ქონების მართვის სააგენტო ფოთში მსხვილი საინვესტიციო პროექტის შეჩერების მიზეზებს „კომერსანტთან“ განმარტავს

access_time2018-01-19 10:00:47

ფოთში მსხვილი საინვესტიციო პროექტი გაჩერების მიზეზებს ფოთის მერიის შემდეგ „კომერსანტთან“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოც განმარტავს. საუბარია, შპს „არიკ დეველომენტის“ მიერ ფოთში 5 მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობაზე. როგორც „კომერსანტს“ სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნული პროექტზე უარის თქმის რამდენიმე მიზეზი არსებობდა, მათ შორის, მთავარი ისაა, რომ ტერიტორია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში მდებარეობს.


როგორც სააგენტოში აცხადებენ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თავისი საქმიანობის ფარგლებში მოტივირებულია მხარი დაუჭიროს ქვეყანაში მიმდინარე თუ დაგეგმილ ნებისმიერ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით კი სასტუმრო ბიზნესის განვითარებას. „ამ მიზნით სააგენტო ანხორციელებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია ინვესტორებს ტურისტულად აქტიურ ადგილებში შეთავაზოს სახელმწიფო ქონება სასტუმრო-კომპლექსის მოსაწყობად. პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით გაყიდულია 39 400 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 59 200 000 ლარს შეადგენს.


რაც შეეხება შპს „არიკ დეველოპმენტის“ მიერ 2016 წლის 22 ნოემბრს სააგენტოში წარმოდგენილ განცხადებას, სადაც კომპანია ითხოვდა ფოთში, მალთაყვის გზატკეცილზე და სანაპიროზე მდებარე შვიდი სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით მიყიდვას, გაცნობებთ, რომ მიწის ნაკვეთების ნაწილი წარმოადგენდა პლაჟის ტერიტორიას, ხოლო ერთი მიწის ნაკვეთი - ტბორს, შესაბამისად გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია კაპიტალური ნაგებობების ტერიტორიაზე განთავსება. გარემოს ეროვნული სააგენტო თავის მოსაზრებაში ასევე აღნიშნავდა, რომ პლაჟები მუდმივად ცვალებადი ობიექტებია და ტალღების ენერგიის სრულ ჩასაქრობად მნიშვნელოვანია ტერიტორიაზე არ წარიმართოს მშენებლობა. მოთხოვნილი ქონების დარჩენილი ნაწილი კი მდებარეობდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში, რომელიც სანაპიროს მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება“, - აცხადებენ სააგენტოშო.



შესაბამისად, მათივე პოზიციით, ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოთხოვნილი უძრავი ქონებების შპს „არიკ დეველოპმენტისთვის“ მიყიდვა და ბიზნესის მხარდასაჭერად ინვესტორებს შესთავაზა ალტერნატიული სახელმწიფო ქონების მოძიება, რომლის პრივატიზება დაექვემდებარებოდა ქვეყანაში არსებულ რეგულაციებს.


„აქვე მოგახსენებთ, რომ შპს „არიკ დეველოპმენტი“ , ჩვენი დახმარებით, კახეთის რეგიონში ანხორციელებს საინვესტიციო პროექტს და ასევე სახელმწიფოსგან ელექტრონული აუქციონის გზით შესყიდული აქვს რამოდენიმე ერთეული ქონება კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში“, - აცხადებენ სააგენტოში.


ცნობისათვის, „არიკ ჯგუფმა“ სამეგრელო-ზემო სვანეთში ინდუსტრიულ-ტურისტული პროექტის განხორციელების მიზნით მემორანდუმი 2016 წლის სექტემბერში გააფორმა. მაშინ „არიკ ჯგუფის“ პრეზიდენტმა აფრაზ რავარიმ განაცხადა, რომ კომპანიას კახეთში უკვეს აქვს ინვესტიცია განხორციელებული და სოფლის მეურნეობის კუთხით მოღვაწეობს და ახლა ინტერესი სამეგრელოში აქვს.



„კომერსანტი“



3000-მდე ევრო გერმანიის დატოვების სანაცვლოდ - რას სთავაზობს ოფიციალური ბერლინი საქართველოს მოქალაქეებს

person access_time2018-02-22 18:33:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP). პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში...

„საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელი არ უნდა გავრცელდეს, ბანკებს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“

person access_time2018-02-22 20:05:16
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.  სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის. როგორც  „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ...

„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“

person access_time2018-02-22 15:00:16
„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“ -ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ   გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.   ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და...

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორი - დოკუმენტში ძირეული ცვლილებები არ იქნება

person access_time2018-02-22 16:38:52
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.  სალუქვაძის განმარტებით, ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია, ამიტომ გენგეგმაში ძირეული ცვლილებებიც არ იქნება.  „შენიშვნა თუ არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, ბუნებრივია, ეს არც იქნება. იქ იყო რიგი საკითხების დაზუსტებები, დაკონკრეტება და...

მაღალი ტარიფები თბილისის აეროპორტში - TAV Georgia Ryanair-ს პასუხობს

person access_time2018-02-22 13:55:32
„ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, რომელიც ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ასე ეხმაურება „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანია Ryanair-ის  მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელ  ნილ ოკონერმის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.   „ტავ...


მსგავსი სიახლეები