აფხაზეთში ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება და ბიტკოინი

access_time2018-02-02 09:00:36

„აფხაზეთის მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება და ამის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი კრიპტოვალუტის (ბიტკოინის) მაინინგის ფერმებია“,- აცხადებს ენერგეტიკოსი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა.


როგორც დავით მირცხულავამ „კომერსანტთან“
საუბრისას განმარტა, ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით, ბოლო პერიოდში, აფხაზეთში ნიშული მკვეთრად გაზრდილია. მისი თქმით, ამის გამომწვევი მიზეზი, ერთი მხრივ, არის დაბალი ტარიფები, რომელიც დაახლოებით 15-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. ასევე პრობლემაა ენერგიის უყაირათოდ მოხმარება და საფასურის არგადახდა. მეორე მხრივ კი, მირცხულავა აღნიშნავს, რომ დაბალტარიფიანი ელექტროენერგია მაინინგისთვის ძალიან მომგებიანია. ენერგეტიკოსი „კომერსანტთან“ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დღეს აფხაზეთი კრიპტოვალუტების გასავითარებლად მიზიდველი ტერიტორიაა.


„ელექტროენერგიის მოხმარება აფხაზეთის მხრიდან, მხოლოდ შარშან, 50 %-მდე იყო, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. მართალია, რომ  ოკუპირებული რეგიონის  დასავლეთ ნაწილში, კერძოდ კი გაგრასა და ლესელიძეში, ელექტროენერგიის ხარისხი შედარებით დაბალია, თუმცა, ეს იმდენად იაფი ჯდება, რომ აფხაზეთში ბიტკოინის მაინინგის ფერმების რაოდენობა მზარდი გახდა“,-აცხადებს მირცხულავა.


ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის მოსაზრებას ეთანხმება ბიზნესსამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილიც, რომლის თქმით, უამრავი კომპანია თუ კერძო პირი არამხოლოდ ადგილობრივი მოქალაქე, არამედ სხვა ქვეყნებიდან (დიდი ნაწილი რუსეთიდან) აფხაზეთში ჩადის და კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმების მუშაობითაა დაკავებული. ამას კი დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭრდება.


„დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ასეთი მკვეთრი ზრდა აფხაზეთში სწორედ კრიპტოვალუტის შემოსვლამ გამოიწვია. ეს ფაქტი კი ქართული მხარისთვის, რეალურად, არის უკონტროლო, რადგან წერილობითი შეთანხმება ან რაიმე ხელშეკრულება ამ საკითხზე აფხაზურ მხარესთან არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების ის სქემა, რომელიც თავის დროზე, 1996-1997 წლებში იქნა შეთანხმებული, დიდი ალბათობით ირღვევა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ბალანსიდან ამოღებულ იქნას ზუსტი ციფრები და ნებისმიერ ფორმატში მხარეებმა ამაზე მოლაპარაკება დავიწყოთ. სახელმწიფოს მხრიდან ამ კუთხით არანაირი ყურადღება არ არის, არადა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია“, - აცხადებს ჩარგეიშვილი.


აკაკი ჩარგეიშვილი იზიარებს ენერგეტიკოს დავით მირცხულავას მოსაზრებას იმასთან დაკავშირებითაც, რომ ზოგადად, ოკუპირებული  აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით უკონტროლო ვითარებაა.



„არ ხდება ელექტროენერგიის აღრიცხვა. ამასთან, აფხაზური მოსახლეობა მთლიანად ელექტროენერგიის მოხმარებაზეა გადასული, ამიტომ საერთოდ არ იყენებს ბუნებრივ ან თხევად გაზს, ზამთრის პერიოდში კი ასეთი ვითარება, სიტუაციას ამძიმებს“, - განმარტავს ჩარგეიშვილი.



აფხაზეთის ელექტრომომარაგების ერთადერთი წყარო „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესია“. ზამთრის სეზონზე ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50 %-ზე მეტი აფხაზეთს მიაქვს, ზაფხულში ეს მაჩვენებელი შედარებით მცირდება. ცნობილია, რომ „ენეგურჰესის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენეგიას აფხაზები მთლიანად უფასოდ იღებენ. მაგალითისთვის, 2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54.4 % აფხაზებმა წაიღეს.


1997 წელს მხარეებს შორის დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ (გალის ტერიროტრიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40 % აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60 % - კი საქართველოს დანარჩენ რეგიონს. კვოტების განაწილებასთან დაკავშრებით ოფიციაულური დოკუმენტი მხარეებს შორის არ არსებობს, თუმცა როგორც სპეცილისტები ამტკიცებენ აფხაზებს 40-50%-ზე მეტი დენი სრულიად უფასოდ მიაქვთ.


ავტორი: სალომე ლემონჯავა



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები