„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელშეწყობით, ზესტაფონში პროფესიული სწავლების დღის ცენტრი გაიხსნა

access_time2018-01-12 18:08:33

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოვრების მეგზურმა", რომელიც ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლასა და დახმარებაზე ზრუნავს, ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ბაზაზე და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური ხელშეწყობით, პროფესიული სწავლების დღის ცენტრი გახსნა.

 

ამიერიდან ორგანიზაციის ბენეფიციარები, ინტეგრირებული სწავლების მეთოდიკის გათვალისწინებით, სასკოლო პროგრამების შემსწავლელი და დამატებითი მეცადინეობების პარალელურად, პროფესიული სწავლების კურსებსაც გაივლიან. შეისწავლიან მათთვის სასურველ სპეციალობას, ხელობას ან რომელიმე ხელსაქმე-ოსტატობას, რაც შემდგომ დამოუკიდებელი ცხოვრების გაგრძელებაში დაეხმარებათ.

 

დღის ცენტრის პრეზენტაციაზე ორგანიზაცია „ცხოვრების მეგზურს“ ახალმოსახლეობა მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა კახა მახათაძემ, ორგანიზაცია  „საქართველოს დღის ცენტრების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ქალბატონმა დალი კოჭლამაზიშვილმა და ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ბატონმა ვასო გველესიანმა.


 

როგორც „ცხოვრების მეგზურის“ დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა, ქალბატონმა რუსუდან მუმლაძემ აღნიშნა, ორგანიზაცია თავისი მუშაობისა და ფუნქციონირების შემდგომ ეტაპებს „ქართულ გენთან“ თანამშრომლობით გააგრძელებს. მათი ერთობლივი პროექტები „ცხოვრების მეგზურის“ ფუნქციონირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის და მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების დამკვიდრებაში დაეხმარება.

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები