„კრიპტოვალუტა ციფრული აქტივების ერთიანობაა“ - ქართული კომპანია კრიპტოვალუტაზე, რისკებსა და სამუშაო მექანიზმზე

access_time2018-01-16 19:30:34

კრიპტოვალუტა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა ფულით დაინტერესებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბოლო თვეების მანძილზე. თემის აქტუალობამ კრიპტოექსპერტებისა და კონსულტანტების აუცილებლობა განაპირობა, ხოლო მაინინგი აქტიურად მოექცა საზოგადოების ინტერესის არეალში. ამ ყველაფრის პარალელურად, კრიპტოვალუტის გარშემო არის უამრავი კითხვა, რომელთაგან ხშირად დასმულ კითხვებს Bitforx-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ნიკა ცოტნიაშვილი პასუხობს.


— რა მექანიზმით იქმნება კრიპტოვალუტა?


კრიპტოვალუტა უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ციფრული აქტივების ერთიანობა, რომელიც გარიგების ერთგვარი საშუალებაა. კრიპტოვალუტის ემისია და აღრიცხვა ემყარება კრიპტოგრაფიულ მეთოდებს, ციფრული ვალუტა არაა დაკავშირებული არც მწარმოებლურ ეკონომიკასთან, არც საბანკო კაპიტალთან. კრიპტოვალუტის შექმნა მარტივად რომ ვთქვათ ნებისმიერ პროგრამისტს შეუძლია, მისი შექმნა სირთულეს არ წარმოადგენს. სირთულე ვალუტის უკან არსებულ იდეაზეა დამოკიდებული, რაც სტიმულს აძლევს ხალხს ეს ვალუტა შეიძინონ, ინვესტიცია ჩადონ ან გამოიყენონ.


—  კრიპტოვალუტით დაინტერესებს ყოველდღიურად იზრდება, რა განაპირობებს ამას?


როგორც აღვნიშნე, უზარმაზარი შემოსავალი. მარტივად რომ ვთქვათ, ბიტკოინი რომ 2010 წელს 10$-ად გეყიდათ, დღეს 15 000$ გექნებოდათ, ამის უახლოესი მაგალითია Cardano. თუ კარდანოს 3 თვის წინ შეიძენდით 100$-ად დღეს 5000$ გექნებოდათ. მსგავსი მაგალითი უამრავია, ძირითადი ინტერესი სწორედ ამ სასწაულებრივ გზით გამდიდრების სურვილიდან მოდის.. მაგრამ არის მეორე კატეგორია, რომელსაც მიჩნია რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია ანუ ნებისმიერი სისტემის დეცენტრალიზებული მართვა, ჩვენი მომავალია.


— ბევრში ციფრული ფული ეჭვს აღძრავს, ავხსნათ, რეალურად რას ეყრდნობა კრიპტოვალუტა და რა აძლევს მას “სიმყარეს”?


ეჭვები ყოველთვის იყო და არის. ხალხი კომპიუტერს, შემდეგ ინტერნეტს აკრიტიკებდა. თუ გადავხედავთ კრიპტოვალუტის მოწინააღმდეგეებს, ყველა 50 წელს გადაცილებული “ძველი ეკონომიკის სკოლის” ცენტრალიზებული მმართველობის მომხრეები არიან, ხალხი, ვინც ბანკის უკან დგას ვისაც არ აწყობს ამ მიმართულების ოდნავ მაინც განვითარება, ვინც მომავალს აფერხებს საკუთარი პირადი ინტერესების და შემოსავლების გამო. რაც შეეხება რისკებს, ყოველთვის არსებობს ლარის 10 დოლარამდე გაუფასურების საფრთხე, მას სიძლიერეს აძლევს ქართველი ხალხი, ვინც ლარს იყენებს, ზუსტად იგივე მიწოდება მოხოვნაზე დამოკიდებული პირდაპირპროპორციული პრინციპია კრიპტოვალუტების შემთხვევაში, მაგრამ აქ რამდენიმე ცვლილებაა, თუ მე მინდა ფული ჩემს რომელიმე ნათესავს გავუგზავნო ამერიკაში, უნდა მივიდე ბანკში, გადავიხადო პროცენტი და ველოდო რამდენიმე დღე, ბიტკოინის გადარიცხვის დროს კი მხოლოდ 15 წუთია საჭირო (შესაძლებელია დარიცხვისას 10$-ით მეტიც დაერიცხოს, თუ ფასის ცვლილება მოხდა ამ დროს).


—  საქართველოში პროცენტულად, ყველაზე მეტი ადამიანია დაინტერესებული სხვადასხვა ციფრული ვალუტით, ბევრმა ინვესტიციაც განახორციელა, რა განაპირობებს ამას?



ქართველებს ალბათ, ყველაზე მეტად გვაქვს სურვილი სწრაფი გამდიდრების, ერთ-რთი მთავარი პირობა სწორედ ესაა. საბედნიეროდ, ქართველებმა მალე დაინახეს პოტენციალი კრიპტოვალუტაში, ამასთან საქართველოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ყველაზე კარგი პირობებია. ამას დავუმატოთ არსებულ კანონთა თანხვედრა კრიპტოპოლიტიკის და მაინინგის მიმართულებით. რატომაც არა? ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა ასე ადრე რომ ჩავერთეთ.


— რა წვლილი შეაქვს 4XCORP-ს ამ სფეროში?


4XCORP-მა საკმაოდ დიდი როლი იტვირთა, საქართველოს ბაზრის და საერთაშორისო ბაზრის სრულიად ახალი და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით. ძირითადად, ამ სფეროში არსებული კომპანიები საკუთარ მოგებაზე არიან ორიენტირებული, ამის საპირისპიროს ცდილობს კომპანია 4XCORP. მაინინგი Bitforx-ის საშუალებით ნებისმიერი მოქალაქისთვის შესაძლებელია, ინვესტიცია 20$-დან იწყება და ფაქტობრივად, უკვე ინდუსტრიის ნაწილი ხარ და საკუთარი ბიტკოინი დღიურად გერიცხება. გაქვს საკუთარი ონლაინ საფულე, სადაც დაცულად ინახავ საკუთარ კრიპტოვალუტას, ამას გარდა, რამდენიმე დიდ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც წელს დასრულდება.



—  რა რისკები არსებობს მაინინგის სფეროში?


კრიპტოსავალუტო დეცენტრალიზებულ ქსელში დარეგისტრირებისას, საკუთარი მძლავრი კომპიუტერით მონაწილეობ ვირტუალური ვალუტის მოპოვებაში (მაინინგში), მაინინგს საკმაოდ დიდი კომპიუტერული სიმძლავრე, რესურსები, ელექტროენერგია და ბევრი პრობლემა აქვს, ამიტომ საკუთარი მაინინგის აპარატურის შექმნა საკამოდ რთული საქმეა, რასაც ძირფესვიანი ცოდნა უნდა, რა თქმა უნდა, ყველას ეს შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ ამის საკუთესო გზა არის ქლაუდ მაინინგი, როდესაც რომელიმე კომპანიის კუთვნილ კომპიუტერის ძალას hashpower-ს ყიდულობ და იმის პროპორციულ შემოსავალს იღებ. სფეროში რამდენიმე დიდი მოთამაშე და ბევრი პატარა კომპანია ჩანს, მაგრამ პრობლემა დიდია, ამ კომპანიებზე ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება. არ აზიარებენ საკუთარი გუნდის სურათებს, ამ კომპიუტერების ე.წ “ფერმის” სურათებს, ვიდეოებს და ეს კომპანია, სადაც ინვესტიცია ჩადე, ხვალ რომ გაქრეს ვერაფერს ვერ იზამ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, ამ სფეროში არ არსებობს გარანტიები. ასევე შანსია იმ კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად შეიცვალოს.


—  რას საქმიანობს bitforx? როგორ დაუსაბუთებთ მკითხველს, რომ კომპანია სანდოა?


bitforx არის საკუთესო ადგილი საკუთარი ფინანსების შენახვისთვის ე.წ. ონლაინ საფულე, სადაც უსაფრთხოდ იქმნება საკუთარი კრიპტოვალუტა, საიდანაც ნებისმიერ დროს შეგეძლება გადარიცხვის განხორციელება სწრაფად და დაბალი ტარიფებით. bitforx ამასთან არის cloud mining კომპანია, სადაც შეგიძლია ინვესტიცია განათავსო და 1 წლის ვადით 250%-მდე მოგება ნახო. ეს მოგება, რა თქმა უნდა, გაიზრდება, თუ ბიტკოინის ფასიც გაიზრდება.


ოფისი თბილისში გვაქვს მისამართზე, 12 Archil Kereselidze. სადაც ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს და კონსულტაცია გაიაროს. კომპანია ყოველდღიურად აქვეყნებს ინფორმაციას ამ სფეროში არსებულ სიახლეებზე, ხშირად ვწერთ უნიკალურ, ინფორმაციულ ბლოგს: https://blog.bitforx.com/. ფერმა გაქვს ქუთაისში. ესეც მისი დამადასტურებელი ვიდეო, ჩვენს სტაფთან ერთად:


— როგორც ვიცით, ახალ აპლიკაციას ამზადებთ. რა იქნება პროგრამის ფუნქცია, ვის და როგორ შეუძლია მისი გამოყენება?


აპლიკაცია მზადაა უკვე და დაანონსებას ველოდებით. აპლიკაციას აქვს Wallet-ის ფუნქცია საკუთარი ბიტკოინის შენახვისა და სწრაფი გადარიცხვისთვის, ასევე bitforx-ის ანალოგია მაინინგზე არსებული სტატისტიკა და ინფორმაცია შეიძლება მოიპოვოთ, ყოველდღიურად მიიღოთ ინფორმაცია ფასის ცვლილებისა და საკუთარი დანარიცხების შესახებ, შეტყობინებების სახით. საკამოდ მოსახერხებელი და დახვეწილი აპლიკაციაა.


marketer.ge



3000-მდე ევრო გერმანიის დატოვების სანაცვლოდ - რას სთავაზობს ოფიციალური ბერლინი საქართველოს მოქალაქეებს

person access_time2018-02-22 18:33:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP). პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში...

„საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელი არ უნდა გავრცელდეს, ბანკებს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“

person access_time2018-02-22 20:05:16
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.  სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის. როგორც  „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ...

„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“

person access_time2018-02-22 15:00:16
„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“ -ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ   გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.   ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და...

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორი - დოკუმენტში ძირეული ცვლილებები არ იქნება

person access_time2018-02-22 16:38:52
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.  სალუქვაძის განმარტებით, ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია, ამიტომ გენგეგმაში ძირეული ცვლილებებიც არ იქნება.  „შენიშვნა თუ არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, ბუნებრივია, ეს არც იქნება. იქ იყო რიგი საკითხების დაზუსტებები, დაკონკრეტება და...

მაღალი ტარიფები თბილისის აეროპორტში - TAV Georgia Ryanair-ს პასუხობს

person access_time2018-02-22 13:55:32
„ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, რომელიც ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ასე ეხმაურება „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანია Ryanair-ის  მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელ  ნილ ოკონერმის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.   „ტავ...


მსგავსი სიახლეები