HUB Georgia: საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ორჯერ დაარღვია საერთაშორისო კონვენცია

access_time2018-01-18 13:20:19

HUB Georgia-ს მტკიცებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ორჯერ დაარღვია საერთაშორისო კონვენცია. ამის შესახებ HUB Georgia-ს  ორგანიზაციის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.


 HUB Georgia-ს წევრებმა წარადგინეს საქართველოს საავიაციო პოლიტიკის კვლევის, II ეტაპის: “საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი გამოყენება” შუალედურ ანგარიში.


პრესკონფერენციაზე საუბარი შეეხო სახელმწიფოს მხრიდან კერძო ავიაკომპანიების სუბსიდირებას, რაც არღვევს თავისუფალი ეკონომიკის და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს. ასევე საქართველოს ავიაციის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებსა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე. პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წევრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს საავიაციო პოლიტიკაში არსებულ პრობლემებზე, მგზავრთა უსაფრთხოებაზე, საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევებზე და სხვა.


HUB Georgia-ს მტკიცებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ორჯერ დაარღვია საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნებს უფლებას ანიჭებს შიდა ფრენების განხორციელებაზე ლიცენზია უცხოურ ავიაკომპანიებზე არ გასცენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ასეთ ფაქტი ორჯერ დაფიქსირდა. პირველად, 2016 წელს, როცა აეროპორტების გაერთიანების მიერ ორ თვიან ვადაში გამოცხადებული ტენდერის გამო, მასში მონაწილეობის მიღება ვერ მოასწრეს ადგილობრივმა ავიაკომპანიებმა, ტენდერი ჩავარდა. ამის შემდეგ კი ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე ხელშეკრულება ყაზახურ ავიაკომპანიასთან „ SKY BUSთან გაფორმდა. ეს უკანასკნელი კი უსაფრთხოების კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციის შავ სიაში იყო და ფრენები ევროპის მიმართულბით აკრძალული ჰქონდა.



მალევე ამ ავიაკომაპანიას, სწორედ უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევის გამო ფრენის უფლება შეუჩერდა და ხელშეკრულებაც შეუწყდა. ერთი წლის თავზე, 2017 წელს, HUB Georgia-ს ინფორმაციით, ისტორია კვლავ განმეორდა, როცა შიდა ფრენებზე 10 მილიონიანი სუბსიდირების პროგრამის ასათვისებლად ტენდერი გამოცხადდა.


ტენდერში გამარჯვებულ ავიაკომპანიას ფრენების შესრულება 2017 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო და თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ბათუმი-მესტიის მიმართულებებზე სამი წლის განმავლობაში ეფრინა. ამჯერად ტენდერში ქართულმა ავიაკომპანიამ ,,სერვის ეარმა“ გაიმარჯვა, თუმცა მას შესაბამისი საფრენი ხომალდები არ გააჩნდა. ,,სერვის ეარმა“ ლატვიური ავიაკომპანიის „RAF AVIA”-ს კუთვნილი თვითმფრინავით დაიწყო ოპერირება, თუმცა, მოგვიანებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობამ ტენდერში გამარჯვებულ ქართულ ავიაკომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და ფრენის უფლება პირდაპირ ლატვიურ ავიაკომპანიას გადასცა. შედეგად დღეს სახელმწიფო სუბსიდიით, ქვეყნის შიდა ფრენებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით უცხოური ავიაკომპანია “RAF AVIA” ასრულებს, კონვენცია კი უკვე მეორედ დაირღვა, კერძოდ ავიაციის შესახებ „ჩიკაგოს“ კონვენციის მე-7 მუხლი „კაბოტაჟი“. მსგავსი რამ არ ხდება არც ერთ განვითარებულ თუ განვითარებად სახელმწიფოში, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ ქვეყნებში სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები თითქმის ჩამოშლილია, არ არსებობს ავიაციის სექტორი, მაგალითად როგორიცაა სომალი, ეთიოპია, ლიბია, იემენი და სხვა.


ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia” მიმართავს საქართველოს მთავრობას, აღმასრულებელ ხელისუფლებას, მოხდეს საქართველოს ტრანსპორტის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავიაციის პოლიტიკის გადახედვა.


პლატფორმა “HUB Georgia”-ს წევრი ექსპერტები საავიაციო ტრანსპორტის საკითხებში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ავიაკომპანიების სუბსიდირების პრაქტიკა არ არის ორიენტირებული ქვეყნის ავიაციის სექტორის განვითარებაზე. უმრავლეს შემთხვევაში ეს კლავს ჯანსაღ კონკურენციას და პირიქით აფერხებს საქართველოს ავიაციის განვითარებას, რიგ შემთხვევებში კი ადგილი აქვს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას. საქართველოს ავიაციის განვითარებისთვის საჭიროა ქვეყანას გააჩნდეს სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა, ავიაციის სექტორის განვითარების სტრატეგიული ხედვა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობის გამჭირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციის რისკების მინიმუმამდე დაყვანა, ინფრასტრუქტურის განვითარება და შემაფერხებელი ბარიერების მოხსნა, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმალური ჰარმონიზაცია, საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნა და არა ავიაკომპანიების სუბსიდირება,  აღინიშნა პრესკონფერენციაზე. 




3000-მდე ევრო გერმანიის დატოვების სანაცვლოდ - რას სთავაზობს ოფიციალური ბერლინი საქართველოს მოქალაქეებს

person access_time2018-02-22 18:33:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP). პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში...

„საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელი არ უნდა გავრცელდეს, ბანკებს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“

person access_time2018-02-22 20:05:16
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.  სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის. როგორც  „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ...

„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“

person access_time2018-02-22 15:00:16
„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“ -ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ   გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.   ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და...

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორი - დოკუმენტში ძირეული ცვლილებები არ იქნება

person access_time2018-02-22 16:38:52
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.  სალუქვაძის განმარტებით, ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია, ამიტომ გენგეგმაში ძირეული ცვლილებებიც არ იქნება.  „შენიშვნა თუ არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, ბუნებრივია, ეს არც იქნება. იქ იყო რიგი საკითხების დაზუსტებები, დაკონკრეტება და...

მაღალი ტარიფები თბილისის აეროპორტში - TAV Georgia Ryanair-ს პასუხობს

person access_time2018-02-22 13:55:32
„ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, რომელიც ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ასე ეხმაურება „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანია Ryanair-ის  მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელ  ნილ ოკონერმის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.   „ტავ...


მსგავსი სიახლეები