ჩაი გურიელი კამპანია „აღადგინეს“ შემოუერთდა

ჩაი გურიელი კამპანია „აღადგინეს“ შემოუერთდა

access_time2018-01-12 13:42:32

 თბილისის ხელოვნების სასახლეში, ფონდ “აღადგინესა” და ჩაის ქართული ბრენდის „გურიელის“ მწარმოებელ კომპანია „გეოპლანტს“ შორის დღეს  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.



მემორანდუმის საფუძველზე „პრინცი გურიელის საშობაო ჩაი“-ს ლიმიტირებული სერიის თითოეული ქილიდან მიღებული 1 ლარი, ბორჯომის ტყის აღდგენის ფონდში გადაირიცხება.


2017 წლის დეკემებერში, პირველად საქართველოში, ჩაის ქართული ბრენდის „გურიელი“ სამარკო ნიშნით, გამოვიდა „პრინცი გურიელის საშობა ჩაი“-ს ლიმიტირებული სერია. გურიელის საშობაო ჩაის სერიის საქველმოქმედო მიზანი ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანიის მიერ თავიდანვე იქნა გაცხადებული - საშობაო ჩაის რეალიზაციიდან მიღებული თანხის ნაწილი მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენას.



კამპანია „აღადგინე” 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო და სექტემბრიდან ფონდის სტატუსით აგრძელებს ფუნქციონირებას. ფონდი „აღადგინე” მიზნად ისახავს კომპანიების გაერთიანებას გარემოზე ზრუნვის მიმართულებით მისი პირველი ამოცანაა ხელახლა დამწვარი ბორჯომის ტყის სრულად აღდგენა.


ბორჯომის ტყის აღსადგენად დაწყებულ კამპანიაში უკვე ჩაერთო 170-მდე კომპანია და 6,000-მდე ფიზიკური პირი. გაზაფხულის დარგვით სამუშაოეზე, 11,6 ჰექტარზე უკვე დაირგო 32,300 ნერგი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი 2017 წლის აგვისტოში ხანძრის შედეგად განადგურდა. „აღადგინე” იღებს პასუხისმგებლობას, რომ კამპანიის ფარგლებში დარგული ხეები, რომლებიც ხანძრის დროს დაიწვა, ხელახლა დაირგვება. ტერიტორიაზე დარგვითი სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულიდან განახლდება.


კომერსანტი



პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან გამოჩნდება - შემდეგ ეტაპად ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან  გამოჩნდება - შემდეგ  ეტაპად  ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება
person access_time2018-04-20 16:30:00
  როგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას. „ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია...

16 ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი

16  ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი
person access_time2018-04-20 20:00:00
ბევრს გვსმენია კომპანიებზე, რომლებსაც ეძახიან „მარტორქას“ - ანუ, კომპანიებს რომელთა კაპიტალიზაიციამ უჩვეულოდ სწრაფად მიაღწია 1 მლრდ. დოლარს.   ყველაზე მეტია ასეთი „მარტორქა“ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, და მათ ამისთვის უწევთ მომხმარებლისთვის რაღაცა უჩვეულოს და ახლის მიწოდება.   უკვე დღეს ექსპერტები ასახელებენ 2018 წლის ყველაზე სწრაფად ზრდად  16...

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“
person access_time2018-04-20 14:14:00
„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“ - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.   როგორც გვარჯალაძე აღნიშნავს, ღამის ეკონომიკა დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს მოწყვეტილი არ იქნება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს,...

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“
person access_time2018-04-20 19:00:03
თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ — ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც ACT-იმ  (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი)  განახორციელა. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება / მოხდა სამსახურის მოძიება...


მსგავსი სიახლეები