შეცვლის თუ არა „ლიბერთი ბანკის“ და „ქართუ ბანკის“ გაერთიანება ორპოლუსიან საბანკო სისტემას

access_time2018-02-01 09:00:48

„ლიბერთი ბანკი“  „ქართუ ბანკს“  ყიდულობს.  შეცვლის თუ არა ეს გარიგება საბანკო სექტორში არსებულ ორ პოლუსიან სისტემას? „ქართუ ბანკს“   გააჩნია მაღალი ლიკვიდურობა. მისი მთლიანი აქტივები შეადგენს 1,234,853,809  ლარს, მთლიანი საპროცენტო შემოსავლები 2017 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით არის 60,201,280 ლარი ხოლო წმინდა მოგება 11,766,017 ლარი.


„ლიბერთი ბანკი“  არსებული კაპიტალით  საქართველოს საბანკო სექტორში მესამე ადგილს იკავებს „საქართველოს ბანკის“  და „თიბისი ბანკის“  შემდგომ. „ლიბერთი ბანკის“  მთლიანი აქტივები შეადგენს 1,720,975,289 ლარს. საპროცენტო შემოსავლები 2017 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით არის 191,583,536  ლარი ხოლო წმინდა მოგება 34,537,504 ლარი.


„თიბისი ბანკი“  ორპოლუსიანი სისტემის ნაწილია და არსებული კაპიტალით მეორე ადგილს იკავებს, საინტერესოა მისი შედარება „ლიბერთი“  და „ქართუ ბანკებთან“.  „თიბისი ბანკის“ გასული წლის წმინდა მოგება 4,6 ჯერ აღემატება „ქართუ ბანკის“  და  „ლიბერთი ბანკის“  2017 წლის წმინდა მოგების ჯამს. „თიბისი ბანკის“  მთლიანი აქტივები შეადგენს 11,809,595,031 ლარს.



„თიბისი ბანკის“  კაპიტალი 3 ჯერ აღემატება „ლიბერთი ბანკის“  და „ქართუ ბანკის“  კაპიტალს ერთად.


ასევე აღსანიშნავია, რომ „ქართუ ბანკის“  და „ლიბერთი ბანკის“ ერთობლივი მიმდინარე დეპოზიტები  2.8 ჯერ ნაკლებია „თიბისი ბანკის“  მიმდინარე დეპოზიტებზე. „ლიბერთი ბანკის“  გარიგების მიუხდავად, არსებული მონაცემების მიხედვით  ორპოლუსიანი საბანკო სისტემა არ შეიცვლება.


ავტორი: გიორგი ჭკადუა 




„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები