დიმიტრი ქუმსიშვილი – „კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგის სამომავლო განვითარებისათვის“

access_time2018-01-17 11:19:31

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ენერგეტიკის დარგში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.



როგორც „კომერსანტს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის (GREDA) თავმჯდომარე ლევან ვეფხვაძე და წევრი დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG), „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლები.



შეხვედრაზე ისაუბრეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე, ენერგეტიკულ სექტორში საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს გაუმჯობესებასა და საკვანძო ენერგეტიკულ პროექტებზე.



პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმრებს ენერგეტიკის მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებზე ესაუბრა.




„კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხადარჭერა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია დარგის სამომავლო განვითარებისთვის. ბიზნესისა და მთავრობის ერთობლივ მუშაობაზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის და მათ შორის, ენერგეტიკის წინსვლა - განაცხადა შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა.



ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება და ენერგეტიკის მიმართულებით მომუშავე ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამინისტროსგან მიიღებენ ინფორმაციას დარგში მიმდინარე პროცესების შესახებ.


 

 

 

 

 



3000-მდე ევრო გერმანიის დატოვების სანაცვლოდ - რას სთავაზობს ოფიციალური ბერლინი საქართველოს მოქალაქეებს

person access_time2018-02-22 18:33:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP). პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში...

„საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელი არ უნდა გავრცელდეს, ბანკებს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“

person access_time2018-02-22 20:05:16
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.  სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის. როგორც  „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ...

„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“

person access_time2018-02-22 15:00:16
„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“ -ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ   გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.   ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და...

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორი - დოკუმენტში ძირეული ცვლილებები არ იქნება

person access_time2018-02-22 16:38:52
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.  სალუქვაძის განმარტებით, ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია, ამიტომ გენგეგმაში ძირეული ცვლილებებიც არ იქნება.  „შენიშვნა თუ არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, ბუნებრივია, ეს არც იქნება. იქ იყო რიგი საკითხების დაზუსტებები, დაკონკრეტება და...

მაღალი ტარიფები თბილისის აეროპორტში - TAV Georgia Ryanair-ს პასუხობს

person access_time2018-02-22 13:55:32
„ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, რომელიც ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ასე ეხმაურება „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანია Ryanair-ის  მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელ  ნილ ოკონერმის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.   „ტავ...


მსგავსი სიახლეები