უორენ ბაფეტი: „კრიპტოვალუტებს ცუდი დასასრული ელით“

access_time2018-01-11 19:30:43

საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ის გენერალური დირექტორს, უორენ ბაფეტს, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით კვლავ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს. CNBC-სთან ჩაწერილ ინტერვიუში მან კრიპტოვალუტების ვარდნა იწინასწარმეტყველა.


„მე თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ კრიპტოვალუტებს ცუდი დასასრული ელით. თუმცა ნამდვილად არ შემიძლია იმისი თქმა, თუ როდის მოხდება ეს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ აღნიშნული პროცესი მომდევნო 5 წლის განმავლობაში წარიმართება,“ განაცხადა ბაფეტმა.


87 წლის მილიარდერის განცხადებით, მისი კომპანია, Berkshire Hathaway ბიტკოინით არასოდეს დაინტერესდება.



3 თვის წინ ბაფეტმა ბიტკოინს „ნამვდვილი საპნის ბუშტი“ უწოდა. მისი განცხადებით, ბიტკოინის შეფასება მისი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით შეუძლებელია, რადგან თავად ბიტკოინი ღირებულებას არ ქმნის.


კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით სკეპტიკურ განცხადებებს არაერთი გავლენიანი ადამიანი აკეთებს. მათ შორის გამორჩეულია JP Morgan Chase-ის გენერალური დირექტორის, ჯეიმი დაიმონის განცხადება, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე ბიტკოინსა და ზოგადად, კრიპტოვალუტებს ღიად დაუირისპირდა. თუმცა გასულ კვირაში მან Fox-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ბიტკოინისთვის თაღლითობის მექანიზმი არ უნდა ეწოდებინა. „თუმცა მე კრიპტოვალუტების კვლავ არ მჯერა,“ განაცხადა დაიმონმა.



Coindesk



„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში CASINO JEWEL იხსნება

person access_time2018-01-22 13:30:23
სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL შემოდის. ამ ეტაპზე სასტუმროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ კაზინო ხვალ, 23 იანვარს გაიხსნება. როგორც ირკვევა, კაზინოს ეს ბრენდი საძიებო სისტემა Google-სა და Wikipedia-ში არ იძებნება. არსებობს მხოლოდ FB გვერდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილია. შეგახსენებთ, „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში სასტუმრო Biltmore...

კახა კალაძე: „თბილისის გენგეგმის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან“

person access_time2018-01-22 12:20:54
თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანზიაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელმაც თბილისის სწორი და გრძლევადიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. მოგეხსენებათ, კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45 დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც მერიამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების...

ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

person access_time2018-01-22 12:00:01
თბილისში, ძველ იპოდრომთან,  ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება.   თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა  გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების  შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს.   პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და...

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

person access_time2018-01-22 10:30:37
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით  შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ...

„არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით ცვლილებები თიბისი ბანკზე გავლენას არ მოახდენს“

person access_time2018-01-22 09:40:29
„არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები თიბისი ბანკზე გავლენას არ მოახდენს“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა. ბანკირის თქმით, თიბისი ბანკი საფინანსო სექტორიდან არასდროს არ გასულა. „ჩვენ ვამბობდით ყოველთვის, რომ ვართ ფინანსური ინსტიტუტი და გვაქვს მხოლოდ ფინანსური პროდუქტები, ამაში ვგულისხმობთ, როგორც ბანკს,...


მსგავსი სიახლეები