Freedom House - დემოკრატია კრიზისშია

access_time2018-01-16 12:41:32

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „ფრიდომ ჰაუსმა" გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში თავისუფლების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, 2017 წელს დემოკრატია აღმოჩნდა ყველაზე სერიოზულ კრიზისში ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

 

„ფრიდომ ჰაუსი" აღნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში შეტევა განხორციელდა დემოკრატიის ისეთ ძირითად პრინციპებზე, როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, უმცირესობების უფლებები, პრესის თავისუფლება და კანონის უზენაესობა.

 

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო 12 წელია ვითარება უარესდება პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ. „ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშის, თანახმად, რომელიც მსოფლიოს 195 სახელმწიფოს მოიცავს, მდგომარეობა გაუარესებულია 71 ქვეყანაში და გაუმჯობესებაა მხოლოდ 35-ში. ორგანიზაციის შეფასებით, 195 ქვეყნიდან თავისუფალია 88, ნაწილობრივ თავისუფალი 58 და არათავისუფალი 49.

 


„ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშის მიხედვით, საქართველო რჩება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის და საუკეთესო 100 ქულიდან აქვს 64, ამ მაჩვენებლით ის ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე პოზიციაზეა.

 

ანგარიშში წერია, რომ საქართველომ 2018 წელს შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადოს, აქედან გამომდინარე კი "განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს".

 

„მმართველი კოალიციის მიერ განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა მომავალ არჩევნებში ისედაც დასუსტებულ ოპოზიციას გამარჯვების შანსები შეუმცირა და გაამყარა ქართული ოცნების მმართველობა კიდევ წლების განმავლობაში, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მფარველობს", - წერია ანგარიშში.

 

ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების საკითხში საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს მინიჭებული. ანგარიშში ასევე მოხსენიებულია თბილისისდან აფგან მუხტარლის გატაცების საკითხიც, რაშიც საქართველოს მონაწილეობაც იკვეთება.

 



3000-მდე ევრო გერმანიის დატოვების სანაცვლოდ - რას სთავაზობს ოფიციალური ბერლინი საქართველოს მოქალაქეებს

person access_time2018-02-22 18:33:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP). პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში...

„საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელი არ უნდა გავრცელდეს, ბანკებს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“

person access_time2018-02-22 20:05:16
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.  სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის. როგორც  „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ...

„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“

person access_time2018-02-22 15:00:16
„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“ -ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ   გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.   ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და...

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორი - დოკუმენტში ძირეული ცვლილებები არ იქნება

person access_time2018-02-22 16:38:52
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.  სალუქვაძის განმარტებით, ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია, ამიტომ გენგეგმაში ძირეული ცვლილებებიც არ იქნება.  „შენიშვნა თუ არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, ბუნებრივია, ეს არც იქნება. იქ იყო რიგი საკითხების დაზუსტებები, დაკონკრეტება და...

მაღალი ტარიფები თბილისის აეროპორტში - TAV Georgia Ryanair-ს პასუხობს

person access_time2018-02-22 13:55:32
„ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, რომელიც ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ასე ეხმაურება „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანია Ryanair-ის  მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელ  ნილ ოკონერმის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.   „ტავ...


მსგავსი სიახლეები