კახა კალაძე: „თბილისის გენგეგმის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან“

access_time2018-01-22 12:20:54

თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანზიაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელმაც თბილისის სწორი და გრძლევადიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს.


მოგეხსენებათ, კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45 დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც მერიამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული დოკუმენტის მიმართ და გაცნობებთ, რომ თბილისის მერიამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს მიმართა, რათა მოხდეს მათი მაქსიმალური ჩართულობა „სითი ინტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული დოკუმენტაციის შეფასების პროცესში“, - აღნიშნა კალაძემ.


მისივე თქმით, რამდენიმე მნიშვნელოვანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის EBRD-მა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ პროცესში ჩაერთოს.



„აქტიური კონსულტაციების შედეგად მოხდა შეთანხმება მერიასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის. შესაბამისად, მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), აზიის განვითარების ბანკმა და მსოფლიო კომპანია „ბიურო ჰაპოლდმა“, გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მათ მიერ შერჩეული ექსპერტები ჩართონ გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ადგილობრივ ექსპერტებსაც დაუკავშირდა და მათი ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი.


„ასევე მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული „სითი ინსტიტუტის“ მიერ თბილისის მერიის მიმართ გამოთქმული შენიშვნები ტრანსპორტის, ურბანული  განვითარების, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, ეკოლოგიისა  და ეკონომიკური სარგებლიანობის დოკუმენტში ასახვის კუთხით. მერია უზრუნველყოფს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციისა და ექპერტის ინფორმირებულობას. მათ გენგეგმასთან დაკავშირებულ ყველა დუკუმენტაციას მივაწვდით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


ამასთან, კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული შემადგენლობით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართება.


შეგახსენებეთ, რომ დეველოპრეული სფეროს წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბრისას დედაქალაქის მერს კახა კალაძეს გენგეგმის დოკუმენტის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტებს ჩართვას ურჩევდნენ.





3000-მდე ევრო გერმანიის დატოვების სანაცვლოდ - რას სთავაზობს ოფიციალური ბერლინი საქართველოს მოქალაქეებს

person access_time2018-02-22 18:33:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP). პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში...

„საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელი არ უნდა გავრცელდეს, ბანკებს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“

person access_time2018-02-22 20:05:16
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.  სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის. როგორც  „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ...

„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“

person access_time2018-02-22 15:00:16
„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“ -ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ   გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.   ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და...

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორი - დოკუმენტში ძირეული ცვლილებები არ იქნება

person access_time2018-02-22 16:38:52
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.  სალუქვაძის განმარტებით, ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია, ამიტომ გენგეგმაში ძირეული ცვლილებებიც არ იქნება.  „შენიშვნა თუ არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, ბუნებრივია, ეს არც იქნება. იქ იყო რიგი საკითხების დაზუსტებები, დაკონკრეტება და...

მაღალი ტარიფები თბილისის აეროპორტში - TAV Georgia Ryanair-ს პასუხობს

person access_time2018-02-22 13:55:32
„ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, რომელიც ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ასე ეხმაურება „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანია Ryanair-ის  მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელ  ნილ ოკონერმის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.   „ტავ...


მსგავსი სიახლეები