„სინოჰიდროს“ საქმეზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი ანგარიშს ერთ კვირაში დადებს

access_time2018-01-29 17:49:00

ჩინურ კომპანია „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით საგზაო დეპარტამანტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე „კომერსანტთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. რამდენიმე დღის წინ,  გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აფრიკის განვითარების ბანკმა ჩინური კომპანიასინოჰიდროთაღლითურ გარიგებებში ამხილა დაშავ სიაშიშეიყვანა.  


 „სინოჰიდრო“ საქართველოში ამჟამად ცენტრალური ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მსხვილი მშენებელია. ჩინურ კომპანიას რამდენიმე დიდი ტენდერი აქვს მოგებული და ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც ააშენა. კონკრეტულად კი, „სინოჰიდრო“ სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზას, ქობულეთის შემოვლით და ოსიაური- ჩუმათელეთის გზებს აშენებს. მთლიანობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია საქართველოში მილიარდ ლარამდე ღირებულების პროექტებს ახორციელებს. 


კომერსანტიდაინტერესდა, არსებული ვითარების შემდეგ   როგორ გაგრძელდება საქართველოში ჩინური კომპანიასინოჰიდროსმიერ დაწყებული პროექტები და თავდაპირველად, რატომ და რა კრიტერიუმით შეარჩია  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  რამდენიმე ქვეყანაში  კორუფციაში და თაღლითობაში მხილებული კომპანია მთავარ კონტრაქტორად ?

 

სეთურიძის განცხადებით, ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ უკვე 8 წელია საქართველოში ოპერირებს და ის სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. მათ შორის, რუსთავის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, ასევე ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა (I-II ლოტები), გრიგოლეთის გზის მშენებლობა II ლოტი და ზემო-ოსიაური -  ჩუმათელეთის  გზის მშენებლობის I  ლოტი.

 

მისი განცხადებით, კომპანია „სინოჰიდრო“ ერთ-ერთი დიდი კომპანიაა ჩინეთში და მას ძალიან ბევრი შვილობილი კომპანიები გააჩნია. კონკრეტულად, რომელი მათგანი იყო მოხსენიებული იმ ანგარიშში, ამ დროისთვის დაუზუსტებელია. როგორც სეთურიძე განმარტავს,   დღეს რაც „სინოჰიდროზე“  გაჟღერდა, არ შეიძლება ვიწრო წრეში იქნას განხილული. „ამას ჩვენ რა თქმა უნდა შევისწავლით, ამაზე გარკვეული ანაგარიშიც მომზადდება, რათა  ჩვენი  და  ჩვენი კოლეგა ორგანიზაციების შესყიდვების ჯგუფები  ამ ორგანიზაციის  შესახებ ინფორმაციას გაეცნონ და მომავალში  შერჩევა-შეფასების ეტაპებზე გამოიყენონ“, აცხადებს სეთურიძე.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „სინოჰიდროსთან“ კონტრაქტები 2017 წელს გაფორმდა,  დანარჩენი მინიმუმ 2-3 წლის წინანდელი  კონტრაქტებია, გამომდინარე აქედან, სეთურიძე აცხადებს, რომ  ამ ფაქტზე მათთვის  ცნობილი არ შეიძლებოდა ყოფილიყო.

 


სეთურიძის განცხადებით, ჩინური „სინოჰიდრო“  სხვადასხვა კომპანიაში სხვადასხვა შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.  მისი ინფორმაციით, სომხეთში კომპანიას პრობლემები აქვს და ეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ცნობილია.

 

 „რაც შეეხება საქართველოში განხორცილებულ პროექტებს, ამ ეტაპზე საქართველოს  „სინოჰიდროსთან“  კონტრაქტები აქვს. თუ არსებობს პრობლემები, ისინი კონტრაქტის მიხედვით და უმოკლეს  ვადებში აღმოიფხვრება ხოლმე. მათზე ზედამხედველობას  კი უცხოური კომპანია ახორციელებს. საბოლოოდ, პროექტი აუცილებლად შესაბამისობაში იქნება იმ სტანდარტებთან, რაც   მოთხოვნილია“, განმარტავს სეთურიძე.

 

კითხვაზე, როდესაც კომპანია „სინოჰიდროსთან“ მსხვილბიუჯეტიანი ხელშეკრულებები ფორმდებოდა, მოახდინა თუ არა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჩინური კომპანიის ისტორიის შესწავლა და ზოგადად, რა კრიტერიუმით შეარჩია დღეს უკვე „უარყოფითი  რეპუტაციის“ მქონე კომპანია ერთ-ერთ  მსხვილ კონტრაქტორად, სეთურიძე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (დონორების) მიერ დაფინანსებული ყველა შესყიდვა სპეციალური საერთაშორისო ხელშეკრულების მიხედვით და მის ფარგლებში მიმდინარეობს.

 

ამიტომ, როგორც სეთურიძე აღნიშნავს, შემსყიდველ ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში გზების დეპარტამენტს, არ აქვს  გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება. მისი მტკიცებით,  ყველა ანგარიში იგზავნება დონორ ორგანიზაციაში და ისინი ღებულობენ  საბოლოო გადაწყვეტილებას რომელ კომპანიასთან გაფორმდეს ხელშეკრულება და რომელთან არა.

 

„არცერთი შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელიც  საერთაშორისო ფინანსური ინტიტუტებისგან ნასესხებ თანხას ხარჯავს, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ იღებს.დონორი ორგანიზაციები მის სატენდერო პროცედურებში შეფასების დროს  თვითონ სწავლობენ კომპანიის საქმიანობას.  ეს არის მათი სუვერენული პრეროგატივა კომპანიის დისკვალიფიკაცია და არადისკვალიფიკაცია“-აცხადებს სეთურიძე.

 

რა ბედი ელის კომპანია „სინოჰიდროს“ მიერ დაწყებულ პროექტებს საქართველოში და როგორ აიასახება ეს ფაქტი კომპანიის მიმდინარე პროექტებზე, ამის საპასუხოდ სეთურიძე აცხადებს - „შესაძლოა, ის „სინოჰიდრო“ რომელიც  ანგარიშშია ნახსენები, ერთ დიდ ჯგუფში შემავალი, მაგრამ სხვა იურიდიული  პირია. ჩვენ ამას შევისწავლით და  ანგარიშის სრულ ვერსიას დაახლოებით 1 კვირაში მოგაწვდით“. 

 

სეთურიძის განცხადებით, „სინოჰიდროს“ პროექტების დაპაუზება არ განიხილება. სეთურიძის განცხადებით, მოქმედი კონტრაქტები ასეთი ფაქტების გამო არ წყდება. მისი განცხადებით, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოქმედი კონტრაქტი ითვალისწინებს. „ეს კონტრაქტები კი საერთაშორისოა და მათი რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით არ ხდება“, - აცხადებს სეთურიძე.

 

საავტომობილო გზები დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამჟამად  სინოჰიდრო საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მათ შორის, ქობულეთის შემოვლითი გზის II ლოტს, გრიგოლეთი-სამტრედიის II ლოტს  და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის I ლოტს. საუბარია, ჯამში დაახლოებით 1 მილარდი  ლარის პროექტებს.

 

მისი მტკიცებით, „სინოჰიდროს“ იმ ჯგუფთან, რომელიც საქართველოშია წარმოდგენილი საავტომობილო გზების დეპარტამენეტს პრეტენზიები არ გააჩნია.   „თუმცა, სამუშაო პროცესია, ხანდახან  მითითებს ვაძლევთ და ისინი ამას ყველაფერს ითვალისწინებენ“-აცხადებს სეთურიძე.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები