვიდრე ძირითადი კამერა. ჩვენთვის ხომ ის მოგონებაა ყვეალზე სახალისო და ძვირფასი, სადაც თავადვე ვჩანვართ და ვმონაწილეობთ. Galaxy A8|A8+ არის პირველი Samsung-ის სმარტფონი, რომელსაც აქვს ორმაგი ფრონტალური კამერა - ერთი 16 MP, ხოლო მეორე 8 MP-იანი, და დიახ თქვენ სწორად მიხვდით, Galaxy A8|A8+ს შეუძლია გადაიღოს სურათი ცოცხალი ფოკუსის (LIVE FOCUS) რეჟიმში ფრონტალური კამერით. სელფები გამოდის უბრალოდ იდეალური. შესაძლებელია ფონის ბუნდოვნების დონის (blur effect) კონტროლი როგორც გადაღებისას, ასევე გადაღების შემდეგ. ცოცხალი ფოკუსის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ნებისმერ ადგილას იდეალური სელფი, სადაც სწორედ თქვენ იქნებით მოვლენათა ეპიცენტრში.

 



#იცოდი? Galaxy A8|A8+ არის წყალ და მტვერგაუმტარი (IP68)

 


რაღათქმაუნდა თანამედროვე სმარტფონი, რომესაც აქვს პრეტენზია გახდეს თქვენი მუდმივი თანამგზავრი წარმოუდგენელია IP სტანდარტის გარეშე. Galaxy A8|A8+ დაცულია სერიული წარმოების ტექნიკისთვის დღესდღეისობით ყველაზე მაღალი IP68 სტანდარტით, შესაბამისად, შეგიძლიათ წაიღოთ თქვენი სმარტფონი პლიაჯზე, აუზზე, უდაბნოში, ისაუბროთ შემოდგომის წვიმიან ამინდში, შეიტანოთ აბაზანაში და მოაწყოთ პატარა კარაოკე. ის წყალ და მტვერგაუმტარია.

 

#იცოდი? Galaxy A8|A8+ ეკრანი უკვე უსაზღვროა

 

Galaxy A8 |  A8+ აქვს უსაზღვრო ეკრანი. მისი წინა პანელის 75.6% უკავია ეკრანს, რაც იმას ნიშნავს რომ მიუხედავად საკმაოდ დიდი ეკრანისა, სმარტფონის ცალი ხელით მოხმარებაც კი ძალიან მარტივია. სამსუნგი აგრძელებს უსაზღვრო ეკრანის კონცეფციას და ცდილობს ყველას ანახოს, რომ უაზროდ განიერი და დიდი ჩარჩოები ეკრანის ირგვლივ აბსოლიტურად ზედმეტია. უსაზღვრო ეკრანი კიდევ უფრო ამარტივებს ნებისმირი ტიპის ამოცანის შესრულებას თქვენ სმარტფონში. ფილმების/ვიდეოების ან სხვა ტიპის კონტენტის ყურება კი კიდევ უფრო სასიამოვნო და დაუვიწყარი ხდება.  

 

#იცოდი? Galaxy A8|A8 აქვს კამერა დაბალი განათებისათვის

 

Galaxy A8|A8+ აქვს 16 MP-იანი ძირითადი კამერა, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა კარგი ფოტოებით, როდესაც გადაღება ხდება არასაკმარის განათებაში. რეალურად სურათების უმრავლესობას ადამიანები იღებენ დღის მეორე ნახევარში, საღამოს მეგობრების შეკრების დროს, ან სხვადასხვა გასართობ დაწესებულებაში ხელოვნური და დაბალი განათების პირობებში.  ასეთ დროს სმარტფონების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები ექმნებათ, ისინი ვერ ახერხებენ განათების მიღებას, შესაბამისად კადრი გამოდის ძალიან ბნელი, ამავე მიზეზით ისინი ვერ ახერხებენ სწრაფად ფოკუსირებას, შესაბამისად უმცირესი მოძრაობის დროსაც კი კადრი იდღაბნება. სწორედ ამ კუთხით ანვითარებს Samsung თავისი სმარტფონების კამერებს, რომლებიც სხვა ბაზარზე არსებულ სმარტფონებთან შედარებით ბევრად მეტად არიან ადაპტირებულნი დაბალი განათების პირებებს. რაღათქმაუნდა ასეთი მაჩვენებელი წარმოუდგენელი იქნებოდა მაღალი შუქგამტარიანობის დიაფრაგმის გარეშე. Galaxy A8|A8+ში ეს მაჩვენებელი f/1.7-ია, რაც მგრძნობიარე მატრიცასთან და დახვეწილ პროგრამულ დამუშავებასთან ერთად იძლევა იდეალურ შედეგს.

 

#იცოდი? ეს ნადვილად არ არის ყველაფრი ის, რითიც ახალი Galaxy A8|A8+ გაგაკვირვებთ

 

შეგიძლიათ ეწვიოთ სამსუნგის ბრენდ მაღაზიას ჭავჭავაძის 48-ში, სამსუნგის პოპ აპს თბილისი მოლის ცენტრალურ დარბაზში ან ჩვენი ოფიციალური პარნიორების მაღაზიათა ქსელებს; თავად გამოსცადეთ და შეიძინეთ 2018 წლის გამორჩეული სმარტფონი, რომელიც თქვენი მუდმივი თანამგზავრი გახდება.

 

 




„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები