ქვეყანაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება - „ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასმა 5%-დან 10%-მდე იმატა“

access_time2018-01-26 09:00:46

2016 წლის მონაცემებთან შედარებით, გასული წლის მესამე კვარტალში, ევროკავშირში სახლების საშუალო ღირებულება 4.6%-ით გაიზარდა, ხოლო ევროზონაში კი 4.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური (ევროსტატი) ავრცელებს.

 

2016 წლის დროის ანალოგიურ მონაკვეთთან შედარებით, ყველაზე სწრაფი ზრდა ჩეხეთში (12.3%), ირლანდიასა (12.0%) და პორტუგალიაში (10.4%) დაფიქსირდა. პარალელურად, იტალიაში ფასების ვარდნა დაფიქსირდა (-0.9%).

 

კომერსანტი დაინტერესდა რა მდგომარეობაა  ამ მიმართულებით საქართველოში   და  გაიზარდა  თუ არა უძრავ ქონებაზე  ფასები?


უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ რომ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უძრავ ქონებაზე ფასმა 5-დან 10%-მდე იმატა. მათივე განმარტებით, ღირებულების ზრდა მოთხოვნის მატებამ, მიწებზე ფასის ზრდამ და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვია.


სააგენტოს მფლობელები გაზაფხულისთვის  ბაზარზე ფასის კიდევ უფრო  მეტად ზრდას არ გამორიცხავენ.


 

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „სიგმას“ დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი აცხადებს, 2016 წელთან შედარებით 2017 წელს სახლებზე ღირებულება დაახლოებით 5%-დან 10%-მდე გაიზარდა. ლაჩაშვილის თქმით, ფასის ზრდა სხვადასხვა სახის მიზეზებითაა გამოწვეული.

 

„კერძო სახლებზე ღირებულება გაზრდილია. მატების ტენდენცია შეინიშნება და ძირითადად მოთხოვნა ახლადაშენებულ მცირე ფართის სახლებზეა. უძრავ ქონებაზე ფასის მატება მოთხოვნის ზრდამ და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვია.


თუ ჩვენ ერთი წლის მონაცემს ავიღებთ, ვნახავთ, რომ 2016 წელთან შედარებით 2017 წელს  უძრავ ქონებაზე  ღირებულება დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. გაზაფხულისთვის  უძრავ  ღირებულების ზრდას კვლავ ვვარაუდობ, განსაკუთრებით ქალაქგარეთ“, - განმარტა უძრავი ქონების საგენტო „სიგმას“ დირექტორმა ზურაბ ლაჩაშვილმა.

 

უძრავი ქონების  ღირებულების ზრდაზე საუბრობს უძრავი ქონების სააგენტო „ბერუკა“-ს  დირექტორი ავთანდილ გუგეშაშვილიც. „ბოლო ერთი წლის განმავლობაში ღირებულება უმნიშვნელოდ, თუმცა, მაინც გაზრდილია. ეს ძირითადად ახლადაშენებულ სახლებს ეხება. 2017 წელს 2016 წელთან შედარებით  ფასი 5%-დან 10 %-მდე გაიზარდა, რაც  ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და ხარისხიანი სახლების მშენებლობამ გამოიწვია. გაზაფხულისთვის უძრავ ქონებაზე ღირებულების ზრდა გამორიცხული არაა“, - განაცხადა გუგეშაშვილმა.

 

როგორც „ჯეო რეალთის“ დამფუძნებელი მაია გამზარდია აცხადებს, „უძრავი ქონების ღირებულება ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 10%-ით გაიზარდა, ეს კი მიწებზე ფასის ზრდამ და მოთხოვნის ზრდამ განაპირობა“, - აღნიშნა გამზარდიამ.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები