1-ლი თებერვლიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება

access_time2018-01-17 12:15:00

მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს განუცხადა.
სასტუმრო „ბილტმორში" გამართულ შეხვედრაზე, ზემოთ აღნიშნულ სიახლესთან ერთად, ასევე განხილული იყო „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესში" ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანი პროდუციის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებაა.



„ელექტრონული სისტემის დანერგვით, გამარტივდება სერტიფიცირების პროცედურები, მეწარმეს აღარ მოუწევს სააგენტოში მოსვლა. მას შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით შეავსოს დეკლარაცია, გააკეთოს განაცხადი და მხოლოდ მზა სერტიფიკატის ასაღებად მოვიდეს სააგენტოში. რაც შეეხება სერტიფიცირების წესში დაგეგმილ ცვლილებებს, კომპანიები ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რომ მოხდეს ხარისხის კონტროლის სისტემის სრულყოფა. მთავრობა და კერძო სექტორი თანხმდება, რომ დაბალხარისხიანი ან უხარისხო ღვინო საქართველოში არ უნდა იწარმოებოდეს" - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.



ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს უკვე ჩაუტარდა ტრენინგი ახალ, ელექტრონულ სერტიფიცირების სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. საჭიროეების შეთხვევაში, სააგენტო მზად არის მსურველებს ჩაუტაროს დამატებითი კონსულტაციები.
მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ასევე განხილული იყო „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში" შესულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. აქამდე ეს მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს ეხებოდა. გიორგი სამანიშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.






3000-მდე ევრო გერმანიის დატოვების სანაცვლოდ - რას სთავაზობს ოფიციალური ბერლინი საქართველოს მოქალაქეებს

person access_time2018-02-22 18:33:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP). პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში...

„საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელი არ უნდა გავრცელდეს, ბანკებს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“

person access_time2018-02-22 20:05:16
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.  სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის. როგორც  „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ...

„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“

person access_time2018-02-22 15:00:16
„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“ -ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ   გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.   ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და...

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორი - დოკუმენტში ძირეული ცვლილებები არ იქნება

person access_time2018-02-22 16:38:52
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.  სალუქვაძის განმარტებით, ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია, ამიტომ გენგეგმაში ძირეული ცვლილებებიც არ იქნება.  „შენიშვნა თუ არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, ბუნებრივია, ეს არც იქნება. იქ იყო რიგი საკითხების დაზუსტებები, დაკონკრეტება და...

მაღალი ტარიფები თბილისის აეროპორტში - TAV Georgia Ryanair-ს პასუხობს

person access_time2018-02-22 13:55:32
„ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, რომელიც ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ასე ეხმაურება „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანია Ryanair-ის  მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელ  ნილ ოკონერმის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.   „ტავ...


მსგავსი სიახლეები