ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ვაქცინაციაზე

access_time2018-01-21 10:09:19

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაციაზე გული არ აიცრუოს. 



როგორც გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა.



„მოგახსენებთ, რომ ეს განცხადება არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ამიტომ დაუშვებელია ვინმემ იფიქროს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ან სხვა ვაქცინები რომელიც ქვეყანაშია, ხარისხთან ცუდ დამოკიდებულებაშია. ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ამაზე. დღეს ვინმემ დაკბენის შემდეგ თავის ახლობელი რომ არ მიიყვანოს ან თავად არ მივიდეს და არ აიცრას, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა - შეიძლება ამ ადამიანში მერე განვითარდეს ცოფი“, - განაცხადა გამყრელიძემ. 



მისივე თქმით, კაცობრიობას ვაქცინაციაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია არ მოუგონია.




„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯერჯერობით კაცობრიობას ვაქცინაციაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია არ მოუგონია. ბავშვების სიკვდილიანობა ყველგან მცირდება, მთელ მსოფლიოში, მაგალითად, 90-იან წლებში, ყოველწლიურად იღუპებოდა 5 წლამდე 12-14 მილიონი ბავშვი, დღეს დაახლოებით 5 მილიონამდეა ეს სიკვდილიანობა ჩამოსული. ეს ყველაფერი ძირითადად ვაქცინაციის დამსახურებაა. დღეს, ვაქცინაციის საშუალებით ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე ბავშვის სიკვდილის პრევენცია ხდება იმ დაავადებებისგან, რომლებიც ემორჩილებიან ვაქცინებით მართვას. საქართველოს ვაქცინაციის კალენდარი დღეს იგივეა, რაც ევროკავშირის ქვეყნების კალენდარი. ჩვენ დღეს ვცრით 12 ინფექციის საწინააღმდეგოდ ბავშვებს“, - განაცხადა გამყრელიძემ. 


"ინტერპრესნიუსი"



3000-მდე ევრო გერმანიის დატოვების სანაცვლოდ - რას სთავაზობს ოფიციალური ბერლინი საქართველოს მოქალაქეებს

person access_time2018-02-22 18:33:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP). პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში...

„საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელი არ უნდა გავრცელდეს, ბანკებს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“

person access_time2018-02-22 20:05:16
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.  სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის. როგორც  „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ...

„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“

person access_time2018-02-22 15:00:16
„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“ -ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ   გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.   ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და...

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორი - დოკუმენტში ძირეული ცვლილებები არ იქნება

person access_time2018-02-22 16:38:52
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.  სალუქვაძის განმარტებით, ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია, ამიტომ გენგეგმაში ძირეული ცვლილებებიც არ იქნება.  „შენიშვნა თუ არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, ბუნებრივია, ეს არც იქნება. იქ იყო რიგი საკითხების დაზუსტებები, დაკონკრეტება და...

მაღალი ტარიფები თბილისის აეროპორტში - TAV Georgia Ryanair-ს პასუხობს

person access_time2018-02-22 13:55:32
„ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, რომელიც ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ასე ეხმაურება „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანია Ryanair-ის  მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელ  ნილ ოკონერმის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.   „ტავ...


მსგავსი სიახლეები