ჯორჯ სოროსი: GOOGLE და FACEBOOK დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან

access_time2018-01-29 08:54:34

ცნობილმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა IT გიგანტები გააკრიტიკა, მისი განცხადებით, Google-ისა და Facebook-ის მსგავსი ტექნოლოგიური კომპანიები დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან.

 

 

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ინვესტორმა აღნიშნა, რომ მსხვილი სოციალური მედია პლატფორმები ინოვაციების განვითარებას უშლიან ხელს, აბრკოლებენ და მათი გავლენა ადამიანებზე შემაშფოთებელია, რადგან საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ახდენენ. სოროსი ინტერნეტ პლატფორმებისა და აზარტული თამაშების მსგავსებაზე საუბრობს და დასძენს, რომ ეს ახალგაზრდობისთვის მავნებელია.

 

 

"ხალხის ყურადღება რამდენიმე კომპანიაზეა ორიენტირებული",- აცხადებს ფინანსისტი და მაგალითად Google და Facebook მოჰყავს. სოროსის აზრით, Google- სა და Facebook-ს დიდი დრო არ დარჩათ სფეროს სამართავად, მეტიც, მას მიაჩნია, რომ მათი დღეები დათვლილია, რადგან ევროპის მსგავსად, აშშ-ში მარეგულირებლები მალე IT კომპანიებით დაკავდებიან.

 

 


"თაობამ, რომელიც ციფრულ ეპოქაში გაიზარდა, შეიძლება მთლიანად დაკარგოს თავისუფალი აზროვნება" - ამბობს სოროსი და ამის დამადასტურებელ მაგალითად დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას ასახელებს. ამასთან, ინვესტორმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააკრიტიკა და მას მსოფლიო საფრთხე უწოდა. მილიარდერი დარწმუნებულია, რომ ტრამპი თანამდებობას 2020 წელს, მომავალი არჩევნებისას, ან უფრო მალეც დატოვებს.

 

 

სოციალურ ქსელებს დემოკრატიის საფრთხედ თავად კომპანია Facebook-იც განიხილავს. კორპორაციის მენეჯერი მიიჩნევს, რომ სოციალური ქსელები დემოკრატიაზე ნეგატიურად მოქმედებენ.

 

 

"არ არსებობს ეჭვი იმისა, რომ სოციალური ქსელები, ადამიანების განზრახვაზე ზემოქმედებით გავლენას ახდენენ. გვინდა, გვჯეროდეს, რომ დადებითი ზეგავლენა უფრო მეტია. ჩვენი სურვილია სოციალური ქსელი ისე გავასუფთავოთ, რომ მან ადამიანების გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა არ მოახდინოს, რადგან ყოველგვარი ზეგავლენა დემოკრატიულ პრინციპებს არღვევს",- აღნიშნულის შესახებ რამდენიმე დღის წინ Facebook-ის მენეჯერმა სამიდ ჩაკრაბათიმ განაცხადა. ასევე მარკ ცუკერბერგმაც გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ Facebook-ზე კომერციული პოსტები და მათი პოპულარიზაცია აუცილებლად შემცირდება.

 

 

 

 

 

 



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები