სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საჯარო სექტორში პროდუქტიულობის გაუმჯობესების“ სასწავლო კურსი დაიწყო

access_time2018-01-15 20:34:05

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა“ „საჯარო სექტორში პროდუქტიულობის გაუმჯობესების“ სასწავლო კურსი დაიწყო.


როგორც კომერსანტს აუდიტის სამსახურიდან აცნობეს, სწავლების მიზანია მსმენელებს მისცეს საჯარო მართვის ეფექტურად და პროდუქტიულად განხორციელების საბაზისო ცოდნა, რომელიც მენეჯმენტის ამერიკული სკოლის თანამედროვე სწავლებაზეა დაფუძნებული.
6 კვირიანი კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა დასახონ რეალისტური ეფექტიანი მართვის სტრატეგიები, გაანალიზონ პროდუქტიულობის გაუმჯობესების ინიციატივები და ამით ხელი შეუწყონ საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესს.


აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას. სასწავლო კურსს უძღვება ევროკავშირის პროექტის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება“ ექსპერტი გიორგი ალასანია.


სასწავლო კურსის პირველ ლექციას გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი და გენერალური აუდიტორის მოადგილე დავით გოგიჩაიშვილი დაესწრნენ.



„საჯარო აუდიტის ინსტიტუტს“ მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვს ასევე საჯარო ფინანსების მართვასა და აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სწავლებები.


„საჯარო აუდიტის ინსტიტუტი“ წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვეუწყებას, რომელიც ახორციელებს საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირებას, უზრუნველყოფს სხვადასხვა სასწავლო კურსების შემუშავებასა და ჩატარებას, რითაც ხელს უწყობს საჯარო სფეროში მომუშავე აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.


„საჯარო აუდიტის ინსტიტუტის“ მთავარი მიზანია აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლების გზით აუდიტების ხარისხის გაუმჯობესება და მაღალი სტანდარტის აუდიტორული დასკვნების მომზადების ხელშეწყობა.




3000-მდე ევრო გერმანიის დატოვების სანაცვლოდ - რას სთავაზობს ოფიციალური ბერლინი საქართველოს მოქალაქეებს

person access_time2018-02-22 18:33:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP). პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში...

„საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელი არ უნდა გავრცელდეს, ბანკებს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“

person access_time2018-02-22 20:05:16
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.  სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის. როგორც  „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ...

„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“

person access_time2018-02-22 15:00:16
„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“ -ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ   გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.   ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და...

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორი - დოკუმენტში ძირეული ცვლილებები არ იქნება

person access_time2018-02-22 16:38:52
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.  სალუქვაძის განმარტებით, ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია, ამიტომ გენგეგმაში ძირეული ცვლილებებიც არ იქნება.  „შენიშვნა თუ არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, ბუნებრივია, ეს არც იქნება. იქ იყო რიგი საკითხების დაზუსტებები, დაკონკრეტება და...

მაღალი ტარიფები თბილისის აეროპორტში - TAV Georgia Ryanair-ს პასუხობს

person access_time2018-02-22 13:55:32
„ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, რომელიც ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ასე ეხმაურება „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანია Ryanair-ის  მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელ  ნილ ოკონერმის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.   „ტავ...


მსგავსი სიახლეები