„რუსული ხიზილალა მომხმარებელში ნდობას იწვევს, რასაც ქართულ პროდუქციაზე ვერ ვიტყოდი“

access_time2018-02-01 13:50:16

ბაზარზე ქართული ხიზილალა „უმალი“ გამოვიდა და მისი რეალიზაცია სხვადასხვა მსხვილ სავაჭრო ობიექტში 20 დეკემბრიდან ხდება.

 

 

როგორც „კომერსანტთან“  თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს „ახალი თევზის დირექტორი მიხეილ მჭედლიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე სარეალიზაციო ქსელში კალმახის (წითელი) ხიზილალა ჩაეშვა, ხოლო შემოდგომაზე ზუთხის (შავი) ხიზილალის წარმოებაა დაგეგმილი.

 

 

რაც შეეხება პროდუქციის საფასო პოლიტიკას, 100 გრამიანი ხიზილალა 23 ლარი ღირს, ხოლო 200 გრამიანი 47 ლარი.

 

 

კონკურენციაზე საუბრისას მჭედლიშვილი აცხადებს, რომ ქართველი მომხმარებელი კვლავ რუსეთიდან იმპორტირებულ ხიზილალას ანიჭებს უპირატესობას და ბაზარზე ამ თვალსაზრისით თავის დამკვიდრება რთულია. მისივე თქმით, მომხმარებელმა ბაზარზე არსებული უნდობლობის გამო პროდუქცია სათანადო დონეზე ვერ მიიღო.


 

 

„რუსული ხიზილალა მომხმარებელში ნდობას იწვევს, რასაც ქართულზე ვერ ვიტყოდი. ქართველები წლების განმავლობაში სწორედ რუსეთიდან იმპორტირებულ ხიზილალას ყიდულობენ და მას ენდობიან.თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ქართული ხიზილალის მიმართ ნდობა გავზარდოთ და საზოგადოებას პროდუქცია სწორად მივაწოდოთ. მომხმარებელმა ბაზარზე არსებული უნდობლობის გამო ჩვენი პროდუქცია სათანადო დონეზე ვერ მიიღო.მეორე საკითხია ბაზარზე კუსტარულად დამზადებული იაფფასიანი ხიზილალა, რომელსაც საზოგადოება დაბალი ფასის გამო ყიდულობს. ჩვენი პროდუქცია კი ამ ორ პროდუქტს შორის აღმოჩნდა. კომპანიის წარმოება იმ შემთხვევაში გაიზრდება თუ მომხმარებლის რაოდენობა მოიმატებს“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.

 

 

„კომერსანტის“ კითხვაზე რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბაზარზე ქართული ხიზილალის მიმართ ნდობამ მოიმატოს?

 

„უმალის“ დამფუძნებელი გვპასუხობს, რომ „ამისათვის გარკვეული დროა საჭირო და ამ დროს ჩვენ უნდა გავუძლოთ. ქართული ხიზილალა მომხმარებელმა დააგემოვნოს. ამ ეტაპზე ბიზნესის ამ მიმართულებით განვითარება გვიჭირს“, - განმარტა მიხეილ მჭედლიშვილმა.

 

 

როგორც ცნობილია, თევზის გადამამუშავებელი კომპანია და ქარხანა ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში მდებარეობს. აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა.


„ახალი თევზი წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს მომავალში მათი რიცხვი 65-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე პროდუქციის 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, იგეგმება ექსპორტზე გატანაც.


კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები