ფინანსთა მინისტრი - „თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც საქართველოში მდებარეობენ, ევროკავშირის ქვეყნებში მიღებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ“

access_time2018-01-12 12:38:36

თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც საქართველოში მდებარეობენ, ევროკავშირის ქვეყნებში მიღებულ კრიტერიუმებს თავიდან ბოლომდე აკმაყოფილებენ, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Bitfury-თან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, თუ რამდენად შეესაბამება თბილისის თავისუფალი ზონის შექმნის პირობები კანონმდებლობას.

 

„გუშინ გავეცანი მედიაში ამ კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან ინფორმაციული იყო. ჩვენ ბუნებრივია, ვუყურებთ იმას, რომ ის ძირითადი პარამეტრები, რომელიც მიკუთვნებული აქვს თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, სრულდებოდეს. უფრო მეტიც, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, როდესაც 5 დეკემბერს, ევროკავშირის მინისტრები შეიკრიბნენ, მოხდა ე.წ. სიის გამოქვეყნება, სადაც საქართველომ ყველა პარამეტრი დააკმაყოფილა და გაუსწრო ძალიან განვითარებულ ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს მიეცათ დრო, ე.წ. დეოფშორიზაციის პოლიტიკის კუთხით კრიტერიუმები დაეკმაყოფილებინათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც საქართველოში მდებარეობენ, თავიდან ბოლომდე აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს, რომელიც დღეს მიღებულია ევროკავშირის ქვეყნებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

რამდენიმე დღის წინ "ევროპულმა საქართველომ" განაცხადა, რომ სახეზეა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის სასათბურე პირობების შექმნა მოსახლეობის ხარჯზე, როგორც „ევროპულ საქართველოში" აღნიშნავენ, „ქართული ოცნების" მთავრობამ ტარიფების მომატება მოხმარების გაზრდით ახსნა. პარტიაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ერთ-ერთ მაგალითად კომპანია BitFury-ის საქმიანობას ასახელებენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, ქარხანა შეღავათიანი პირობებით სარგებლობს, როგორც თავისუფალ ზონაში განლაგებული ობიექტი, სადაც დენის ტარიფი 5 ცენტია, ანუ გახსნის მომენტში დაახლოებით 10 თეთრი იყო. „ევროპული საქართველოს" განცხადებით, ასევე, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, თუ რამდენად შეესაბამება თბილისის თავისუფალი ზონის შექმნის პირობები კანონმდებლობას.


 

ipn.ge

 

 



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები