ენგურის ტურისტული ცენტრის საპროექტო სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდება

access_time2018-01-17 19:00:00

17 იანვარს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორი თორნიკე რიჟვაძე ენგურის ტურისტული ცენტრის საპროექტო სამუშაოების განმახორციელებელ კომპანია - „კოკო არქიტექტორების" წარმომადგენლებს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში „კოკო არქიტექტორებმა" წარმოადგინეს შესრულებული საპროექტო სამუშაოები. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან შეხვედრისას განხილულ იქნა ენგურის ტურისტული კომპლექსის აღმოჩენათა ცენტრის წინარე პროექტი, მუზეუმოგრაფია, გადმოსახედი პლატფორმების და პანორამული ლიფტის საკითხები.

 


გარდა ზემოხსენებულისა, ამ დროისთვის კონსულტანტის მიერ შესრულებულია შემდეგი სამუშაოები: გენერალური გეგმა, ადმინისტრაციული შენობის ლაზერული სკანირება და შენობის სტრუქტურული კვლევა, ლანდშაფტის 3D მოდელი, ტოპოგრაფია, არსებული გზების მდგომარეობის კვლევა. ასევე, განხორციელებულია მცირე ზომის არქიტექტურული შენობების კვლევა, საინფორმაციო ნიშნების სქემა.

 

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ენგურის კაშხალზე გამგზავრება.

 

 

ენგურის ტურისტული ცენტრის საპროექტო სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.


 

 

შეგახსენებთ, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის განკარგულება #476-ის საფუძველზე 2017 წლის 5 აპრილს დააფუძნა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი", რომელიც ახორციელებს ენგურის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.

 

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი - ნიკა ანთიძე, შპს „ენგურის" დირექტორი - ლევან მებონია, შპს „ენგურის ტურისტული ცენტრის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - თორნიკე ყაზარაშვილი და საბჭოს სხვა წევრები.

 

 

 

 

 

 



3000-მდე ევრო გერმანიის დატოვების სანაცვლოდ - რას სთავაზობს ოფიციალური ბერლინი საქართველოს მოქალაქეებს

person access_time2018-02-22 18:33:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP). პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში...

„საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელი არ უნდა გავრცელდეს, ბანკებს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“

person access_time2018-02-22 20:05:16
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.  სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის. როგორც  „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ...

„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“

person access_time2018-02-22 15:00:16
„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“ -ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ   გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.   ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და...

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორი - დოკუმენტში ძირეული ცვლილებები არ იქნება

person access_time2018-02-22 16:38:52
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.  სალუქვაძის განმარტებით, ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია, ამიტომ გენგეგმაში ძირეული ცვლილებებიც არ იქნება.  „შენიშვნა თუ არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, ბუნებრივია, ეს არც იქნება. იქ იყო რიგი საკითხების დაზუსტებები, დაკონკრეტება და...

მაღალი ტარიფები თბილისის აეროპორტში - TAV Georgia Ryanair-ს პასუხობს

person access_time2018-02-22 13:55:32
„ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, რომელიც ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ასე ეხმაურება „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანია Ryanair-ის  მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელ  ნილ ოკონერმის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.   „ტავ...


მსგავსი სიახლეები