საბავშო ბაღის 13 აღსაზრდელზე ერთი აღმზრდელ-პედაგოგი გამოიყოფა

access_time2018-01-17 08:30:39

კანონმდებლობის თანახმად, 2020 წლისთვის 6 წლამდე ასაკის 13 აღსაზრდელზე ერთი აღმზრდელ-პედაგოგი უნდა მოდიოდეს. საგულისხმოა, რომ ეს სტატუსი საბავშო ბაღის არც ერთ მასწავლებელს არ გააჩნია. საბავშვო ბაღებში დასაქმებული კადრების გადამზადება-სერთიფიცირების პროცესი 2018-2019 წლებში აქტიური საკითხი იქნება.

 


სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პედაგოგის სტანდარტი იცვლება. განათლების სამინისტროს შემუშავებული სტანდარტი საქართველოს მთავრობამ ახლახანს დაამტკიცა.

 

 

აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი სავალდებულო მხოლოდ 2024 წლიდან გახდება. ამჟამად კი კვალიფიკაციის ზრდა სავალდებული არ არის და საბავშვო ბაღის თანამშრომლის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

 

 

ამ ეტაპზე განათლების სამინისტროში მეთოდისტების მომზადება იწყება. მათი ტრენერებად ჩამოყალიბების შემდეგ კი ბაღის თანამშრომელთა გადამზადების პროცესი უნდა დაიწყოს. რაკი საბავშვო ბაღები არა ცენტრალური მთავრობის, არამედ ადრილობრივი მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაშია, ქვეყნის მასშტაბით პროცესი ერთიანი არ იქნება და ყველა მუნიციპალიტეტი თავად დაადგენს სერთიფიცირების დაწყების თარიღს.


 

 

ბაღის მასწავლებელთა საშუალო ასაკი 40-დან 47 წლამდეა. მათგან მხოლოდ 32,2%-ს აქვს უმაღლესი განათლება სკოლამდელი განათლების სფეროში, 35,4%-ს - პროფესიული, ხოლო 32%-ს არ აქვს ამ დარგში განათლება. პედაგოგთა 40%-ს არ აქვს გავლილი არანაირი ტრენინგი და საწყისი განათლება ათწლეულების წინ აქვთ მიღებული. რაც შეეხება აღმზრდელების განათლებას, მათ მხოლოდ მცირე ნაწილს (21.2%) აქვს რაიმე ტიპის განათლება სკოლამდელი აღზრდის ან პედაგოგიურ სფეროში, უმეტესობას (72.3%) არ აქვს გავლილი არანაირი პროფესიული გადამზადების კურსი ან ტრენინგი.

 

 

ამჟამად, ბაღებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა არ იგეგმება. ანაზღაურების ზრდის ერთადეთი გარანტი აღმზრდელ-პედაგოგის კვალიფიკაცია იქნება.

 

 

bm.ge

 

 

 

 



3000-მდე ევრო გერმანიის დატოვების სანაცვლოდ - რას სთავაზობს ოფიციალური ბერლინი საქართველოს მოქალაქეებს

person access_time2018-02-22 18:33:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP). პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში...

„საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელი არ უნდა გავრცელდეს, ბანკებს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“

person access_time2018-02-22 20:05:16
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.  სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის. როგორც  „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ...

„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“

person access_time2018-02-22 15:00:16
„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“ -ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ   გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.   ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და...

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორი - დოკუმენტში ძირეული ცვლილებები არ იქნება

person access_time2018-02-22 16:38:52
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.  სალუქვაძის განმარტებით, ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია, ამიტომ გენგეგმაში ძირეული ცვლილებებიც არ იქნება.  „შენიშვნა თუ არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, ბუნებრივია, ეს არც იქნება. იქ იყო რიგი საკითხების დაზუსტებები, დაკონკრეტება და...

მაღალი ტარიფები თბილისის აეროპორტში - TAV Georgia Ryanair-ს პასუხობს

person access_time2018-02-22 13:55:32
„ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, რომელიც ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ასე ეხმაურება „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანია Ryanair-ის  მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელ  ნილ ოკონერმის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.   „ტავ...


მსგავსი სიახლეები