რატომ იზრდება ქვეყანაში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა? - „კომერსანტის“ კითხვას „ქართული ოცნების“ დეპუტატი პასუხობს

access_time2018-01-25 09:00:00

ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. თუმცა, ამის პარალელურად ქვეყანაში ისევ ბევრი პრობლემაა, ამაზე უახლესი მონაცემებიც მეტყველებს - გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს და საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7 ათასით მეტია ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით.

 

როგორც სფეროს ექსპერტები აცხადებენ, გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობის ზრდა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა, სამუშაო ადგილები არ არის. ასევე, მათი მოსაზრებით, გადახდისუუნარო მოსახლეობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ვადაგადაცილებული სესხების მატებაზეც. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ პრობლემის მოგვარების გზებს მიმართონ.

„კომერსანტმა რამდენიმე დღის წინ, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელ დეპუტატებს, კითხვით მიმართა - რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმევა საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან იმისთვის, რომ ქვეყანაში გადახდისუუნარო მოსახლეობის პრობლემა მოგვარდეს და რამდენად პასუხობს ეს საგანგაშო მაჩვენებელი „ქართული ოცნების მთავარ დაპირებას.

 

შესაბამისი კითხვა საკანონმდებლო ორგანოს 150-ვე დეპუტატს დაეგზავნა, თუმცა პასუხი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთმა დეპუტატმა გაგვცა.

 

როგორც  „ქართული ოცნება-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი მხეიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, ხელისუფლება პრობლემებს ხედავს და ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

 

„ბუნებრივია ყველაფერს  გარკვეული დრო სჭირდება. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული და გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რომლის შედეგებსაც საზოგადოება ეტაპობრივად იგრძნობს. ხელისუფლება ნათლად ხედავს იმ პრობლემებს, რომელიც  ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ.  შესანიშნავად გვესმის, რომ ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა, დროში გაწერილი პროცესია, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე“, - აცხადებს მხეიძე.

 


მისი თქმით, ხელისუფლება ეკონომიკური პრობლემების დაძლევის მიმართულებით მუშაობს და ამაზე მეტყველებს მათ  მიერ გატარებული რამდენიმე რეფორმა.

 

„ ჩვენ შევიმუშავეთ ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც მიმართულია სწორედ მოსახლეობის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. შევქმენით სტაბილური და ჯანსაღ კონკურენციაზე ორიენტირებული ბიზნეს გარემო, რაც თავის მხრივ მსხვილი უცხოური ინვესტიციების ზრდის წინაპირობაა. ასევე, ჩამოვაყალიბეთ საფინანსო პროგრამები ორიენტირებული ქვეყნის შიგნით მეწარმეობის, როგორც მცირე, ასევე მსხვილი მეწარმეობის განვითარებაზე. ჩვენს მიერ შექმნილი იქნა სამედიცინო და სოციალური  პროექტები, რომლებიც ორიენტირებულია საქართველოს მოსახლეობაზე მათი ფინანსური რესურსის სამედიცინო კუთხით  დაზოგვაზე და.აშ.“, - აღნიშნავს დიმიტრი მხეიძე.  

 

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის: „სწორედ სახელმწიფოს მიერ ბიზნესის ხელშეწყობის პოლიტიკამ განაპირობა ის ფაქტი, რომ 2017 წელს კერძო სექტორში დამატებით 17 ათასი ადამიანი დასაქმდა, რაც ჩვენი უდიდესი მიღწევაა. ჩვენ გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან. გაფორმებული ხელშეკრულებები მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ გაიზარდა საქართველოს საექსპორტო ბაზრები, რაც ქართველ მეწარმეებს საშუალებას მისცემს მათ მიერ წარმოებული პროდუქცია მსოფლიო მოსახლეობის 1/3-ს მიაწოდონ“, - აცხადებს მხეიძე.

 

როგორც მხეიძე ამბობს, „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“, რაც ხელისუფლების მთავარი დაპირებაა, მათი ქმედების „ამოსავალი წერტილია“.

 

 „ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არცერთი ადამიანი ქვეყანაში აღარ ცხოვრობდეს რთულ მატერიალურ პირობებში, ჩვენ ვიცით რა არის გამოსავალი და  ამ მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. სწორედ კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა ჩვენი მოქმედების ამოსავალი წერტილი და ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ნაბიჯი იქნება გადადგმული“, - აღნიშნავს „ქართული ოცნების“ დეპუტატი.  

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 

 

 



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები