WIZZ AIR 2017 წელს მგზავრთაგადაყვანის რეკორდით ასრულებს

access_time2018-01-12 12:20:15

ავიაკომპანია Wizz Air 2017 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ კომპანია გასული წლის განმავლობაში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა, მნიშვნელოვნად გააფართოვა საქმიანობის არეალი, განახორციელა ახალი თვითმფრინავების ყველაზე დიდი შეკვეთა, საფუძველი ჩაუყარა სასწავლო სქემას პილოტობის მსურველთათვის და მომხმარებლებს ფრენის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის მრავალი სიახლე შესთავაზა.


2017 წელს განხორციელებული დაბალბიუჯეტიანი რეისებით Wizz Air 28 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მონაცემს 24%-ით აღემატება. Wizz Air-ის ფლოტს 14 თანამედროვე თვითმფრინავი შეემატა. 13 ახალი ეარბას A321და ერთი ეარბას A320 ტიპის საჰაერო ხომალდის ჩათვლით, ფლოტი ჯამში 88 თვითმფრინავს მოიცავს. ახალი თვითმფრინავების დამატებამ ავიაკომპანიის მიერ 600 პირდაპირი სამუშაო ადგილის შექმნა განაპირობა. 15 ქვეყნის 27 აეროპორტში, გაერთიანებული სამეფოს ლონდონის ლუტონის და ბულგარეთის ვარნას უახლესი ბაზების ჩათვლით, ავიაკომპანიაში 3,500-ზე მეტი ავიაციის პროფესიონალია დასაქმებული. Wizz Air საქმიანობის არეალის გაფართოებასაც აგრძელებს. 7 დამატებითი აეროპორტის ათვისებით და 100-ზე მეტი ახალი სერვისის ინტეგრირებით კომპანიის არეალი 44 ქვეყნის მასშტაბით, 145 მიმართულებით, 600-მდე მარშრუტს მოიცავს.


წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია თვითმფრინავების ყველაზე დიდი შეკვეთა, რომელიც ეარბასთან გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმს ეფუძნება და დამატებით ოჯახზე მორგებულ 146 ეარბასA320neo ტიპის თვითმფრინავის შესყიდვას გულისხმობს. შეთანხმების შედეგად, როგორც კი აღნიშნულ სიახლეს Wizz Air-ის აქციონერების გადაწყვეტილებაც დაადასტურებს, კომპანია უზრუნველყოფილი იქნება 282 ეარბას ტიპის თვითმფრინავით, რომელთა მომარაგებაც 2026 წლის ბოლოსკენ დასრულდება. აღნიშნული საშუალებას მისცემს ავიაკომპანიას, გააგრძელოს ზრდა და მუდმივად გააახლოს ფლოტი, რომელსაც ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა და ეფექტურ ფლოტად შეინარჩუნებს.



მომხმარებლის საუკეთესო სამგზავრო გამოცდილების შექმნის მიზნით, Wizz Air-მა უფასო ხელბარგის ზომა 50%-ით გაზარდა, გააუმჯობესა ონლაინ პლატფორმები, რაც ვებ-საიტსა და WIZZ მობილურ აპლიკაციას გულისხმობს; კომპანიამ ასევე საფუძველი ჩაუყარა ინოვაციურ სერვისებს (ტარიფის გაყინვა, ცვლადი თანამგზავრი), რომლებიც მგზავრობის მეტ მოქნილობას განაპირობებს.


2017 წელს, Wizz Air-მა საქართველოს რეისებზე 310,000-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რაც წელიწადში 102%-იან ზრდაზე მიუთითებს. კომპანიამ ხელი შეუწყო ავიაციისა და ტურიზმის სფეროში ადგილობრივი სამუშაო ბაზრის სტიმულირებას და ინდუსტრიაში დაახლოებით 250 დამატებითი ირიბი სამუშაო ადგილის შექმნა განაპირობა. Wizz Air კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ჩართულობას ქვეყნის განვითარებაში და 2018 წლის მაისიდან ქუთაისის აეროპორტში მეორე თვითმფრინავს ამატებს. ამავე წლიდან კომპანია იწყებს ფრენებს ქუთაისიდან ევროპის ისეთი ქალაქების მიმართულებით, როგორიცაა ათენი, ბარსელონა, პარიზი, პრაღა, რომი და ვენა. 2018 წელს Wizz Air-ის გუნდს ეყოლება 85 ეკიპაჟისგან შემდგარი გუნდი და მომხმარებლებს 19 მარშრუტზე 441,000 სამგზავრო ადგილს შესთავაზებს. აღნიშნული წლის მანძილზე 96%-იანი ზრდის მაჩვენებელია.


ჯოზეფ ვარადიმ, Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა: „2017 წელი Wizz Air-ის მასიური გაფართოების წელი იყო. შედეგად ბიზნესის ყველა ასპექტში მნიშვნელოვანი განვითარება მივიღეთ. აღნიშნულმა Wizz Air აქცია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ავიაკომპანიად, რაც მომავალი ათწლეულების განმავლობაში მუდმივი წინსვლის საწინდარია. ჩვენ მიერ დამკვიდრებული ულტრა-დაბალბიუჯეტიანი ბიზნეს მოდელის, მაღალკვალიფიციური და მომხმარებელზე ორიენტირებული ეკიპაჟის, ახალგაზრდა და თანამედროვე ფლოტისა და შესანიშნავი და ფასეულობებზე ორიენტირებული მომსახურების შედეგად, ჩვენი დაფარვის ყველა ქვეყანაში მგზავრები Wizz Air-ზე აჩერებენ არჩევანს. ჩვენ თანმიმდევრულ და სწრაფ ზრდას, ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნას ვაგრძელებთ.“




ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები