დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში მიმდინარე ტურისტული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

access_time2018-01-12 15:54:06

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში მნიშვნელოვანი ტურისტული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.


დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. სკოლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ", განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ დააფუძნეს. სასწავლებელს აგრეთვე მხარდაჭერა აღმოუჩინა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა", რომელმაც სკოლას ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება გამოუყო საგრანტო პროგრამის ფარგლებში.


ტურისტული სასწავლებლის ოფიციალურ გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და სამთო გამყოლთა დარგის სპეციალისტებმა.


ოფიციალური მისალმებისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი შეფასება მისცა საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დაფუძნებას და პროფესიონალი სამთო გიდების მომზადებას. მისი თქმით, საქართველოში ტურისტების რაოდენობას ზრდასთან ერთად აუცილებელია მიწოდებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაც. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში სწორედ იმ პროფესიის ადამიანები მომზადდებიან, რომელთა დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია და ვინც ჩვენს ქვეყანას ტურიზმის განვითარების მიმართულებით ძალიან სჭირდება.


საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის შენობა, რომელიც მსგავს სასწავლებლებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნიშნულზე - 2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.


გახსნის ოფიციალური ცერემონია სკოლის პირველი კურსდამთავრებულებისთვის (30-მდე სათხილამურო გამყოლის, საფეხმავლო გამყოლისა და სამთო გამყოლის) სერტიფიკატების გადაცემით და სამახსოვრო ფოტოს გადაღებით დასრულდა.



სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის მისიაა მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან, როგორც ადგილობრივ, ასევე შრომის საერთაშორისო ბაზარზე. სკოლა მიზნად ისახავს სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში და სხვა მასთან დაკავშირებული მაღალი რისკის აქტივობებში ჩართული კადრების (საფეხმავლო, ალპური, სათხილამურო და სამთო გამყოლების, სამთო სპორტის სახეობებისა და სათავგადასავლო აქტივობების ინსტრუქტორების) პროფესიულ მომზადებას, ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც გაზრდის საქართველოში უსაფრთხოებას. ასევე, ქვეყანაში სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულების კონკურეტუნარიანობის გაზრდას.


გუდაურში ყოფნისას, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო საკურორტო ზონაში მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობას, მათ შორის, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამჟამად გუდაურში არსებული საკანალიზაციო ქსელი ამორტიზებულია და რიგ დასახლებებში სრულად არ არის განვითარებული. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შედეგად, გუდაურს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების სისტემა მოემსახურება. ხოლო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას რეგიონში და ხელს შეუწყობს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას. ასევე, დაგეგმილია გუდაურის წყალმომარაგების ქსელის გაფართოვება, რაც გულისხმობს გუდაურის მიმდებარე სოფლის ,,სეთურების'' წყალმომარაგების ქსელის განვითარებას. სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყება.


პირველი ვიცე-პრემიერი ასევე დაინტერესდა გუდაურში 100,000 კუბური მეტრის ხელოვნური ტბის მოწყობის სამუშაოებით. აღნიშნული რეზერვუარი უზრუნველყოფს გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას. პროექტის ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია.


დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე გაეცნო კობი-გუდაურის საბაგიროს მშენებლობის პროცესს, რომლის სიგრძე 7,5 კმ-ია.


პირველმა ვიცე-პრემიერმა აგრეთვე დაათვალიერა ახალ გუდაურში ტურისტული ობიექტები, რომლებიც სამთო კურორტზე კომპანია „რედკომ" ააშენა. დიმიტრი ქუმსიშვილს მეგზურობა კომპანიის დამფუძნებელმა მირიან ქათამაძემ გაუწია. 2012-2016 წლებში „რედკოს" ინვესტიციამ ახალ გუდაურში 45 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ჯამში 5 აშენებული და 5 მიმდინარე პროექტით გამოიხატა. 2018 წლის განმავლობაში „რედკო" მშენებლობების ინტენსიურობის გაორმაგებას გეგმავს - ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში გენგეგმის მიხედვით კიდევ 7 შენობის მშენებლობის დაწყებაა გათვალისწინებული.


„გუდაურში ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. რამდენიმე საბაგირო აშენდება გუდაურში 2018 წლის განმავლობაში. ამავე დროს, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების და წყალარინების პროექტი. 2016-17 წლებში გუდაურში 36 კმ. წყალმომარაგების ქსელი აშენდა და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ასევე მოეწყობა ხელოვნური ტბა, რომელიც ხელოვნური გათოვლიანების სისტემას უზრუნველყოფს," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




დავით მესხიშვილი: მთაწმინდაზე მთლიანად ქედის დემონტაჟია დაგეგმილი

person access_time2018-02-23 19:20:53
თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე კლდეზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ კადრებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ მიმდინარე სამუშაოები საფრთხის შემცველია. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, მთაწმინდის ქედის ნგრევის აქტიური სამუშაოები დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. ჩვენ გუშინ ადგილზე ვნახეთ ეს პროცესი და უკიდურესად მძიმე სიტუაცია, რადგან მეწყერსაშიში ზონებია და აქ...

მამუკა ხაზარაძე : „ანაკლია სითის“ განაშენიანების პრიორიტეტი საწარმოო, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება

person access_time2018-02-23 18:30:51
 „ანაკლია სითიმ“ ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის კვლევის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია BuroHappold Engineering-ი წარადგინა. კომპანიას დაევალება მოამზადოს ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა. ღონისძიება, რომელსაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნნენ, „ანაკლია სითის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გახსნა.   როგორც "ანაკლია სითის" დამფუძნებელმა მამუკა...

აშშ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებს ზღუდავს

person access_time2018-02-23 20:00:58
შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს, რომ „ამერიკის მტრების წინააღმდეგ სანქციებით ზემოქმედების“ კანონი (CAATSA) ეფექტური იყოს.  ამისათვის ქვეყნის მთავრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არ აწარმოონ ბიზნესი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. „მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს ყველა მისიას დავუგზავნეთ შეტყობინებები. მათ უკვე ჩაუტარდათ ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა...

დასანგრევია თუ არა ახალი შენობები - დეველოპერები სეისმოლოგებს და გეოლოგებს პასუხობენ

person access_time2018-02-23 17:12:52
სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.  გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოტური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას,...

სარესტორნო ბიზნესის მთავარი გამოწვევა მომსახურების ხარისხია

person access_time2018-02-23 16:00:34
დღეს სარესტორნო  ბიზნესი საქართველოში სწრაფად განვითარებადი სფეროა, თუმცა მიუხედავად ასეთი მზარდი ტრენდისა, მომსახურების პრობლემა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.  რატომ დგას ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ  სერვისი და ხარისხი? რა შეიძლება რესტორნის დახურვის მიზეზი გახდეს და რა უნდა გააკეთოს რესტორატორმა საკუთარი ნიშის მოპოვებისთვის, „კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად თავად რესტორატორებს დაუკავშირდა. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ყოველწიურად იზრდება...


მსგავსი სიახლეები