„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

access_time2018-01-22 16:30:07

ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის.


როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი.


მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ შესაძლოა გარკვეული რეგულაციები დაწესდეს.


„პრობლემა არის ის, რომ რუსეთიდან ცხვარი შემოდის, საქართველოში იკვლება და ირანში ექსპორტზე გადის. ირანიდან ნებართვის დოკუმენტი რომ მოდის, მასში წერია, რომ ცხვარი, რომელიც მათ ქვეყანაში შევა, საქართველოში დაბადებული უნდა იყოს. რუსულ ცხვარს, რომ წარმოშობის გრაფაში ქართული უწერია, გამოდის, რომ ამით ირანს ვატყუებთ. ამიტომაც სამომავლოდ ეს საკითხი დასარეგულირებელია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მხარს გვიჭერს. უახლოეს დღეებში აღნიშნულ საკითხზე შეხვედრებსაც გავმართავთ და ველოდებით, რომ მალევე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - აცხადებს გონაშვილი.


მისი თქმით, რუსეთიდან ცხვრის შემოყვანა, მისი აქ დაკვლა და ექსპორტზე გატანა პრობლემას არ წარმოადგენს, მითუმეტეს იმ პერიოდში, როცა ქართული ცხვრის დეფიციტი გვაქვს.



„მთავარია, რომ დოკუმენტში ჩაიწეროს, ცხვრის წარმოშობის რეალური ადგილი და არა ის ადგილი, სადაც დაიკლა. საქართველოში რაღაც პერიოდში ცხვრის სულადობა გვყავს, რაღაც პერიოდში - არა. იმ პერიოდში, როდესაც რესურსი ამოიწურება, შემოიყვანონ რუსეთიდან და ისე გაიტანონ და თან წამროშობაში რუსეთი ჩაუწერონ. ეგ პრობლემა არ არის, მთავარია ვეტერინალური წესების დაცვა მოხდეს და შემოსულ ცხვარს დაავადებები არ შემოჰყვეს“, - აცხადებს ბექა გონაშვილი.


მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ცხვრის ხორცის დეფიციტია: „ცხვრის ხორცის რეალიზაციის პრობლემა მოხსნილია. ჩვენი მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა ირანია. უბრალოდ ახლა ისეთი პერიოდია, რომ ფიზიკურად ცხვარი არ გვყავს. დეფიციტია და პრობლემა მხოლოდ ეს არის. ახლა დოლი გვაქვს და ივნისიდან გასაყიდი სულადობა გვეყოლება, იქამდე - არა“, - აღნიშნავს გონაშვილი.


რაც შეეხება ცხვრის ხორცის ფასს, ბექა გონაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზრებზე 1 კილოგრამი ცხვრის ხორცის ფასი 16,50 ლარია, ცოცხალი ცხვრის ფასი კი  230-250 ლარი: „ საექსპორტო ფასების თქმა რთულია. ყველა ქვეყანას თავისი მოთხოვნა აქვს. ზოგადად ფასები მომატებულია, რასაც ირანიდან გაზრდილ მოთხოვნებს ვუკავშირებთ. ფასების მომატება ცხვრის ხორცის დეფიციტის ბრალი არ არის. ფასებმა მანამდე მოიმატა, სანამ დეფიციტი შეიქმნებოდა“, - აცხადებს გონაშვილი.


შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი წლის წინ 1 კილოგრამი ცხვრის ხორცის ფასი დაახლოებით 8 ლარი იყო.


ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ არაბული ქვეყნებიდან დაინტერესება იზრდება და განპირობებულია საქართველოს, როგორც ეპიზოოტიურად კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯით.


„კომერსანტი“

 




3000-მდე ევრო გერმანიის დატოვების სანაცვლოდ - რას სთავაზობს ოფიციალური ბერლინი საქართველოს მოქალაქეებს

person access_time2018-02-22 18:33:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP). პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში...

„საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელი არ უნდა გავრცელდეს, ბანკებს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“

person access_time2018-02-22 20:05:16
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.  სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის. როგორც  „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ...

„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“

person access_time2018-02-22 15:00:16
„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“ -ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ   გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.   ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და...

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორი - დოკუმენტში ძირეული ცვლილებები არ იქნება

person access_time2018-02-22 16:38:52
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.  სალუქვაძის განმარტებით, ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია, ამიტომ გენგეგმაში ძირეული ცვლილებებიც არ იქნება.  „შენიშვნა თუ არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, ბუნებრივია, ეს არც იქნება. იქ იყო რიგი საკითხების დაზუსტებები, დაკონკრეტება და...

მაღალი ტარიფები თბილისის აეროპორტში - TAV Georgia Ryanair-ს პასუხობს

person access_time2018-02-22 13:55:32
„ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, რომელიც ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ასე ეხმაურება „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანია Ryanair-ის  მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელ  ნილ ოკონერმის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.   „ტავ...


მსგავსი სიახლეები