ჩინეთში Marriott-ის ვებგვერდი და აპლიკაცია დაიბლოკა

ჩინეთში Marriott-ის ვებგვერდი და აპლიკაცია დაიბლოკა

access_time2018-01-13 11:00:21

ამერიკულ სასტუმროთა ქსელ Marriott-ს ჩინეთში პრობლემები აქვს. ჩინეთის მთავრობამ კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია იმ მიზეზით დაბლოკა, რომ სასტუმროს მონაცემებში ტიბეტი, ჰონგ-კონგი, ტაივანი და მაკაო ცალკე ქვეყნებად არიან მოხსენიებული.


ჩინეთის მთავრობა აღნიშნულ ქალაქებსა და ტერიტორიებს ქვეყნის ნაწილად განიხილავს და მათ სუვერენულად მოხსენიებას გმობს. მთავრობის მიხედვით, Marriot-მა კიბერუსაფრთხოებისა და რეკლამირების წესები დაარღვია.


ტურიზმის სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. „აღნიშნულ ინდუსტრიაში არსებულმა კომპანიებმა მომხდარი გამაფრთხილებელ ნიშნად უნდა აღიქვან. ჩინეთში ოპერირებისას მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა და რეგულაციები, რათა თავიდან აირიდონ მსგავსი ინცინდენტები,“ ვკითხულობთ განცხადებაში.



თავის მხრივ, Marriott-მა მომხდართან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ კომპანია ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ ინტეგრაციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. Marriott-ის განცხადებით, მომხდარში დამნაშავე ადამიანები სამუშაო ადგილს დატოვებენ.


Marriott-ი 125 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 6,200 სასტუმროს აერთიანებს.



CNNMoney



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები