საქართველოში მასპინძლობის და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

access_time2018-01-23 17:32:25

საქართველოში მასპინძლობის და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, - ამას ითვალისწინებს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც 23 იანვარს საქართველოს ტექნოპარკში გაფორმდა.

 

 

როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, „The Creative Business Cup Foundation"- ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რასმუს თშერინგმა და და „Creative Business Cup Georgia"-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა გელა სულმა.

 

 

მემორანდუმის თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების კონკურსის დასკვნითი ეტაპი და ინვესტორთა ფორუმი ჩატარდება. კონკურსი, რომელსაც დანიური „The Creative Business Cup Foundation"-ი 2012 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად გამოავლენს სხვადასხვა სფეროში გამარჯვებულ მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებს. მიმდინარე წელს პირველად გადაწყდა, რომ კონკურსი ერთ კონკრეტულ სექტორში - მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიაში ინოვაციური სტარტაპების გამოსავლენად ჩატარებულიყო, ფინალური ეტაპის გამართვის ადგილად კი საქართველო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება შეირჩა.

 

მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს ტექნოპარკში, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და სტარტაპერების წინაშე გაიმართა. მოკლე მისალმებაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა მასპინძლობის ინდუსტრიაში, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყანაში შემოსავლების გენერირებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით, ინოვაციური პროექტების განხორციელებას. მან მაგალითად მოიყვანა რამდენიმე ტექნოლოგიური სტარტაპი, რომლებმაც მასპინძლობის ინდუსტრიაში დიდი ცვლილება განახორციელეს. „ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ქართულ სტარტაპებს დიდი პოტენციალი გააჩნიათ არამარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

ტექნოპარკში ასევე მოისმინეს ქართველი სტარტაპერის გუჯა ნარიმანიშვილის პრეზენტაცია მისი და მისი მეგობრების სტარტაპის მობილური ტურისტული აპლიკაციის „Travel guide" შესახებ. გარდა ამისა, ღონისძიების ყველა მონაწილეს შეეძლო, გაცნობოდა ქართული კომპანიის "VREX Immersive"-ის მიერ შექმნილ ინოვაციურ პროტოტიპს. აღნიშნული მოწყობილობა პოტენციურ ტურისტს შესაძლებლობას ჯერ ვირტუალურად იხილოს მისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება და შემდეგ ისე იყიდოს ტურისტული პაკეტი. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მალე მსგავსი ვირტუალური რეალობის მოწყობილობები საქართველოს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში განთავსდება.

 

ღონისძიებას საქართველოს ტექნოპარკში დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი გიორგი ზვიადაძე და ბიზნესმენი საბა კიკნაძე.

 

აღსანიშნავია, რომ "CB Foundation"-ი ყოველწლიურად ნოემბერში მართავს კრეატიული სტარტაპების დიდ საერთაშორისო ღონისძიებას „Creative Business Cup", რომელშიც 65-ზე მეტი ქვეყნის სტარტაპი, წამყვანი საერთაშორისო კომპანიები და ინვესტორები მონაწილეობენ.

 

მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, გაიმართება მასტერკლასები, სწავლებები (ბუტკემპი), პროექტთა კონკურსი და საინვესტიციო ჩვენებები. ფორუმზე მოწვეულ ადგილობრივ და საერთაშორის ბიზნესს საშუალება მიეცემა, დააფინანსოს საინტერესო პროექტები და მოახდინოს მისი საერთაშორისო იმპელემენტაცია.

 

 

 

 

 

 



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები