Tesla Motors-ს კონკურენტები გამოუჩნდა

access_time2018-02-03 20:00:50

Tesla Motors  ადამიანებში წინააღმდეგობივ გრძნობებს  იწვევს- ილონ მასკის მომხრეები აღმერთებენ ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, სკეპტიკოსები კი იხსენებენ, რომ კომპანია წამგებიანია.

 

ასეა თუ ისე, ცალსახაა, რომ ილონ მასკი იყო პირველი ადამიანი რომელიც მიხვდა, რომ ელექტრომობილი უნდა გაიყიდოს როგორც ფუფუნების საგანი და არა ეკონომიური მანქანა ასკეტებისთვის.

 

ეს იყო 100%-იანი გარტყმა მიზანში და საბოლოო ჯამში Tesla Motors-ი 6 წლის მანძილზე მუშაობდა თითქმის ვაკუუმში, კონკურენტების გარეშე.

 

მაგრამ, გავიდა დრო და ისინიც მზად არიან რევანშისთვის.

 

Lucid Air


Lucid Motors-მა Tesla Motors-ის ყოფილი კონსტრუქტორები და დიზაინერები მოიწვია სამუშოად და ასევე ბრაიან ბარონი, რომელიც BMW-ში საწარმო პროცესს აკონტროლებდა. ეს არის ძალიან ძლიერი გუნდი, რომელმაც დაიწყო მუშაობა კიდევ უფრო მდიდრულ და სწრაფ სედანზე ვირდე  Tesla Model S-ია.

 მოდელი Air  ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდება. მისი ფასი 160 000 დოლარი იქნება, ის  100 კმ/სთ-ს მხოლოდ 2,5 წამში აღწევს და მისი აკუმლატორის ერთი დატენვა საკმარისი იქნება 650 კილომეტრის გასავლელად.

 

Jaguar I-PACE


კროსოვერი I-PACE არის Tesla Model X-ის პირდაპირი კონკურენტი და   გაყიდვაში 5-6 თვეში გამოჩნდება.

ავტომობილი აღწევს სიჩქარეს 100 კმ/სთ-ს 4 წამში, ბატარეის ერთი დატენვა საკმარისია 500 კილომეტრის გასავლელად.


რა თქმა უნდა, ამ ავტომობილის მთავარი უპირატესობა  - ბრენდის დიდი ისტორია და პოპულარობაა.  ვინ იცის, შეძლებს თუ არა ამერიკული ახალბედა და „უჯიშო“ კომპანია არისტოკრატული ევროპული ბრენდის ზეწოლის შეკავებას?

 

Jaguar XJ


ერთ წელიწადში ბრიტანელები კიდევ ერთ მოდელს შეუტევენ Tesla  Model S-ს და  მას ფლაგმანურ სედან  XJ-ს დაუპირისპირებენ, რომელიც სადღეისოდ გამოდის ბენზინის ძრავით, თუმცა მალე ელექტომობილი გახდება.

სავარაუდოდ, ტექნიკური მახასიათებლებით კროსოვერ I-PACE-ს ის დაემსგავსება. მაგალითად, მისი აკუმლატორის ერთი დატენვის მარაგი ასევე  500 კვ. იქნება.

 

Fisker Emotion


ამ ავტომობილის ერთი დანახვაც კი საკმარისია, რომ მიხვდეთ - თქვენს წინაშეა Tesla-ს კონკურენტი.

კომპანიის დამაარსებლის ჰენრიკ ფოსკერის თქმით, მომავალი ავტომობილის მთავარი უპირატესობა  ლითიუმის მძლავრი აკუმლატორი იქნება, რომლის ერთი დატენვაც 800 კილომეტრს გაუძლებს.

 ეს ჟღერს როგორც ფანტასტიკა, თუმცა ფისკერი დარწმუნებულია, რომ მოახდინა რევოლუცია ბატარეების ყველა სახეობისთვის - დაწყებული ელექტოკარებით, დამთავრებული სმარტფონებით.

თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ Fisker-ისთვის ელექტროკარის შექმნის პირველი მცდელობა დამთავრდა გაკოტრებით.

 

Faraday Future FF91


ამერიკულმა სტარტაპმა  2016 წელს, ლას-ვეგასში, ერთ-ერთ გამოფენაზე „ტესლას მკვლელი“ წარადგინა.

1 წელიწადში ნაჩვენები იყო სერიული  პროტოტიპი, რომელც აღწევს 100 კმ/ სთ-ს 2,4 წამში და სავარაუდოდ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კროსოვერი  იქნება.

თუმცა, შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო საქმე შეჩერდა.  გამოცემა Ars Technica წერს რომ Faraday Future მალე გაკოტრდება და მას მომავალი არ გააჩნია.

თუმცა, კომპანიის ხელმძღანელობა აცხადებს, რომ ფინანსური პრობლემები გადალახა და პროექტის გაგრძებისთვის1 მლრდ. დოლარი მოიძია.

 

Nio EP9

 

ამრიკულ-ჩინური ბრენდის ჰიპერკარი არ არის ილონ მასკის პირმშოს პირდაპირი კონკურენტი, თუმცა 2017 წელს Tesla-მ განაცხადა, რომ აპირებს მსგავსი მოდელის  Roadster-ის  გამოშვების აღდგენას 2022 წელს.

აი, მაშინ კი მას ნამვდილად მოუწევს კონკურენცია EP9-სთან და ეს საკმაოდ რთული ამოცანა იქნება.

Nio EP9-ს მაქსიმალური სიჩქარეა 313 კმ საათში, ის კრეფს სიჩაქრეს 200 კმ/სთ-ს მხოლოდ 7 წამში.  მისი აკუმლატორები გათვლილია 430 კმ-ზე ერთ დატენვაზე.

ამ ავტომობილის უპირატესობა ისაა, რომ მისი აკუმლატორი იხსნება - შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამოცვლა.

 

FORBES




„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები