2017 წელს დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 33%-ით გაიზარდა

2017 წელს დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 33%-ით გაიზარდა

access_time2018-01-12 14:20:34

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით მოიმატა და 954 397 შეადგინა. 


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 33%-ით გაიზრდა, ხოლო ქართველების 28%-ით. ვიზიტორთა 57% ქართველი, 43% კი უცხოელია.


ყველაზე პოპულარული ტერიტორიების ტოპ 5-ეული ასე გამოიყურება:

• პრომეთეს მღვიმე - 163 941

• მარტვილის კანიონი - 147 374

• ყაზბეგის ეროვნული პარკი - 154 085

• სათაფლია - 85 526

• ოკაცეს კანიონი - 73 113



ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე:

• მაჭახელას ეროვნული პარკი - ზრდა 147%

• მარტვილის კანიონი - ზრდა 136%

• ალგეთის ეროვნული პარკი - ზრდა 74%

• თბილისის ეროვნული პარკი- ზრდა 47%

• მტირალას ეროვნული პარკი - ზრდა - 41%

• ოკაცეს კანიონი - ზრდა - 40%

• პრომეთეს მღვიმე - ზრდა - 19%


2017 წელს, დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ, მათგან ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. წელს ვიზიტორთა რაოდენობა განსაკუთრებით, 203%-ით გაიზარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, 64%-ით ინდოეთიდან, 63%-ით ლატვიიდან, 48%-ით ლიტვადან და რუსეთიდან. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს პირველად ესტუმრნენ ვიზიტორები ლიბანიდან, ლიბიიდან, ტაჯიკეთიდან, იემენიდან, ტუნისიდან, სამხრეთ სუდანიდან და ნეპალიდან.


20 ადმინისტრაციიდან მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის წვლილი საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს 86 542 878 ლარს, რაც მოიცავს როგორც ეკოტურისტული სერვისების, ისე ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლებს. კვლევა დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაკვეთით, პროექტის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ ფარგლებში გერმანელმა ექსპერტმა ყაზბეგის, ლაგოდეხის, მარტვილის, მტირალას და პრომეთეს დაცულ ტერიტორიებზე ჩაატარა. კვლევა ეფუძნება საქსტატისგან, ვიზიტორებისა და ადგილობრივი ტურისტული სერვისების მიმწოდებლებისგან მიღებულ ინფორმაციას.




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები