ვახტანგ ჭარაია: „GDP-ს ზრდა არა კეთილდღეობის შექმნის, არამედ მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ხარჯზე გვქონდა“

access_time2018-01-29 09:00:37

საქართველო, ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების რეიტინგში, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum) ყოველწლიურად აქვეყნებს, 32-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, ქვეყანა ერთი ადგილით ჩამოქვეითდა. გასულ წელს საქართველო 31-ე ადგილს იკავებდა.


აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ინკლუზიური განვითრების ინდექსს სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ადგენს.


როგორც თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, ყველაზე მეტად წინსვლა GDP-ს ზრდაში გვაქვს, რაც ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ხარჯზე მოხდა.


„აღნიშნული კვლევები 2015 წლიდან ქვეყნდება. ის, რომ წინა წელთან შედარებით, ერთი ადგილით უკან დავიხიეთ, არც იმას გულისხმობს, რომ დიდი ვარდნა გვქონდა და ბუნებრივია, არც დიდ წინსვლას ნიშნავს. გაზრდილია GDP, რაც ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ჯამური ღირებულების მაჩვენებელს მოიცავს. კვლევის შედეგად, ამ მიმართულებით საუკეთესო ქვეყნების 20%-ში ვართ. თუმცა არის სხვა გარემოებაც - GDP ბოლო წლებში საკმაოდ კი გაიზარდა, მაგრამ ეს განპირობებული იყო არა იმით, რომ ქვეყანაში წარმოებისა და მომსახურების დონე გაიზარდა ან კეთილდღეობის შექმნას ვახერხებთ, არამედ იმით, რომ ახალი აღწერის შედეგად, მოსახლეობის რაოდენობა 4,5 მილიონიდან 3,7 მილიონამდე შემცირდა“, - აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.


მისი თქმით, აღნიშნულ კვლევაში წარმატებული მაჩვენებლია ის, რომ სამუშაო ძალამ დაბალკვალიფიციური სამუშაოებიდან მაღალტექნოლოგიურად ძლიერ დარგებში გადაინაცვლა.



„კვლევის თანახმად, წარმატებულები ვართ სამუშაო ძალის პროდუქტიულობის მაჩვენებელში. მიჩნეულია, რომ ამ მხრივ წამყვან 20%-ში ვართ. ბოლო წლებში ინვესტიციები შემოდის არა ადგილობრივი რესურსის ათვისების, არამედ შედარებით მაღალტექნოლოგიური წარმოების და მომსახურების დარგების მიმართულების განვითარებისთვის. პროდუქტიულობის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ჩვენმა სამუშაო ძალამ დაბალკვალიფიციური სამუშაოებიდან  ტექნოლოგიურად გაძლიერებულ დარგებში გადაინაცვლა. ეს უკვე პროგრესია“, - აცხადებს ჭარაია.


მისივე ინფორმაციით, რეიტინგში საქართველოს უსწრებენ მეზობელი ქვეყნები - რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, თუმცა ვუსწრებთ უკრაინასა და სომხეთს: „რეიტინგი ორ ნაწილად იყოფა - განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების. განვითარებული ქვეყნების რეიტინგში მოწინავე ადგილებზეა არიან ნორვეგია, ლუქსემბურგი და შვეიცარია, განვითარებად ქვეყნებს შორის, კი სადაც ჩვენც ვართ, პირველ ადგილზე არის ლიტვა, მეორეზე - აზერბაიჯანი, მესამეზე - უნგრეთი. აქ საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენ გვისწრებენ ჩვენი მეზობელი ქვყნები: ყაზახეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი. ხოლო ჩვენ ვუსწრებთ უკრაინასა და სომხეთს“, - აღნიშნავს ჭარაია.


მისივე თქმით, ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს ნაბიჯები ეფექტურია და არის მოლოდინი, რომ მომავალ წლებში რამდენიმე კომპონენტში, მათ შორის საგარეო ვალის ტრენდში, გაუმჯობესება გვქონდეს.


„ზოგიერთი მიმართულებით რეალური წინსვლის შესაძლებლობა გვაქვს. მაგალითად, სამუშაო ძალის პროდუქტიულობის პარამეტრებში, დანაზოგების ტრენდისა და სახელმწიფო ვალის ტრენდთან მიმართებაში. მთავრობა სახელმწიფო ვალის შემცირებისკენ არის მიმართული. თავის დავალიანებას წინა წლებშიც აქტიურად ისტუმრებდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მომავალ წლებში საგარეო ვალდებულებები არათუ გაიზრდება, არამედ შემცირდება“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი


 


 




„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები